Category Archives: ლიტერატურა

მიგელ დე სერვანტეს საავედრა – “დონ კიხოტის” შესახებ…

“ჩემი სისუსტე იმაშია,რომ გამოვთქვამ ყველაფერს,რაც მაწუხებს,მაგრამ ხელს მიშლის ოჯახისადმი პასუხისმგებლობა.ვალდებული ვარ,ვარჩინო და დავიფარო მთელი ჯალაბი.ვაფურთხებ გესლიან შენიშვნებს,მაგრამ არ მსურს ინკვიზიციის კოცონზე ასვლა.

მიგელ დე სერვანტეს საავედრას გენიალური რომანიდან – “მახვილგონიერი აზნაური დონ კოხოტ ლამანჩელი”

“ჩემს დღეში ფიქრადაც არ მომსვლია ვაჟკაცობით სახელი გამეთქვა.მხოლოდ მინდოდა,ყველა იმ საჭურველთმტვირთველზე ალალ-მართალი ვყოფილიყავი,ვისაც ოდესმე მოგზაურ რაინდებთან უმსახურია და, თუ ჩვენს ბატონს სურს,ერთგული სამსახურისათვის რომელიმე კუნძულით დამაჯილდოოს,რა უშავს,კეთილი,იყოს.

“შაჰნამე” – ყველაზე დიდი პოემა მსოფლიო ლიტერატურაში…

დღემდე დაწერილ პოემებს შორის,ყველაზე დიდი პოემა გახლავთ  სპარსული და ტაჯიკური პოეზიის უდიდესი წარმომადგენლის - ჰაქიმ აბუ ლ-ყასიმ ტუსი ფირდოუსის (935-1020 წლები),მიერ დაწერილი შესანიშნავი პოემა - “შაჰნამე” (მეფეთა წიგნი).

ბერნარ ვერბერი – “ეპიზოდი”

გამოჩენილი თანამედროვე ფრანგი მწერალ-რომანისტი და ფილოსოფოსი - ბერნარ ვერბერი,თავისი შესანიშნავი რომანი-ტრილოგიით – “ჭიანჭველები”-ით ,გახდა ცნობილი.

ფელისბერტო ერნანდესი

ფელისბერტო ერნანდესი - დაიბადა 1902 წლის 20 ოქტომბერს ურუგვაის დედაქალაქ – მონტევიდეოში.იგი გახლდათ გამოჩენილი ურუგვაელი მწერალი.

გრეის აგილარი

გრეის აგილარი - დაიბადა 1816 წლის 2 ივნისს ჰანკში (თანამედროვე ლონდონის ნაწილი),ებრაელი ვაჭრების ოჯახში.იგი გახლდათ გამოჩენილი ინგლისელი მწერალი ქალი და ავტორი სენტიმენტალური ჟანრის ნაწარმოებებისა.

მატეო ალემანი

მატეო ალემანი - დაიბადა 1547 წელს ესპანეთის ულამაზეს ქალაქ სევილიაში.იგი გახლდათ გამოჩენილი ესპანელი მწერალი,ავტორი შესანიშნავი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიკარესკული ჟანრის რომანისა (ასეთი ჟანრის ნაწარმოებში სპეციფიკური ფორმით მოთხრობილია გაიძვერა გმირის ან პერსონაჟების თავგადასავალი) – “გუსმან დე ალფარაჩე”,დაწერილი 1599-1605 წლებში.

ჯონ-ანტუან ნო – “გონკურის პრემიის” პირველი ლაურეატი

ჯონ-ანტუან ნო - დაიბადა 1860 წლის 19 ნოემბერს სან-ფრანცისკოში (ამერიკა).იგი გახლდათ დიდი ფრანგი მწერალი და სიმბოლიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი პოეტი.სწორედ ნო იყო ის პირველი მწერალი,რომელსაც მიენიჭა საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლიტერატურული ჯილდო – “გონკურის პრემია” (1903 წელი),რომანისათვის “მტრის ძალა”.

მიშელ უელბეკი

მიშელ უელბეკი – რომლის ნამდვილი სახელი გახლავთ – მიშელ ტომა,დაიბადა 1958 წლის 26 თებერვალს,საფრანგეთის შემადგენლობაში შემავალ კუნძულ რეიუნიონზე (საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია,ინდოეთის ოკეანეში).იგი წარმოადგენს იმ დიდ ფრანგ მწერალსა და პოეტს,რომელიც 1998 წელს დაჯილდოებული იქნა – “ნობელის პრემიით” ლიტერატურის დარგში.

“ჯუზეპე გარიბალდის წერილი რაფაელო ჯიოვანოლის”

იტალიის ეროვნული გმირის – ჯუზეპე გარიბალდის (1807-1882 წლები) წერილი შესანიშნავი ისტორიული რომანის “სპარტაკის” ავტორს – რაფაელო ჯიოვანოლის (1838-1915 წლები):