Category Archives: საინტერესო ფაქტები
ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი – „ეპიზოდი”
„არისტოკრატი, განკვეთილი თავის მსგავსთაგან”. – ასე მოიხსენიებდა საკუთარ თავს გენიალური ფრანგი პოსტიმპრესიონისტი მხატვარი და გრაფიკოსი – ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი (1864-1901 წლები).
ჯეინ ოსტინი – „ეპიზოდი”
დიდმა ინგლისელმა მწერალმა ქალმა, სატირიკოსმა და ბრიტანულ ლიტერატურაში რეალიზმის წინამორბედმა – ჯეინ ოსტინმა (1775-1817 წლები) თავისი პირველი ლიტერატურული ნაწარმოები, პაროდიული კომედია, სახელწოდებით – „სიყვარული და მეგობრობა”, ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში დაწერა.
სადამ ჰუსეინი – „ეპიზოდი”
ერაყის ექს-დიქტატორი – სადამ ჰუსეინი (1937-2006 წლები), რომელიც შემდგომში სიკვდილით იქნა დასჯილი, გემრიელი კერძების დიდი მოყვარული კი იყო, თუმცა დასავლური ქვეყნების ეროვნული კერძებით დანაყრებაზე მაინც კატეგორიულად აცხადებდა უარს ყოველთვის.
ერნან კორტესი – „ეპიზოდი”
სიკვდილით დასჯის წინ აცტეკთა იმპერიის უკანასკნელ უზენაეს მმართველს – კუაუტემოკს, თავისი ქვეყნის დამპყრობლისა და გამანადგურებლის, საყოველთაოდ ცნობილი ესპანელი კონკისკადორისათვის – ერნან კორტესისათვის (1485-1547 წლები) ერთგვარად უწინასწარმეტყველებია – „შენ ამისათვის ღმერთი უცილობლად დაგსჯისო”.
ლევ ტოლსტოი & სოფია ბერსი
ერთობ მკაცრი მორალური პრინციპების მქონე მსოფლიო ლიტერატურის რუსი კლასიკოსი – ლევ ტოლსტოი (1828-1910 წლები) რუსეთის იმპერიის განათლების პირველი მინისტრის – პეტრე ზავადოვსკის 18 წლის ასაკში მყოფ შვილთაშვილზე – სოფია ბერსზე 34 წლის ასაკში დაქორწინდა.
ალფონს მარია მუხა – „ეპიზოდი”
გამოჩენილ ჩეხ არტ-ნუვოს სტილის მიმდევარ მხატვარსა და ილუსტრატორს – ალფონს მარია მუხას (1860-1939 წლები) ერთი ფრიად საინტერესო თვისება ახასიათებდა:
ჟოან მირო – „ეპიზოდი”
„ჩემთვის შიმშილი გახდა შესანიშნავი წყარო ჰალუცინაციებისათვის. ხშირად, მშიერი, სკამზე ვჯდებოდი და დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი კედლებს,
პავლე ტრეტიაკოვი – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, სახელგანთქმულმა რუსმა მეწარმემ და კოლექციონერმა – პავლე ტრეტიაკოვმა ათწლეულების განმავლობაში მის მიერ დიდი რუდუნებით შექმნილი ხელოვნების გალერეა დიდსულოვნად უსახსოვრა სახელმწიფოს.
რეი ბრედბერი – „ეპიზოდი”
საყოველთოად ცნობილი რომანის – „ლოლიტას” რუსი ავტორის – ვლადიმერ ნაბოკოვის მსგავსად (იგი ყველგან მის საყვარელ მეუღლეს – ვერას დაჰყავდა ავტომანქანით), ავტომობილის მართვის მოწმობის აღებისაგან და ავტომობილის მართვისაგან შეგნებულად იკავებდა თავს დიდი ამერიკელი მწერალი – რეი დაგლას ბრედბერი (1920-2012 წლები).
შარლ პიერ ბოდლერის შესახებ…
მსოფლიო ლიტერატურის ფრანგი კლასიკოსის - შარლ პიერ ბოდლერის დაბადების დღეს (1821 წლის 9 აპრილი), მომავალი მწერლის მამა, დიდი ფრანგული რევოლუციის ერთ-ერთი მონაწილე – ჟოზეფ-ფრანსუა ბოდლერი – 62 წლის ასაკში იმყოფებოდა, ხოლო დედა – კეროლაინ დეფაიე კი – 27 წლის ასაკში.