Category Archives: ლიტერატურა
ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „გათენების წინ”
„გაჭირვებამ მოთმენა არ იცის… არა…”
ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „გარდამოხსნა”
„ – მე ვგონებ, როგორაც არ უნდა იყოს, უპატიოსნო კაცი მაინც ყოველთვის მოატყუებს პატიოსან კაცს და ამით ყოველთვის აჯობებს მას”.
ამონარიდები სერგო კლდიაშვილის მოთხრობიდან – „ლახუნდარელის თავგადასავალი”
„აქა-იქ სასიკეთოს და გულის გასახარელს წააწყდებოდა კაცი, მაგრამ, საუბედუროდ, ბოროტება და სიავე, თურმე, ბევრად მეტი ყოფილა”.
ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „ცხოვრების ჯარა”
„ – ეჰ, ჭორივით რომ სიმართლე ვრცელდებოდეს, ქვეყანას რა უჭირს”.
ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…
„ – საერთოდ, ეს იცოდე, ჩემო ზაურო, თუ კაცს შენი ვალი აქვს, ხშირად არ უნდა შეეჩხირო თვალში, თორემ შესძულდები. ასე იცის ვალმა”. – (თებერვალი)
ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „კახაბერის ხმალი”
„ – მთავარ-დიდებულნო, ეგებ თქვენ გულში ფიქრობთ, რომ ჩემზე ჭკვიანები ხართ. ეს რომ ასე იყოს, მაშინ თქვენ ტახტზე დაბრძანდებოდით და მე ფეხზე ვიდგებოდი, მაგრამ ტახტზე მე ვზივარ და ფეხზე თქვენ დგახართ, მაშასადამე, მე თქვენზე ჭკვიანი ვარ”.
ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „მეფე ვახტანგ პირველი გორგასალი”
„სულით ბავშვობა კაცს სიბერემდე არ შორდება”.
ამონარიდები ალექსანდრე კიკნაძის რომანიდან – „იბერიის ლეგენდა”
„ – ო, ღმერთო ჩემო, რა ბედნიერი დრო იყო. მე და მამაჩემი ვმოგზაურობდით, ბევრი ფული გვქონდა… – არა, არ გეგონოთ იმას ვამბობდე, რომ ბედნიერება ფულებშია. მაგრამ, დამიჯერეთ, როცა ფული არა გაქვთ, ან ძალზე ცოტა გაქვთ, ბუნების საუცხოო ფერებიც კი ხუნდებიან…”
ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „ცხოვრების ჯარა”
„სიმართლე ჩხუბის თავია, ყველას თავისად ესმის”.