Category Archives: ლიტერატურა

ამონარიდები სერგო კლდიაშვილის მოთხრობებიდან…

„ – აჰ, ეს სიყვარული! რა მიხვეულ-მოხვეული, რა დახლართული ბილიკები აქვს სიყვარულს! დასაბამიდან ამ წვრილმანზე, ვინ მოთვლის, რამდენს შეცვლია მხარი და გზა არევია.

ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”

„სიბერესა და სიკვდილს ყველა ცოცხალი არსება ეულად ხვდება – იმ დროსა თუ ჟამს გვერდით არავის არავინ ამოუდგება ამ დალოცვილ წუთისოფელში”.

ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „გარდამოხსნა”

„ – გააჩნია, ვის როგორ ესმის მამულის სამსახური, თორემ ნახევარი საქართველო მუდამ „საქართველოს სიყვარულით” იყო დაქცეული!”

ამონარიდი გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”

„ – რეპუტაცია არ უნდა გაიფუჭო, თორემ სახელის გატეხვას თავის გატეხვა გერჩიოს. დაარტყი, დაჩეხე, გათელე, გასრისე, მოჰკალი, ოღონდ არავინ გაგიგოს, რაც მთავარია, ვერ დაგიმტკიცოს და მაშინ

ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „მერიქიფის ასული”

„რაც არ არის, ეშმაკიც ვერ მონახავს”.

ამონარიდები ჩარლზ დიკენსის რომანიდან – „ნიკოლას ნიკლბი”

„ხალხს თუ უყურე, გაგაგიჟებს”.

ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…

„ერთხელ დალაპარაკებით რომ გვესმოდეს ჩვენ ერთმანეთის, სხვანაირად იქნებოდა ცხოვრება აწყობილი”. – (ურვა)

ამონარიდები ალექსანდრე კიკნაძის რომანიდან – „იბერიის ლეგენდა”

„არიან ადამიანები, ვისაც სხვისი აზრი ფეხებზე ჰკიდია”.

ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „კახაბერის ხმალი”

„ქალმა რომ ვერ მოახერხოს, ისეთი რაა ქვეყანაზე?”

ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „გარდამოხსნა”

„რისიმე შექმნას მოცალეობაც უნდა”.