Category Archives: საინტერესო ფაქტები

ედუარდ ბენეში – „ეპიზოდი”

მეორე მსოფლიო ომის გაჩაღების წინ, ნაცისტურმა გერმანიამ ავსტრიის მსგავსად, ჩეხოსლოვაკიის მის საზღვრებში მოქცევა განიზრახა.

სეიშუ ჰანაოკა – „ეპიზოდი”

ედოს პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი იაპონელი ქირურგი და ჩინური ბალახოვანი მედიცინის დიდებული სპეციალისტი - სეიშუ ჰანაოკა (1760-1835 წლები), ხანგრძლივი დროის განმავლობაში იკვლევდა ნარკოზისათვის საჭირო ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს.

ერნესტ რეზერფორდი – „ეპიზოდი”

„ბირთვული ფიზიკის მამად” წოდებულ ახალ ზელანდიური წარმომავლობის მქონე ინგლისელ ფიზიკოსს - ერნესტ რეზერფორდს (1871-1937 წლები) ახლობლებმა, თანამშრომლებმა და მოწაფეებმა მეტსახელად – „ნიანგი” შეურჩიეს.

შმუელ აგნონი – „ეპიზოდი”

რამდენიმე ხნის განმავლობაში ნობელიანტმა ებრაელმა მწერალმა – შმუელ აგნონიმ (1887-1970 წლები) იერუსალიმის ერთ-ერთ უმშვენიერეს უბანში – რეხავიაში იცხოვრა.

ბლეზ პასკალი – „ეპიზოდი”

„ფრანგ არქიმედედ” წოდებული – ბლეზ პასკალი (1623-1662 წლები), იმთავითვე მკაცრად იცავდა რელიგიურ პრინციპებს, რის გამოც ასკეტურ ცხოვრებას ანიჭებდა უპირატესობას.

ფრიდრიხ შილერი – „ეპიზოდი”

„ის, ნამდვილი ადამიანიაო”, – ხშირად შენიშნავდა „ვერტერის ვნებანი”-ს ავტორი – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე გენიალური გერმანელი პოეტის – ფრიდრიხ შილერის (1759-1805 წლები) შესახებ.

ალექსანდრე VI – „ეპიზოდი”

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, თუ რაოდენ აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა რომის რიგით 214-ე პაპი – ალექსანდრე VI (11431-1503 წლები). სოდომიის ცოდვებში დაძირული ბორჯიების საგვარეულოს წარმომადგენელი პონტიფიკოსის დაუოკებელმა ბოროტმოქმედებებმა, ვერაგობამ და გარყვნილებამ თვით მრავლისმნახველი „ბებერი ევროპაც” კი გააოგნა.

ფრედერიკ შოპენი – „ეპიზოდი”

სულ რაღაც 39 წლის ასაკში გარდაცვლილ გენიალურ პოლონელ კომპოზიტორსა და პიანისტს – ფრედერიკ შოპენს (1810-1849 წლები) ფილტვების დაავადების გარდა (რამაც იგი საბოლოო ჯამში, იმსხვერპლა კიდეც), ეპილეფსიის ერთ-ერთი ურთულესი ფორმაც სტანჯავდა.

იულიუს III – „ეპიზოდი”

რამდენიმე ისტორიული წყარო გვამცნობს, რომ რომის კათოლიკური ეკლესიის რიგით 221-ე საჭეთმპყრობელი - იულიუს III (1487-1555 წლები), არა მხოლოდ დიდი გურმანი, არამედ გაუმაძღრობით გამორჩეული პიროვნებაც გახლდათო.

ედგარ ალან პო – „ეპიზოდი”

გენიალურ ამერიკელ მწერალს, ესეისტსა და პოეტს – ედგარ ალან პოს (1809-1849 წლები), თავისი მოშურნეები ხშირად დასცინოდნენ ალკოჰოლური სასმელებისადმი ტრფიალის გამო.