Category Archives: საინტერესო ფაქტები
ნიკოლოზ ნეკრასოვის შესახებ…
„არც ერთ სახელოვან რუს პოეტს არ დაუწერია იმდენი ცუდი ლექსი შეუდარებლად გენიალურ ქმნილებებთან ერთად, რამდენიც ნეკრასოვსო”, – ერთ ხმაში ამტკიცებდნენ დიდი რუსი პოეტისა და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსად აღიარებული – ნიკოლოზ ნეკრასოვის (1821-1877 წლები) შესახებ კრიტიკოსები.
კონფუცის დამოკიდებულება ლაო-ძისადმი
ჩინური ისტორიოგრაფიის მამად წოდებული – სიმა ციანის მიერ დაწერილი გრანდიოზული ნაშრომი – „შიჯი”, იგივე – „ისტორიული ჩანაწერები” გვამცნობს, რომ ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეებში მოღვაწე ერთ-ერთ უდიდეს ჩინელ ფილოსოფოსს – ლაო-ძის, რომელიც უკვე ხანდაზმულ ასაკში იმყოფებოდა (ერთი ვესრიის თანახმად, ლაო-ძი 160 წლის ასაკში გარდაიცვალა),
ვალენტინა ვლადიმიროვა – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, გამოჩენილი რუსი მწერლის – გავრილ ტროეპოლსკის მიერ დაწერილი თხზულების მიხედვით 1977 წელს გადაღებულ ყველასათვის საყვარელ კინოფილმში – „შავყურა თეთრი ბიმი”, ერთ-ერთი გმირის სახე, კერძოდ კი ბიმიზე გადამტერებული „ბოროტი მეზობელი ქალის” როლი რუსმა მსახიობმა ქალმა – ვალენტინა ვლადიმიროვამ (1927-1994 წლები) განასახიერა.
ჟორჟ სანდის შესახებ…
„დონ-ჟუანი კაბაში”. – ასე მრავლისმეტყველად მოიხსენიებდნენ თავდაპირველად დიდ ფრანგ მწერალ ქალსა და ფემინისტს – ამანდინ ორორ ლიუსილ დიუპენს (1804-1876 წლები) მისი არაკეთილმოსურნეები.
რა გახდა დუელის მიზეზი?
მას შემდეგ, რაც ნობელიანტი რუსი მწერლის – ვლადიმერ ნაბოკოვის მამამ, ცნობილმა იურისტმა – ვლადიმერ ნაბოკოვმა „უფროსმა” (1869-1922 წლები) ცოლად შეირთო ოქროსმომპოვებელი მაღაროს მფლობელის ძალიან მდიდარი ქალიშვილი (ანუ, სახელოვანი მწერლის დედა) – ელენა რუკავიშნიკოვა,
რატომ და როგორ სჯიდნენ სიამელი გლეხები ამინდის განმგებელ ღვთაებას?
იმისათვის, რომ სასურველი ამინდის მოყვანაში როგორმე შეეწყოთ ხელი, იაპონელ და ჩინელ გლეხთა მსგავსად, უძველესი ეპოქებიდანვე გაუგონარ მეთოდს მიმართავდა ტაილანდში მაცხოვრებელი სიამელი გლეხებიც.
პეტრე I-ის ერთი უცნაური განკარგულება
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, რუსეთის იმპერიის რეფორმატორმა მმართველმა – პეტრე I დიდმა (1672-1725 წლები) ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გამოუცხადა დაუნდობელი ბრძოლა მოსახლეობაში მყარად ფესვ გადგმულ ალკოჰოლიზმს.
ატლანტიკის ოკეანის ერთი უცნაური ფენომენი
რამდენიმე ხნის წინ ოკეანოგრაფებმა, მათდა გასაკვირად, ატლანტიკის ოკეანის ფსკერზე, კერძოდ კი, ოკეანის იმ რეგიონში, სადაც ჰიდროთერმული წყაროების გამოისობით განსაკუთრებით მაღალია წყლის ტემპერატურა, აღმოაჩინეს კრევეტებად წოდებული ზღვის პატარა კიბოების ცოცხალი ეგზემპლარები.
ეტიუდი ავსტრალიის ისტორიიდან…
მას შემდეგ, რაც 1770 წელს ბრიტანელებმა პირველად აღმოაჩინეს ავსტრალია, დიდი ბრიტანეთის სამეფო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ტერიტორიიდან ახლად აღმოჩენილ ავსტრალიის კონტინენტზე გადაეყვანა პატიმრები.
ვოლტერი – „ეპიზოდი”
„ბებერ ფრიცად” წოდებული პრუსიის სახელგანთქმული მეფე – ფრიდრიხ II დიდი ჯერ კიდევ ტახტის მემკვიდრე იყო, როდესაც იგი მიმოწერას აწარმოებდა გენიალურ ფრანგ განმანათლებელთან და ფილოსოფოსთან – ფრანსუა მარი არუესთან (1694-1778 წლები), იგივე – ვოლტერთან.