Category Archives: ლიტერატურა

ამონარიდები მორის დრიუონის რომანიდან – “რკინის მეფე”

“სიკვდილი სახუმარო საქმე არაა,იგი ჩვენთვის დიდი სატანჯველია და სხვასაც ადვილად არ უნდა გადავუწყვიტოთ ბრაზით დაბრმავებულებმა”.

ამონარიდები გრიგოლ აბაშიძის მოთხრობებიდან…

“ადამიანებმა რომ ის ერთი,ზედმეტი დღე იცოდნენ,რამდენი დაასწრებდა უბედურების დადგომას,რამდენი წავიდოდა ამქვეყნიდან დიდებითა და ბედნიერებით ტკბობისას,რათა მომავალ დაცემასა და გამწარებას არ შესწრებოდა”. – (ქვევრში)

ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – “ეჟენი გრანდე”

“ზოგიერთი მიტოვებული ქალი თავის მეტოქესთან მიიჩქარის,რათა მას თავისი მიჯნური ხელიდან გამოგლიჯოს,ჰკლავს მას და გარბის ქვეყნის დასასრულს,ეშაფოტზე ადის ან საფლავში ჩადის.ეს,რასაკვირველია საუცხოვოა.

ამონარიდები გრიგოლ აბაშიძის დიდებული რომანიდან – “ყორნალი”

“მას შემდეგ,რაც ევამ ადამი აცდუნა,კაცობრიობის მთელი ცხოვრება სავსე იყო თავგანწირვისა და ღალატის,კეთილშობილი გმირობისა და საშინელი ბოროტმოქმედების აურაცხელი მაგალითით და ყოველივე ამის შთამაგონებელი თუ წამქეზებელი,მრავალ შემთხვევაში,იყო ქალი,ჭკუის წამრთმევი მისი სილამაზე და გადაულახველი,ყოვლის მძლეველი ცდუნება.

ამონარიდები ჯონ ერნსტ სტეინბეკის ნოველიდან – “ტორტილა ფლეტი”

„სიკვდილი პირადული მოვლენაა და მწუხარებას, განწირულებას, გულის დათუთქვას ან, სულაც, ცივ ფილოსოფიურ განწყობილებას იწვევს. დაკრძალვა კი, თავის მხრივ, საზოგადოებრივი ფაქტორია.

ამონარიდები ალექსანდრე კუპრინის მოთხრობებიდან…

“ხალხთან მიდგომაა საჭირო,მოხერხებული სიტყვის გამონახვა.სიტყვით რაც გინდათ ის დაჰპირდით – ალუმინის ბინები,რვასაათიანი სამუშაო დღე და საუზმედ ბივშტექსი.ოღონდ ეს დამაჯერებლად უნდა გააკეთოთ.გეფიცებით,რომ დაპირებებით თხუთმეტ წუთში ჩავაქრობ ყველაზე მძვინვარე ამბოხებას”. – (მოლოხი)

გურამ გეგეშიძის ნოველიდან – “დევნილი”

“ცხოვრება ხანმოკლეა,დრო ისედაც სწრაფად გადის.ყველა ცდილობს,რაც შეიძლება მეტი სიამოვნება წაგლიჯოს ცხოვრებას,სხვა არაფერი სწამს ხალხს.სიყვარულიც უცნაური რამეა.არავის არ უყვარხარ უმიზეზოდ,

ამონარიდები გურამ გეგეშიძის მოთხრობებიდან…

“მე მიყვარხარ შენ,ვინც ახლა ამას კითხულობ,თუ შენ კეთილი კაცი ხარ,თუ შენ სამართლიანობა გიყვარს.მე მიყვარხარ შენ,ვინც ჩემს შემდეგ მოხვალ,მოხვალ მაშინ,როცა მე აღარ ვიქნები და ამიტომ არ მეცოდინება როგორი ხარ,ვინა ხარ,სადაური ხარ.მე ვერ გნახავ შენ,მაგრამ შენ ნახავ იმ ქვეყანას,რომელიც მეც მინახავს და მიყვარდა,იცხოვრებ იმ სამყაროში,სადაც მეც გამიტარებია ჩემი სიცოცხლე და თუმცა,

რენე შარი – “სამგლოვიარო ნიღაბი”

„ცხოვრობდა ერთი ადამიანი,დაეკარგა ერთხელ შიმშილი და არასოდეს აღარ შიოდა – ბოლო მოუღო მემკვიდრეობას,შთანთქა სარჩო და საბადებელი,ახლობლები გააღატაკა, – და აი,უცებ მან დაინახა,რომ მაგიდა დაცარიელდა,გასუქდა ცოლი,გავერანდა სულის მინდვრები.

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

“ჭეშმარიტი გერმანელებისათვის მხოლოდ ერთი კონცეფცია არსებობს, რომლის აღმოჩენასაც ბისმარკს მიაწერენ: – ძალა აღემატება სამართალს”. – ლუი არაგონი (რომაული სამართალი აღარ არსებობს)