Category Archives: ლიტერატურა

ონორე დე ბალზაკის დიდებული ნაწარმოებიდან – “პოლკოვნიკი შაბერი”

” – რა არის ადამიანის ბედი! – წამოიძახა დერვილმა, – ბავშვობა მიგდებულ ბავშვთა სახლში გაატარო,სული ღრმა მოხუცთა თავშესაფარში დალიო და ამ ორ დროთა შუა ევროპისა და ეგვიპტის დაპყრობაში ეხმარებოდე ნაპოლეონს.

უაილდ გრეივს პენფილდის ნაწარმოებიდან – “ჩირაღდანი”

“კაცს შეუძლია,ანაქსიმანდრესა და სოკრატეს გაუტოლდეს ფილოსოფიის ცოდნით.შესაძლოა,პითაგორესაც აჯობოს მათემატიკაში,სამკურნალო საქმეში ალკმეონე ჩამოიტოვოს უკან,მაგრამ,სულ ერთია,მაინც ვერაფერს გაიგებს ქალებისას”.

ონორე დე ბალზაკის რომანიდან – “მამა გორიო”

“დაუჯერე ყოველივე სიგლახეს,რასაც საზოგადოებაზე გეტყვიან.იუვენალი აღარ არის,რომ ამ საზოგადოების მოოქროული და ძვირფასი ქვებით მოჭედილი საზიზღრობის დახატვა შეეძლოს”. 

ოტია იოსელიანის ავტობიოგრაფიული ნოველიდან – „საით გავიქეცი და სად წავიქეცი”

„შენ სიყვარული კი არა ალქაჯი უნდა გერქვას, იუდა, სატანა, ჯოჯოხეთი და გეჰენია. რაღაცა რავა ვერ უნდა შეიგნო და ვერ უნდა დაინახო. ასე ხანძარივით რავა უნდა წაეკიდო ხეს და ქვას, ალვას და ბალახს, ვარდს და ეკალ-ბარდს, მუხას და ქაცვის ჩირგვს.

შტეფან ცვაიგის ნოველებიდან…

“საჭიროა მოხუცდე,რათა გაიგო,რომ ალბათ სწორედ ესაა ყველაზე უკეთილშობილესი რამ,რასაც კი ცხოვრება იძლევა და რაც სიჭაბუკის უპირატესობას წარმოადგენს”. – (ზაფხულის ნოველა)

გიორგი სანადირაძის ნაწარმოებიდან – “ფესვები”

“ექვთიმობა! ეს არ გახლავთ უბრალო გაფეტიშება სამშობლოს ერთგულებაში დაფერფლილი სახელისა.გვიან გაღვიძებული სინდისის ქენჯნაა უფრო.ერის სინდისი უმცდარია მუდამ.იგი ვერ ჰგუობს ყალბს,მოჩვენებითს.ყოველთვის იმას წარმოაჩენს,რაიც მომავლისათვის სჭირდება,რაიც შვილების აღსაზრდელად სჭირდება.

თედორე დოსტოევსკის რომანიდან – “მოთამაშე”

“მუდამ სულელურად მივიჩნევდი ერთი გაქსუებული,ჯიბესავსე მორალისტის მოსაზრებას,რომელმაც ვიღაცის თავის მართლებაზე,ხომ წვრილმანი ფულითაც თამაშობენო, – პასუხად ასე ბრძანა: წვრილმანი ანგარება კიდევ უფრო უარესიაო.თითქოსდა წვრილმანსა თუ მსხვილმან ანგარებაში რამე განსხვავება იყოს.

რევაზ ნაჭყეპიას რომანიდან – “ჯუჯა ალვის ხეები”

“ისე უნდა იცხოვრო ბაბუ ამქვეყნად,რომ შენმა კბილის ტკივილმა სხვისი ყბა არ უნდა აატკივოს”.

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ერთხელ, თურმე ორი დიდი ხნის უნახავი მეგობარი შეხვდა ერთმანეთს, ერთი დაღვრემილი, მეორე – მხიარული.

კარლ ფრიდრიხ მაის შესახებ…

კარლ ფრიდრიხ მაი (1842-1912 წლები) – წარმოადგენდა გამოჩენილ გერმანელ მწერალს,პოეტს,კომპოზიტორსა და ავტორს მრავალი გახმაურებული სათავგადასავლო რომანისა (ძირითადად ინდიელებზე და ველურ დასავლეთზე).