Category Archives: ლიტერატურა
ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობებიდან…
„ – როდის იყო სიმართლის მთქმელი გაგვიხარებია!” – (ძია შიოს უცნაურობანი)
ამონარიდები ნოდარ შამანაძის მოთხრობებიდან…
„ – როგორც მოგეხსენებათ, დათვი ზამთრობით ჩაიდებს პირში საკუთარ თათს, ლოკავს და თავს იტყუებს, საკვებს შევექცევიო. ჩვენც დათვს ვგავართ ზოგჯერ: ვიიმედებთ და ვიტყუებთ თავს”.
ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – „კვერნაქი”
„ცდა ბედის მონახევრეაო, რომ თქმულა, ალბათ, ერთ ცდაზე როდი თქმულა, ბევრ ცდაზე ითქმოდა, მრავალზე, გამარჯვებამდის, ბედის გამოჭედვამდის”.
ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობიდან – „ცხრაუღელა”
„სადაც სიბრძნე მოუმადლებია ადამიანისათვის, იქ სისულელეც მოუყოლებია მაღალ ღმერთს…”
ამონარიდები თამაზ ჯიბღაშვილის რომანიდან – „ადამიანი მარტო არ არის”
„რატომ არიან ადამიანები ასეთები? რატომ გვრით სიამოვნებას სხვათა უბედურება, რატომ არ არიან თავაზიანი და გულმოწყალენი, ვისთვის უნდათ ბუნებისაგან მომადლებული სიკეთის ნიჭი და რატომ გადააქცევენ ამ ნიჭს ბოროტებად?”
ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობიდან – „ცოცხალი სულები”
„ეს უსამართლო ცხოვრება ერთ გაბრაზებადაც არა ღირს”.
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ – ოცნება თქვენი, გოგო-ბიჭების საქმეა. მე კი, მე, ჩემსას დამაჯერეთ. ჩემი ოცნებები ახლა, მე რომ შემფერის და შევუპყრივარ, მოგონებებია, განვლილი წუთისოფლის შეფასება-გადაფასებაა. ისინი იმათ შეეხებიან, რასთანაც გავჩნდი, სადაც აღვიზარდე, კეთილი და ბოროტი განვიცადე. მერე დავბერდი…” – ბორის ჩხეიძე (ჯუთია)
ამონარიდები ოთარ ჩხეიძის თხზულებიდან – „ჩემი სოფლის ეტიუდები”
„ – აკაკუნებენ და უნდა გაუღო, მტერი რო იყოს, უნდა გაუღო, უნდა შემოუშვა, უნდა დაეხმარო, ალბათ რაღაც გასჭირვებია, და, რახან გასჭირვებია, მტერიც ჰო მტერიც აღარ არის, – ადამიანია”.
ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობიდან – „კნაპე”
„თუ ფული გაბადია, ნამუსიც ბევრი გასხია, ჭკუაც დიდი გაქვს და ხალხის პატივისცემითაც ყელთამდე ხარ მოყირჭებული. თუ არა და, კაციშვილს არ უნდიხარ, მშრალი სალამიც კი ენანებათ შენთვის, სიყვარულით მოყვანილ ცოლსაც მოსძულდები და შენი სისხლით მონაგარ შვილებსაც”.
ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – „კვერნაქი”
„განა რა არის ცხოვრებაში, ფიქრი რომ არ უნდა?!”