Category Archives: ლიტერატურა
ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობებიდან…
„გვირგვინს მხოლოდ უგუნურები მიელტვიან. უგუნურებს გვირგვინის ბრჭყვიალი აბრმავებთ, გვირგვინის სიმძიმე კი არ უწყიან. ვინც გვირგვინს იდგამს, იგი თავის თავისა აღარ არის”.
ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობიდან – „ზღაპარი ხელმწიფის პატარა ქალისა და მწყემსი ბიჭისა”
„ყველა თავის ჭეშმარიტებას აღიარებს, ყველა თავის ჭეშმარიტებას ემონება, ყველა თავის ჭეშმარიტებას ეწირება”.
ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობიდან – „მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება”
„ყველა” მთლად ზუსტად არასდროს უდრის ყველას”.
ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობიდან – „ჭოლა”
„მთავარია რამე შექმნა და ასაკს რა ჭკუა აქვს!”
ამონარიდები ჟოზე სარამაგუს უკანასკნელი რომანიდან – „კაენი”
„ჭეშმარიტად სავალალოა იმ ადამიანების ბედი, რომლებსაც ცხოვრების მიზნად მხოლოდ შთამომავლობის წარმოქმნა დაუსახავთ და არ კი იციან, რატომ და რისთვის”.
ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობიდან – „ბიძაჩემი იონა”
„შეცდომა, რომელსაც შეუძლია შემდგომ ზრდას შეუწყოს ხელი, საშიში არაა”.
ამონარიდები გრიგოლ ჩიქოვანის რომანიდან – „თებერვალი დადგაო…”
„ქართველებს ერთი დიდი ნაკლი გვაქვს – ხასიათისა და გულის სიჩვილე. თვითონ გულკეთილებს სხვაც გულკეთილი გვგონია”.
ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…
„თუ არა გჯერა იმისი, რასაც აკეთებ, წყლის ნაყვაა ყველაფერი”. – (უფანდუროდ ნამღერი)
ამონარიდები გრიგოლ ჩიქოვანის რომანიდან – „თებერვალი დადგაო…”
„ – ვინც მალე ჭრის, დიდხანს ნანობს”.
ამონარიდი ვაჟა-ფშაველას მოთხრობიდან – „უძმოს-ძმა”
„ – საკვირველი ვიყავ, საკვირველი, სხვების საქმეში დაღალული, რაც მე ქვეყნის მუშაში დავღალულვარ, სხვის საქმე მიკეთებია, იმის ნახევარი რო თავის სახლისათვის მერგო, ჩემზე წინ კაცი არ იქნებოდა.