Category Archives: საინტერესო ფაქტები

„პატიოსნების კანონები” – (ეპიზოდი)

XVI საუკუნის პირველ ნახევარში ესპანელების მიერ იტალიაში შეტანილი იქნა ეგრეთ წოდებული – „პატიოსნების კანონები”,რომლებიც ფართოდ იქნა გავრცელებული და დამკვიდრებული ადგილობრივ მოსახლეობაში.

რა იყო ნამდვილი მიზეზი ალექსანდრე პუშკინის ტრაგიკული აღსასრულისა?

1830 წლის 18 თებერვალს გენიალური რუსი პოეტი - ალექსანდრე პუშკინი (1799-1837 წლები) სასახლის არისტოკრატიის სალონებით გატაცებულ ულამაზეს გოგონაზე - ნატალია გონჩაროვაზე (1812-1863 წლები) დაქორწინდა.

ჯეკ ლონდონი – „ეპიზოდი”

დიდი ამერიკელი მწერალი – ჯეკ ლონდონი (1876-1916 წლები),რომელიც მოხეტიალე ირლანდიელმა მამამ ჯერ კიდევ დაბადებამდე მიატოვა და არც შემდგომში უცვნია იგი თავის შვილად,უკიდურეს სიდუხჭირეში აღიზარდა.

იბერები – „ეპიზოდი”

ძვ.წ.აღ-ით III – ახ.წ.აღ-ით VI საუკუნეებში აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ადრეფეოდალური მონარქიული სახელმწიფოს – იბერიის სამეფოსა და მისი მაცხოვრებლების ზნე-ჩვეულებების შესახებ ეჭვმიუტანელი ცნობების გადმოცემით განსაკუთრებით ბერძნული მწერლობა გამოირჩეოდა.

რა პასუხი გასცა ავაზაკმა არაბეთის ხალიფატის მბრძანებელ ალ-მანსურს?

აბასიანთა დინასტიის ხალიფამ – აბუ ჯაფარ აბდ ალ-ლაჰ იბნ-მუჰამად ალ-მანსურმა (705-775 წლები),რომლის სახელთანაც ასოცირდება თანამედროვე ერაყის დედაქალაქის – ბაღდადის დაარსება,ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარე ძებნის შედეგად,როგორც იქნა ტყვედ ჩაიგდო იმ პერიოდისათვის საყოველთაოდ ცნობილი არაბი ავაზაკი – იბნ ემინი,რომელიც შიშის ზარს სცემდა ხალიფატის მოსახლეობას.

სტენდალი – „ეპიზოდი”

მოიპოვება ცნობები იმის შესახებ,რომ „მომავლის მწერლად” წოდებულ გენიალურ ფრანგ მწერალსა და ფსიქოლოგიური ჟანრის რომანის ერთ-ერთ ფუძემდებელს – ანრი მარი ბეილის (1783-1842 წლები),იგივე – სტენდალს,ეგრეთ წოდებული – „ოიდიპოსის კომპლექსი” სტანჯავდა

დავით კლდიაშვილი – „ეპიზოდი”

როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ქართული კლასიკური მხატვრული პროზის ერთ-ერთი უდიდესი ოსტატი – დავით კლდიაშვილი (1862-1931 წლები),მხურვალედ ექომაგებოდა უკუღმართი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი წყობილების მიერ ულმობლად გათელილსა და აბუჩად აგდებულ ადამიანობას,

ვერიკო ანჯაფარიძის მოგონებებიდან…

„ღამეა… საავადმყოფოში ვწევარ. ჩემს პალატაში ყველას სძინავს. შემოდის მორიგე ექიმი. ვეკითხები: „როგორ არის მარჯანიშვილი?” მძიმე ოპერაციის შემდეგ ისიც ამავე საავადმყოფოში წევს. „სწუხს, შფოთავს, ტკივილები აწუხებს”.

რა სახელი უწოდა მაქსიმ გორკიმ ნიუ-იორკს?

1906 წელს სახელგანთქმული რუსი მწერალი,პროზაიკოსი და დრამატურგი – მაქსიმ გორკი (1868-1936 წლები) ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია,რა დროსაც სხვა უამრავ ქალაქთან ერთად ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი მეგაპოლისი – ნიუ-იორკიც მოინახულა.

მდინარე ტემზა – „ეპიზოდი”

დიდი ბრიტანეთის სამხრეთ ნაწილში განთავსებული საყოველთაოდ ცნობილი მდინარე – ტემზა,რომელიც თანამედროვე პერიოდში იმდენად დაბინძურებულია,რომ მყვინთავებს მის ფსკერზე საკუთარი ხელის დანახვაც კი უჭირთ,სულ რაღაც სამასიოდე წლის წინ ერთობ გამჭირვალე და სუფთა ყოფილა.