Category Archives: ლიტერატურა
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„რაც არ უნდა მოხდეს ადამიანში, ის მაინც ძალუმად ებღაუჭება სიცოცხლეს, მის შესანარჩუნებლად ათასგვარ გზებსა და ხერხებს ეძებს; სხეულის დათმობა უფრო უჭირს, რადგან სულიერი ცხოვრების გემო და მადლი ვერ შეუგრძვნია”. – გიორგი სიჭინავა (აღათია)
ამონარიდები გიორგი სიჭინავას რომანიდან – „გვირილების მინდორი”
„არავინ შეგრჩება ძმად და მეგობრად, თუკი ყველას ყურში უჩიჩინე მართალი სიტყვა”.
ამონარიდები გიორგი სიჭინავას მოთხრობებიდან…
„არის ცხოვრებაში ისეთი რამეები, რომლებიც შენ არ გეხება. იმათ ისე უნდა აუარო გვერდი, თითქოსდა არც გინახავს. ბევრი რამ უნდა გამოტოვო, ხან ყრუ უნდა იყო, ხანაც – ბრმა”. – (აღათია)
ამონარიდები რამაზ კობიძის მოთხრობებიდან…
„ხალხს რა ღუპავს? ის, რომ თავი ყველას ძალიან ჭკვიანი ჰგონია. ის კი არ იციან, რომ როცა ღმერთმა ხალხი გააჩინა, ჭკუა – ნამდვილი ჭკუა, – ათასში, ათი ათასში ერთს ჩაუდო”. – (მიბრიდინე!)
ამონარიდები ლევან გოთუას მოთხრობიდან – „ნისლი ნახატარის ტყეში”
„გულწრფელობა ხშირად ზედმეტს ათქმევინებს ადამიანს!”
ამონარიდები ჯემალ ჯაყელის რომანიდან – „აღმართი მარადიული მშვენიერებისა”
„არ დაივიწყო, რაკი მიწაზე ცხოვრობ, უნდა იცხოვრო მიწიერი კანონებით.
ამონარიდი თეიმურაზ ლანჩავას მოთხრობიდან – „სევდა”
„ – ღიღინი, პატივცემულო გრიგოლ, სიმღერა არაა და მითუმეტეს, ჩაგუდული ღიღინი. იგი შინაგანი სევდის, ან კიდევ, სიხარულის გამოხატულებაა, ამოოხრებას, ამოფრქვევას უფრო ნიშნავს და საერთოდ…
ამონარიდები თეიმურაზ ლანჩავას მოთხრობებიდან…
„დიდი კაცები და დიდი ხეები საოცრად ჰგვანან ერთმანეთს, სხვას პატრონობენ, საკუთარ თავს კი ვერ შველიან”. – (ზამთრის თეთრი მერცხლები)
ამონარიდები ოტია იოსელიანის ლიტერატურული ქმნილებიდან -„ მუხლზე დაწერილი ბარათები”
„ხალხს ცუდი დღეს რომ დაუმალო. ხვალ მაინც ეცოდინება, ავი გულში რომ ჩაიდო და იფიქრო, გუნებაში რა მიდევს, ვინ რა იცისო, ავ ფიქრს ავი საქმე მოჰყვება, და საქმე ავი კი არა, კარგი არ იმალება”.