Category Archives: ლიტერატურა

ძმები ვაინერების რომანიდან – “შეხვერდა მინოტავრთან”

“რა დიდებაა! რა პატივი,რა მოწყალება მოიღეს საწყალ გვარნერის ოჯახზე.მათ უბადრუკ ქოხში სტუმრად მობრძანდა წმინდა დონატის კანონიკი მონსინიორ ჯუზეპე სტრადივარიუსი.ბოდიში,მონსინიორ! ჩვენთან ბნელა და სიბინძურეა.აი,აქ დაბრძანდით,მტვერი უკვე გადავწმინდეთ.ხომ არ ისაუზმებდით? თუმცა ყველისა და პომიდვრის მეტი არაფერი გაგვაჩნია.გმადლობთ,ჭეშმარიტად კეთილო ადამიანო…

უილიამ ფოლკნერი – ერნესტ ჰემინგუეის “მოხუცსა და ზღვაზე”

“ეს მისი ყველაზე კარგი მოთხრობაა.შეიძლება დრომ ისიც კი დაგვანახოს,რომ ეს ყველაზე უკეთესი რამ არის,რაც კი ჩვენ დაგვიწერია,მასაც და ყველა ჩემს თანამედროვესაც.ჰემინგუეიმ აქ ღმერთს მიაგნო,არსთაგანმრიგეს.

ამონარიდები რევაზ ინანიშვილის მოთხრობებიდან…

„არის სიცოცხლე, არის სიკვდილი. სიცოცხლე – კარგი, სიკვდილი – ცუდი. ვუგალობოთ სიცოცხლეს”.

ამონარიდები ჟოზე სარამაგუს რომანიდან – “იესოს სახარება”

“დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, შვილო ჩემო, ადამიანის სულში თვით შემოქმედმა, ანუ მე თავიდანვე ჩავაქსოვე, მაგრამ ეს გრძნობა, ისევე როგორც დანარჩენი, რაც ჩემ მსგავსად და ხატად შევქმენი, ჩემსავე სულში მაქვს მოძიებული, და იმჟამიდან გასულ დროში განა გამიქრა, პირიქით, უფრო გაძლიერდა და გამიმძაფრდა”.

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ – შენ,ჩემო ძმაო,კეთილი კაცი ეძებე. ახლა კეთილი ხალხი ძალიან იშვიათად შეგხვდება, ჩემო კარგო. კეთილი კაცი… ჩემო კარგო, დაგბანს, დაგაპურებს, წყურვილს მოგიკლავს, ჩემო კარგო… ზოგჯერ კი შენც კარგად ხედავ, რომ არც ოქრო-ვერცხლს მოაქვს კაცისათვის სიხარული, ჩემო კარგო… ერთი შესაბრალისი მაგალითი შენს წინაა; აი, როგორაა ქვეყანაზე, ჩემო კარგო…” – თედორე დოსტოევსკის რომანიდან – „ორეული”

ეტტი პირსის რომანიდან – „არა, არ არის დანაშაული”

„ – რა გადაბრუნებულია ეს ქვეყანა! ჩვენ გვეზიზღება ის, ვინც უნდა გვიყვარდეს, და ჩავდივართ იმას, რასაც არ უნდა ვშვრებოდეთ, ერთი სიტყვით, წაღმა-უკუღმა ტრიალებს დედამიწა”.

ძმები ვაინერების რომანიდან – “შეხვედრა მინოტავრთან”

” – წესიერი ადამიანი უნდა იყო. აი, ეს არის სწორი. ეს ზოგჯერ იმაზე ძნელია, ჩვიდმეტ წელიწადს კანონს რომ ემალებოდე”.

ენ ვეტემაას რომანიდან – “კვერცხები ჩინურად”

“ვინ მოთვლის,რამდენი მომაკვდავი მინახავს. ყველამ თავისებურად განუტევა სული… მხოლოდ ერთ რამეში ჰგავდნენ ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით – ყველაზე ქედუხრელნიც კი მასხარად გადაიქცნენ უკანსაკნელ წამს.

ამონარიდები რომენ როლანის რომან-ეპოპეადან – “ჟან-კრისტოფი”

“ადამიანის უპირველესი მოვალეობაა საამური გახადოს ცხოვრება სხვებისთვის,მაგრამ არიან ისეთნიც,რომელთა აზრით მოვალეობას მხოლოდ ის წარმოადგენს,ის აკეთო,რაც სხვათათვის მახინჯი და ცუდია,

ანრი მარი ბეილის (სტენდალის) რომანიდან – “პარმის სავანე”

“პატიოსან ქალს არ შეშვენის ვინმეს მისთხოვდეს,თუ მას მეორე კაცი უყვარს”.