Category Archives: ლიტერატურა
ამონარიდები პარმენ ლორიას თხზულებებიდან…
„ყოველი ადამიანი ერთი საინტერესო წიგნია. თუ შეძლებ მის გადაშლას და წაკითხვას, მეტად საინტერესო მოთხრობას ან რომანს გაეცნობი”.
ამონარიდები რობერტ პენ უორენის რომანიდან – „მეფის მთელი მხედრიონი”
„ – ერთი კაცი იყო, დანტე, და ამბობდა – ჭეშმარიტად ამაყი ადამიანი, ვინც თავისი ფასი იცის, შურის ცოდვას არასოდეს გაივლებს გულში, რადგან სჯერა – არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც შურს აღმიძრავსო”.
ამონარიდები პარმენ ლორიას რომანიდან – „განთიადი ხევში”
„ხალხი ჭრელია: ზოგჯერ კარგი მეგობარი და მოკეთე რომ გგონია, ისაა მტერი და ორგული სწორედ”.
ამონარიდები პარმენ ლორიას რომანიდან – „განთიადი ხევში”
„ – როცა ადამიანს კუჭი ეწვის და ოჯახი შიმშილით ეხოცება, არც მეჩეთი ახსოვს და აღარც ღმერთი. თუ კანონი და სამართალია, ღმერთს უნდა ახსოვდეს ასეთი ადამიანი”.
ამონარიდები რაფის (აკოფ მელიქ-აკოფიანის) მოთხრობებიდან…
„ისეთი ქალები, რომლებსაც ხელთ უპყრიათ გამოჩენილი თანამდებობის პირთა აღვირი, ყოველთვის ყოფილან და არიან ამა თუ იმ დიდი ცვლილებების მიზეზნი, და თითქოს საგანგებოდ ჩასაფრებულნი უდარაჯებენ ადამიანების ბედნიერებას თუ უბედურებას”. – (აღთქმული მონაზონი)
ამონარიდები როჟე მარტინ დიუ გარის რომანიდან – „ტიბოს ოჯახი”
„ხალხიც თავის მთავრობას წააგავს: პირველ ყოვლისა იმაზე ზრუნავს, თავის სასარგებლოდ მოაგვაროს საქმე”…
ამონარიდები რეზო ჭეიშვილის მოთხრობებიდან…
„ადამიანი ქვეყნად გარკვეული მოვალეობის აღსასრულებლად არის მოვლენილი, მაგრამ ერთი საქმისთვის გაჩენილი კაცი მთელი ცხოვრება მეორეს ემსახურება”. – (პრემიერა)
ამონარიდები უილიამ ფოლკნერის რომანიდან – „ქალაქი”
„რამდენად გაგვიადვილდებოდა ცხოვრება, მარტო იმას რომ ვიჯერებდეთ, და იმასაც მთლად არ ვენდობოდეთ, რასაც საკუთარი თვალით ვიხილავთ”.
ამონარიდები რაფის (აკოფ მელიქ-აკოფიანის) ლიტერატურული ქმნილებებიდან…
„მეფემ რომ უკეთ გაიგოს ხალხის ტკივილები, ან უნდა თვითონ მივიდეს ხალხთან, ან ხალხს შეეძლოს მასთან მისვლა. და სანამ მასთან მისვლა შეუძლებელი იქნება, მუდამ შეცდომებს ექნება ადგილი”. – (ხაზ-ფუში)
ამონარიდები ქეთევან ნუცუბიძის რომანიდან – „პეტრე იბერი”
„დიდ ძალაუფლებას დიდი ცოდვებიც ახლავს თან”.