Category Archives: ლიტერატურა
ამონარიდები ქართული ლიტერატურული ქმნილებებიდან…
“ვინ არ მისტანებიხართ დასაჭერად ოთახში შემოფრენილ ჩიტს,რომელიც თავგადაკლული ეძებს გასასვლელ გზას და ხან ერთი სარკმლის მინას დაეტაკება თავით,ხან მეორისას,მანამ უგონოდ ძირს,სარკმლის ფიცარზე არ ჩამოვარდება თავგატეხილი.
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
“ღმერთს კაცი თვალმარგალიტით სავსე სკივრთან მიუყვანია და უთქვამს: აი,ძმობილო,სიმდიდრე,რაზედაც შენ დღედაღამ ოცნებობ,ოღონდ ახლავე გაფრთხილებ – აიღებ,ინანებ და არ აიღებ,მაინც ინანებო.კაცს უფიქრია,თუკი ორივე შემთხვევაში მაინც უნდა ვინანო,უკეთესია ავიღო და მოვიხმარო,თუნდაც აგური ვიყიდო,სინანულის დროს თავში რომ ვირტყაო.
ვიქტორ-მარი ჰიუგოს რომანიდან – “ოთხმოცდაცამეტი წელი”
“ასეა: კეთილს რომ სჩადის კაცი,ბოროტებად ექცევა; ქორს რომ ფრთას გაუმთელებ,ბრჭყალებსაც გაილესავს”.
ვიქტორ-მარი ჰიუგოს რომანიდან – “ოთხმოცდაცამეტი წელი”
“ადამიანის დანიშნულება ის კი არ არის,რომ ჯაჭვით შეკრული ცოცავდეს; ადამიანის დანიშნულებაა ფრთის გაშლა და აღმაფრენა!”
ამონარიდი თამაზ ბიბილურის რომანიდან – „შვიდი ხმისა და ტოროლასათვის”
„ტოროლამ ერთბაშად იგრძნო, რომ ზემოთ აფრენა აღარ შეეძლო,სხვა დროს კი როდის აღარ აფრენილა, სწორედ ლაჟვარდის იმ კამარაში, სადაც ყველაზე უფრო ლაღად სტვენდა, ყველაზე უფრო აუხსნელი სიხარულით თრთოდა.
ანა ანტონოვსკაიას რომანიდან – “დიდი მოურავი”
“იქ,სადაც ყველაფერი ნებადართულია,წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება მტაცებლური ინსტიქტები,როგორც ტირანიის შედეგი.უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი იჭურვება ყაჩაღის იარაღით,ირჩევს მსხვერპლს და ვაი მას,ვინც მის ბადეში მოხვდება.ზეიმობს უუფლებობა,ადამიანის ღირსება დათრგუნულია,მართლმსაჯულება დუმს,ჯალათი ხარხარებს.
ამონარიდები ანტონ ფურცელაძის რომანიდან – „მაცი ხვიტია”
„შიმშილი არის ყველას გამბედველი. კაცთა თავისი თავი ყველას ურჩევნიან. კაცის თვისება და აგებულება ისეთია, რომ თავის გარეშე სხვა ყველას ისე უყურებს, როგორც თავის რჩენისა და კეთილდღეობის ღონისძიებას. შიმშილი არის პირველი შემძვრელი კაცისა. ქვეყანა არის სარკე კაცისა. შიმშილი აღვიძებს კაცის გულში სურვილსა, რომელსაც უეჭველი დაკმაყოფილება უნდა, თუნდაც რომ კაცი თვით რკინის ხასიათისა იყვეს, სურვილს იკლავენ ძარცვითა და მტაცებლობით”.
ამონარიდები თამაზ ჭილაძის რომანიდან – “კაქტუსის ბაღი”
” – რატომ არის,რომ სამუდამო სიკვდილისთვის მარტო ადამიანი გაწირა ღმერთმა? ბუნებაში ხომ ყველაფერი დროებით კვდება – ფოთოლი იქნება ის,თევზი თუ ჩიტი.იმიტომ,რომ არც ფოთოლმა,არც თევზმა და არც ჩიტმა არ იციან თავიანთი ფოთლობის,თევზობისა და ჩიტობის ამბავი.არ იციან,რას წარმოადგენენ.მარტო ადამიანმა იცის ეს და ამიტომაც კვდება,სამუდამოდ…”
მიგელ დე სერვანტეს საავედრას რომანიდან – “დონ კიხოტი”
“თუ გინდა იმ ხალხის გული მოინადირო,ვისი ბედ-იღბალიც შენ გაბარია,სხვათა შორის,ორი რამ უნდა გახსოვდეს: ჯერ ერთი,ყველას მიმართ ალერსიანი უნდა იყო და მეორეც,ეცადე,მაგ შენს კუნძულზე სურსათ-სანოვაგე ბლომად იქონიო,რადგან არაფერი ისე სასტიკად არ ამქისებს და ამძვინვარებს ღატაკთა გულს,როგორც შიმშილი და სიძვირე.
მიგელ დე სერვანტეს საავედრას შედევრიდან – “დონ კიხოტი”
“გახსოვდეს,სანჩო,თუ სიქველის გზას აირჩევ და ქველმოქმედებას დაისახავ ცხოვრების მიზნად,შურის თვალით აღარ დაუწყებ ყურებას იმათ,ვისაც წინაპრებად მეფეები და მთავრები ჰყავს,რადგანაც გვარიშვილობა მემკვიდრეობითია,სიქველე კი – შეძენილი და მას თავისთავადი ღირებულება აქვს,რასაც გვარიშვილობა ვერ დაიკვეხნის.