Category Archives: ლიტერატურა

ამონარიდები ოტია იოსელიანის რომანიდან – „ქალი გამოვიდა საღალატოდ”

„ჩემი სახლი – ჩემი ციხე-სიმაგრეაო”. ამიტომაა ადამიანი მთელი არსებით, ჯახირით, ჭაპანწყვეტით ამ სიმაგრეს აგებს და საუბედუროდ მოკვდავთა დიდი ნაწილი მხოლოდ ამ „ციხეს” აშენებს.

ამონარიდები ლევან გოთუას რომანიდან – „გმირთა ვარამი”

„შხამისა და ბოროტების თესლმა ხშირად რამდენიმე შავ-მოსავალი იცის… ერთხელ მაშინვე, მერმე კი ბოროტის ნათესი და ნაგესლი საბოლოოდ რომ გამოჩნდება და გამომწიფდება…”

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ – ესეც იცოდეთ – მხოლოდ ზნემაღალნი, დიდსულოვანნი უძლებენ დრო-ჟამის ვარამს… არ იმღვრევიან, არ მწარდებიან, არ კნინდებიან!” – ლევან გოთუა (გმირთა ვარამი)

ამონარიდი ვაჟა ჩორდელის მოთხრობიდან – „სიკვდილი ასტიონს ეძებს”

„ძაღლი სლუკუნებდა და სლუკუნებდა…

- ეტყობა, სადღაციდან მოხვდა ამ სოფელში, კარი არავინ გაუღო, არავინ შეიფარა, არავინ უმასპინძლა უტყვ სტუმარს. ის კი არა და, ძაღლებიც დაუქსევიათ სეირის საყურებლად.

ამონარიდები ლევან გოთუას რომანიდან – „გმირთა ვარამი”

„რაც უფრო მცირეა ერი, მით უფრო დიდია მისი შეგნებული შვილის დარდი! მოვალეობაც!”

ამონარიდები ჟოზე სარამაგუს რომანიდან – „სიბრმავე”

„არის რაღაც, რაც ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია”.

ამონარიდები მიგელ დე სერვანტეს საავედრას უკვდავი რომანიდან – „დონ კიხოტი”

„ანდაზა ბრძანებს: რაც უფრო სასარგებლოა გამცემლობა, მით უფრო საზიზღარია გამცემიო”.

ამონარიდები თენგიზ გოგოლაძის რომანიდან – „კაცი კაცითა”

„ცხოვრება დიდი და ამღვრეული მდინარეა, ადამიანი – ზედ ატივტივებული პატარა ნაფოტი”.

ამონარიდები აკაკი მუხურაძის რომანიდან – „გამჭირვალე ნიღბები”

„ – მაგას ჰქვია სამართალი? – ხმალივით იქნევდა ხელს ბათუ, – ვიღაც აფერისტმა მამა-პაპური კარ-მიდამო წაგართვას და სამართალმა ტაში დაუკრას?

- სწორედ მაგაშია სამართლის ძალა! – ამტკიცებდა კაპიტონი.

ამონარიდები აკაკი მუხურაძის რომანიდან – „გამჭირვალე ნიღბები”

„ – სიყვარული იცი, რა არი? გოგრიდან, რაც შიგა გაქვს, ყველაფერს რომ გამოიბერტყამ, ჯიგარს რომ ამაიცლი,