Category Archives: გამოგონება
მარგარინის წარმოშობის ისტორია…
მარგარინი – წარმოადგენს კარაქის მსგავს საკვებ ცხიმეულს,რომელიც მზადდება სხვადასხვა სახეობის მოდიფიცირებული ცხოველური ცხიმისა და მცენარეული ზეთის ერთმანეთში შერევის შედეგად.სახელწოდება - მარგარინი,ხმარებაში 1813 წლიდან შემოვიდა.სწორედ ამ წელს აღმოაჩინა გამოჩენილმა ფრანგმა ქიმიკოსმა და ორგანული ქიმიის სამეცნიერო ანალიზის მეთოდის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა – მიშელ ეჟენ შევრიოლმა (1786-1889 წლები) – “მარგარინის მჟავა”.
“საფეხბურთო ბუცების” გამოგონების ისტორიიდან…
“საფეხბურთო ბუცი” – წარმოადგენს მისი უდიდებულესობა – “ფეხბურთის” თამაშისათვის აუცილებელ სპეციალურ ფეხსაცმელს (ძირითადად ტყავის),რომლის უმთავრესი განმასხავებელი ნიშანი სხვა ჩვეულებრივი სპორტული ფეხსაცმელისაგან არის მის ძირზე განთავსებული სხვადასხვა ფორმისა და რაოდენობის შიპები.
ფილიპ ჰენრი გოსე – (აკვარიუმის გამომგონებელი)
ფილიპ ჰენრი გოსე – დაიბადა 1810 წლის 6 აპრილს ინგლისში მდებარე ვუსტერშირის საგრაფოს ქალაქ ვუსტერში.იგი წარმოადგენდა ცნობილ ინგლისელ ნატურალისტსა და ბუნებისმეტყველების პოპულარიზატორს,რომლის სახელთანაც ასოცირდება თანამედროვე აკვარიუმის გამოგონება.
არქიტას ტარენტინელის შესახებ…
არქიტას ტარენტინელი (ძვ.წ.აღ-ით 428-347 წლები) – წარმოადგენდა დიდ ძველბერძენ ფილოსოფოს-პითაგორელს,მექანიკის ფუძემდებელს,მათემატიკოსს,მხედართმთავრასა და სახელმწიფო მოღვაწეს.
ჰაიმან ლ. ლიპმანი – (საშლელიანი ფანქრის გამომგონებელი)
1858 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მაცხოვრებელმა პენსილვანიის შტატიდან - ჰაიმან ლ. ლიპმანმა (1817-1893 წლები),გამოიგონა იმ პერიოდისათვის სრულიად ახალი სახეობა ფანქრისა.
“კონდიციონერის” გამოგონების ისტორიიდან…
1735 წელს ინგლისის პარლამენტში,ისტორიაში პირველად დამონტაჟებული იქნა მექანიკური მოწყობილობა,რომელიც მოძრაობაში ორთქლის ძრავას მოჰყავდა.ამ მოწყობილობას იმთავითვე - ”ვენტილატორი” უწოდეს. 1810 წელს ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში სამეცნიერო გათვლებისათვის დაამონტაჟეს სავინტილაციო სისტემა.
ჯონ ლოგი ბერდის ბიოგრაფიიდან…
ჯონ ლოგი ბერდი (1888-1946 წლები) – გახლდათ ის დიდი შოტლანდიელი ინჟინერი,რომელმაც საკუთარი სახელი უკვდავყო,როგორც უდიდესმა გამომგონებელმა და ისეთი ინოვაციის დამნერგმა მსოფლიოში,რასაც – მექანიკური სატელევიზიო სისტემის შექმნა ჰქვია.
“პირველი ტურისტული კომპანიის დამაარსებელი”
მსოფლიო ისტორიაში პირველი “ტურისტული კომპანიის” დამაარსებელი გახლავთ ცნობილი ინგლისელი მეწარმე და ბიზნესმენი - თომას კუკი (1808-1892 წლები).
პირველი “ღია საფოსტო ბარათის” დასაბამი…
პირველი ღია ტექსტით დაწერილ საფოსტო ბარათს (კონვერტის გარეშე), რეკომენდაცია 1865 წლის 30 ნოემბერს გერმანელმა – ჰენრიხ ფონ შტეფანმა გაუწია.იგი იმ პერიოდისათვის ჩრდილოგერმანული საფოსტო კავშირის გენერალური დირექტორი გახლდათ.
“შუა პალეოლითის ხანის გამოგონებები”
“ფლეიტა” – წარმოადგენს ისტორიაში ერთ-ერთ პირველ და ფართოდ გავრცელებულ სასულე მუსიკალურ საკრავს,რომლის ძვლისაგან დამზადებული უძველესი ნიმუში აღმოჩენილ იქნა გერმანიაში.