Category Archives: ლიტერატურა

ამონარიდები გურამ დოჩანაშვილის მოთხრობებიდან…

„ – ადამიანთა სენია, კარგზე მეტად რომ ცუდი შეგნიშნონ”. – (ორნი აქა-იქ)

ამონარიდები ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანიდან – „ნაზია ღამე”

„ხდება ხოლმე, არაფრით გამოირჩევა ესა თუ ის დღე, გუშინდელი სიხარულის ხვალინდელში გადასვლა თუ გგონია მხოლოდ, არადა, სწორედ მაშინ ყოფილხარ თურმე ბედნიერი”.

ამონარიდები ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანიდან – „ნაზია ღამე”

„ხშირად მთვრალ მამაკაცს საკვირველი პატივისცემით ვექცევით ხოლმე, ისე, გიჟებს რომ ექცევიან ზოგიერთები, შიშით კი არა, უფრო რიდით.

ამონარიდები ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობებიდან…

„თვით ყველაზე სულმდაბალ კაცშიც არსებობს რაღაც ღირსება”. – (კაცი ზღურბლზე)

ამონარიდები დანიელ დეფოს რომანიდან – „რობინზონ კრუზო”

„ასეა ხოლმე: ვერასოდეს ვითვალისწინებთ ჩვენი მდგომარეობის უკეთეს მხარეს, ვიდრე უარეს დღეში არ ჩავცვივდებით და მხოლოდ მაშინ ვაფასებთ ჩვენს კეთილდღეობას, როცა უკვე დავკარგავთ მას”.

ამონარიდები ანა ანტონოვსკაიას რომანიდან – „დიდი მოურავი”

„ორი რამ არასოდეს არ კვდება ადამიანის გულში – სიძულვილი და სიყვარული. მანამ ეს გრძნობები ცოცხალია, სხვა სურვილიც არ კვდება”.

ამონარიდები ლევან გოთუას ისტორიული რომანიდან – „გმირთა ვარამი”

„ქალისათვის სილამაზე ბედნიერი, მაგრამ სახიფათო სამკაულია!”

ამონარიდი ჯონათას სვიფტის რომანიდან – „გულივერის მოგზაურობა”

„ – ჩემო პაწაწინა მეგობარო, გრილდრიგ! თქვენ შესანიშნავი ქებათა-ქება შეასხით თქვენს ქვეყანას; ნათლად დამანახეთ, რომ თქვენთან, გაუნათლებლობა, სიზარმაცე და მანკიერება, ხანდახან, კანონმდებლის ყველაზე სასარგებლო თვისებებს შეადგენს;

ამონარიდები ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობებიდან…

„ოჰ, თვალებო, რად სჯობნით ყოველთვის დედაკაცის გონებას, რად არჩევინებთ იმას, რაც დამღუპველია და რად ათქმევინებთ უარს იმაზე, რაც შემრგოა და ბედნიერების უტყუარი თავდები”. – (გამარჯვებული ნიკო)

ამონარიდები რეი ბრედბერის რომანიდან – „ბაბუაწვერას ღვინო”

„იფხიზლეთ, რათა თითოეული წამი დაიმახსოვროთ! ყველაფერი, რისი დამახსოვრებაც ღირს”.