Category Archives: ლიტერატურა

ნესტან სულავა “ვეფხისტყაოსნის შესახებ”…

“შოთა რუსთაველის – ვეფხისტყაოსანი ქართული სულის ის მარადიული სარკე და მთელი ერის ფილოსოფიაა,რომელშიც გაცხადებულია ქართველი კაცის ისტორიული ხასიათი.ქართველი ერი დღემდე “ვეფხისტყაოსნით” ცდილობს საკუთარი არსისა და ბუნების ამოკითხვასა და შეცნობას.

ონორე დ’ იუფრე

ონორე დ’ იუფრე - დაიბადა 1568 წლის 11 თებერვალს საფრანგეთის ულამაზეს ქალაქ მარსელში.იგი გახლდათ გამოჩენილი ფრანგი მწერალი “მანიერიზმის ეპოქისა” და ავტორი შესანიშნავი პასტორალური ჟანრის რომანისა – “ასტრეა” (რომელიც ერთ-ერთ უდიდეს ძეგლად არის მიჩნეული – პრეციოზული ლიტერატურის მიმდინარეობისა XVII საუკუნეში).

იოჰან ვოლფგანგ გოეთეს რომანიდან – “ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი”…

“ადამიანის ცხოვრება რომ სიზმარსა ჰგავს,ეს ბევრს აღუნიშნავს და მეც ამკვიატებია ეს აზრი ბოლო ხანს.

ჰაინრიხ თეოდორ ბიოლის რომანიდან – “კლოუნის თვალთახედვა”…

“განსაკუთრებით მაწამებს ხელოვნებაზე გადაღებული ფილმები.უმეტეს შემთხვევაში,ხელოვნებაზე ისინი იღებენ ფილმს,ვინც ვან გოგის სურათში ერთ კოლოფ თამბაქოს კი არა,მხოლოდ ნახევარს გაიღებდნენ და შემდეგ ამასაც ინანებდნენ,რადგან მიხვდებოდნენ,რომ თავად მხატვარი მას ერთ საჩიბუხე თამბაქოს ფასად დათმობდა.

გურამ ბენაშვილი – ლადო ასათიანის პოეზიის შესახებ…

“ფიქრი ლადო ასათიანის პოეზიაზე ბუნებრივად უკავშირდება ლირიკის,ამ უსათუთესი ჟანრის იდუმალებას და იმ ადამიანურ აღქმას,რომლითაც ხდება იგი ძვირფასი და დაუვიწყარი.

შანდორ პეტეფი

შანდორ პეტეფი - ნამდვილი სახელი – ალექსანდრე პეტროვიჩი,დაიბადა 1823 წლის 1 იანვარს კიშკიოროშში (უნგრეთი).იგი გახლდათ ის ერთ-ერთი უდიდესი უნგრელი პოეტი,რომელიც აღიარებულ იქნა “უნგრეთის ეროვნულ პოეტად”.გარდა ამისა შანდორი წარმოადგენდა დემოკრატ რევოლუციონერს,ლიდერს უნგრეთის 1848-1849 წლების რევოლუციისა და “უნგრეთის ეროვნულ გმირს”.

ამონარიდი ვიქტორ მარი ჰიუგოს რომანიდან – „კაცი, რომელიც იცინის”

„ოქრო ყოველ წელიწადს, ხახუნის გამო, თავისი მოცულობის ერთ მეათასოთხასედ ნაწილს კარგავს; ამას ფულის წონის დაკარგვას უწოდებენ. აქედან უნდა დავასკვნათ, რომ მილიარდ ოთხასი მილიონი ოქროდან, რაც მთელი დედამიწის ზურგზე ხმარება-ბრუნვაშია, ყოველწლიურად ერთი მილიონი იკარგება.

თეოკრიტე

თეოკრიტე - დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 300 წელს კუნძულ სიცილიაზე,სირაკუზაში ან მის ახლო ტერიტორიაზე.იგი გახლდათ დიდი ძველბერძენი პოეტი და მწერალი.

ჟოზე მარტინიანუ დე ალენკარი

ჟოზე მარტინიანუ დე ალენკარი - დაიბადა 1829 წლის 1 მაისს მესეჟნაში – ფორტალეზასთან ახლოს (სეარას შტატი,ბრაზილია) კრეოლურ ოჯახში.იგი გახლდათ გამოჩენილი ბრაზილიელი მწერალი,დრამატურგი და პოლიტიკოსი.

“ბჰაგავადგიტა”

“ბჰაგავადგიტა” - ერთ-ერთი უძველესი ლიტერატურული ძეგლია,დაწერილი სანსკრიტულ ენაზე და სიტყვასიტყვით აღნიშნავს “უფლის საგალობელს”.