Category Archives: ლიტერატურა

უილიამ შექსპირის პიესიდან – “ვენეციელი ვაჭარი”

“მოქცევა რომ ისეთივე ადვილი იყოს,როგორც იმის ცოდნა,თუ როგორ ჯობია მოვიქცეთ,მაშინ სამლოცველოები ტაძრები იქნებოდნენ და ღატაკთა ქოხები დიდებულთა სასახლეებად გადაიქცეოდნენ.კარგი მოძღვარი იგია,ვინც საკუთარ ქადაგებას მისდევს.

ამონარიდები გიორგი ლეონიძის ნოველიდან – “ციციკორე”

” – გაიგონე,რა გითხრა,საქართველოს ცხრა კარი აბია! ეს დაიხსომე კარგად! თვითეული კარის ყარაულად უნდა გამოდგე!”

ი.ილფისა და ე.პეტროვის რომანიდან – “თორმეტი სკამი”

“ვერავითარმა არგუმენტებმა ვერ უნდა შეგაცვლევინოთ ის ნაბიჯი,რომლის გადადგმასაც გარემოება გაიძულებთ”.

ამონარიდები ლევან გოთუას მოთხრობიდან – „სერაფიტი”

“ყველაზე უფრო დიდი სულიერი სიმტკიცე,ადამიანს სიკვდილის პირას სჭირდება… ალბათ,აქვს კიდევაც… მაშინ არის ბუნებრივად სულ მარტო და სულ განწირული… მით უფრო თუ ამა ცხოვრების სიყვარულისა და სათნოების გზებზე ამაოდ დაშვრა!”

რევაზ ინანიშვილის საბავშვო მოთხრობებიდან…

„სხვასთან რომ გეზარება მისვლა, ეგ იმისაა, ნურც ჩემთან მოხვალთო”. – (თოვლი)

ამონარიდები გრიგოლ რობაქიძის რომანიდან – “გველის პერანგი”

“უწინ ქალების სიტიტვლე ყელიდან იწყებოდა,ეხლა ფეხებიდან იწყება… სტილთა სხვაობა აქაა მოქცეული… ყელიდან დაწყებული სიტიტვლე რომანტიზმის ხაზი იყო,რომელიც სენსუალობაში გადადიოდა შეუმჩნევლად… დღეს სიტიტვლე ფეხებიდან იწყება და ღმერთმა იცის რაში გადადის…

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

“შეინარჩუნე კეთილი გრძნობები და გულისხმიერება,რომლებიც ძლიერ ადამიანებს ყოველთვის განასხვავებენ.ასეთ ადამიანებს შესწევთ უნარი ყოველ მწვერვალს დაეუფლონ,თუგინდ ამისათვის სიღატაკის ჭაობში ჩაფლულებს დიდი დრო დასჭირდეთ”. – ონორე დე ბალზაკი (ათეისტის წირვა)

ამონარიდები ნიკო ლომოურის ნაწარმოებებიდან…

“ხომ გინახავთ,ჩემო ბატონო,ისეთი ადამიანი,რომელსაც სახე ანგელოზისა აქვს,გული კი ბოროტებით სავსე კუდიანისა?! გამოუცდელი კაცი ადვილად აჰყვება ხოლმე ამგვარ შეხედულობას,ფარვანა პეპელასავით თავს ევლება მის სიმშვენიერეს და ბოლოს,ფარვანას მსგავსადვე,კისერს იმტვრევს მის ცბიერებით სავსე გულზედა.

ამონარიდები გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგის დრამიდან – “მის სარა სამპსონი”

“თუკი მამა აპატიებს შვილს შეცდომას, მაშინ შვილმაც ისე უნდა დაიჭიროს თავი, რომ სრულებითაც აღარ იფიქროს ამ შეცდომაზე. ან კი ვის ეხალისება ისეთი რამის გახსენება, რაც ერჩივნა სულაც არ მომხდარიყო”.

ამონარიდები დავით კლდიაშვილის ნაწარმოებებიდან…

” – ერთობ უცნაური ხასიათისა ვართ… ბუზს არ გადავიფრენთ ხანდახან თავზე… გულისწყრომას ხომ საზღვარი არა აქვს ხშირად… თუ რამ დავიჯინეთ,იმის გადათქმას სიკვდილს ვარჩევთ,თუნდაც რომ მტყუანი ვიყვეთ… უთუოდ ჩვენს ნებაზე უნდა იქნეს ყველაფერი და თუ ისე არ იქნა,საშუალებასაც აღარ გავარჩევთ,ოღონდ კი სურვილი ავისრულოთ…