Category Archives: ლიტერატურა

სერ კლაივ სტეიპლზ ლუისის ნოველიდან – „ქორწინების უარყოფა”

„თუ ღმერთი არ გიყვარს, შეუძლებელია სწორად გიყვარდეს ადამიანი”.

მარიო პიუზოს რომანიდან – “სიცილიელი”

“ოჰ,სიცილია! – გაიფიქრა ადონისმა, – შენ საუკეთესო შვილებს ანადგურებ და მტვრად აქცევ.შენს მიწაზე ანგელოზივით მშვენიერი ბავშვები იბადებიან და დემონებად გარდაისახებიან.ამ ნიადაგზე ბოროტების თესლი ბამბუკივით და მსხალივით ხარობს”.

ჯეიმს აუგუსტინ ალოიზიუს ჯოისის რომანიდან – “დუბლინელები”

“იესო ქრისტეს ესმოდა,რომ ყველა ადამიანი არ არის მოხმობილი რელიგიური ცხოვრებისათვის; რომ დიდი უმრავლესობა იძულებულია,იცხოვროს წუთისოფელში და, გარკვეულწილად,წუთისოფლისთვის”. 

კონსტანტინე გამსახურდიას გენიალური რომანიდან – “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა”

“ეს იცოდე, ჭაბუკო, მაძღარი მონები ვერაფერს შეჰქმნიან კარგს. ეს ციხეები, ეს ეკლესიები და ეს სასახლეები მშიერების მიერაა აგებული”. 

მიხაილ ზომჩენკოს ნაწარმოებიდან – “გონებისათვის”

“ეს დიდი ხნის წინ მოხდა.ნადირობიდან ვბრუნდებოდი,გზაში მომწყურდა და ერთი ქოხისაკენ გადავუხვიე,მინდოდა რძე დამელია.წინკარში ჯვარი დავინახე,ჩვეულებრივი არყის ხის ჯვარი იყო,საფლავებზე რომ დგამენ ხოლმე,იმგვარი,ალბათ ქოხში მიცვალებული ესვენა და ეს ჯვარიც მისთვის გამოეთალათ.

ოტია იოსელიანის ნაწარმოებიდან – “მონადირე”

“შენ (მწერალი გულისხმობს ხარჯიხვებს) კი მხოლოდ ჩვენს ცაში ატყორცნილ მთებს შემორჩი.შენ,შენ ერთმა ისწავლე სიცივით თბობა,შიმშილით ძღომა და წყურვილით დაოკება წყურვილისა.

ლევ ტოლსტოის მოთხრობიდან – “ცხენის თავგადასავალი”

“იმ კაცთაგან ბევრი ვინმე,რომელიც,მაგალითად,მე თავის ცხენად მომიხსენიებდა,არც მიტარებია როდისმე,მაგრამ სხვებს კი დავატარებდი.ჭამითაც ისინი კი არ მაჭმევდნენ,სულ სხვა ხალხი მიურვებდა და მაჭმევდა.სიკეთეც მათ კი არ უქნიათ ჩემთვის,აი იმათ – თავიანთ ცხენად რომ მომიხსენიებდნენ,არამედ – ქუჩერებს,ბეითლებს,საერთოდ სულ გარეშე ხალხი მპატრონობდა.

ნიკო ლორთქიფანიძის დიდებული ნოველა – „უკვდავება”

„მთის თხემიდან ადამიანი დაბლა-დაბლა მოდიოდა. თმაგაწეწილი იყო, ფეხშიშველი, ავადმყოფი. მაინც უხაროდა, რომ მწვერვალის ნისლსა და ბურუსს განშორდა და ამაყად ადგამდა ფეხს: სიამოვნებით უყურებდა განათებულს, ცოცხალ სოფელ-ქვეყანას.

ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – “სოლომონ დოდაშვილი”

“თუ ეს ქვეყანა მხოლოდ იმისთვის არსებობს და მხოლოდ ის არის,რასაც ვხედავ,მაშინ სისაძაგლე ყოფილა მისი გაჩენა და წყევლის ღირსი – ვინც გააჩინა! თუ ამას იქით არაფერია და ჩვენი ყოფნა წუთისოფელში მთავრდება,მაშინ წარმოუდგენელია მის შექმნაზე უფრო დიდი ბოროტება,რადგან ის თავისთავშივეა საწყისი და საფუძველი ყოვლის ცოდვისა! თავხედი,შეუბრალებელი,დაუნდობელი,უმეცარი და სასტიკი ყოფილა ხუროთმოძღვარი მისი”. (ავტორი გენია.ჯი)

ლევ ტოლსტოის მოთხრობიდან – “გამვლელი და გლეხი”

“არა,ჩემო ძმაო,ამისი თქმა არ მინდა.იმას როდი ვამბობ,რომ აქაოდა ღვთის წესზე იცხოვრეთ და მიწაც ჩვენი იქნება და ღალა-ბეგარისგანაც თავს დავიხსნიდით-მეთქი,მე იმას ვამბობ,იმიტომ არ ვარგა ჩვენი ყოფა,ჩვენ თვითონ ვცხოვრობთ უვარგისებად-მეთქი.ღვთის რჯულზე რომ ვცხოვრობდეთ,რანაირ ცხოვრებას გავწევდითო, – ეს მხოლოდ ღმერთმა იცის,მაგრამ ის კი მართალია,რომ ცუდ ცხოვრებას ავცდებოდით.