Category Archives: საინტერესო ფაქტები

რა ფასად გაიყიდა ლევ ტოლსტოის ლიტერატურული მემკვიდრეობა?

გენიალური რუსი მწერლისა და მოაზროვნის – ლევ ტოლსტოის (1828-1910 წლები) გარდაცვალების შემდგომ,მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის შესყიდვის უფლების მოპოვებისათვის ბრძოლაში ორი გიგანტური რუსული გამომცემლობა – „ივანე დიმიტრის ძე სიტინის ამხანაგობა” და „ადოლფ თედორეს ძე მარქსის ამხანაგობა” ჩაერთო.

ფრიდრიხ II დიდი – „ეპიზოდი”

„თუ გსურთ გაზეთი საინტერესო იყოს,იგი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაემორჩილოს და დაექვემდებაროს არავის ბრძანებას”. – თავის დროზე ბრძანა ჰოენცოლერნების დინასტიის წარმომადგენელმა პრუსიის მონარქმა – ფრიდრიხ II დიდმა (1712-1786 წლები).

პოლ სეზანი – „ეპიზოდი”

„ყოველთვის,როდესაც იგი რომელიმე თავის მეგობარს ხატავს,ასე გგონია,თითქოს შურს იძიებს რომელიღაც ფარული შეურაცხყოფისათვისო”, – წერდა დიდი ფრანგი მწერალი – ემილ ზოლა გენიალური ფრანგი მხატვრის - პოლ სეზანის (1839-1906 წლები) შესახებ.

ელ გრეკო – „ეპიზოდი”

https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4b/Julije_Klovic_2.jpg/1280px-Julije_Klovic_2.jpgამბობენ,ხელოვანს სიმდიდრე არ შეეფერებაო.ამ ქვეყნად უცხოვრიათ ისეთ ხელოვანებს,რომელთაც ნებსით თუ უნებლიეთ მანსარდებში,უკიდურეს სიღატაკეში გაულევიათ თავიანთი ცხოვრების დღენი,თუმცა ყოფილან ისეთებიც…

პიერ ოგიუსტ რენუარი – „ეპიზოდი”

„მე ისე ვიქცევი,როგორც მდინარეში გადასროლილი და დინებით წაღებული საცობი.ისე ვხატავ,როგორც ღმერთი მახატვინებსო”, – წერდა გენიალური ფრანგი მხატვარი,გრაფიკოსი და სკულპტორი - პიერ ოგიუსტ რენუარი (1841-1919 წლები).

იგნატიუს ლოიოლა – „ეპიზოდი”

კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილ იეზუიტთა ორდენის ბასკ ფუძემდებელს - იგნატიუს ლოიოლას (1491-1556 წლები) ახალგაზრდობაში თავისი გარეგნობით ერთობ მოჰქონდა თავი და იმ დროინდელი კეთილშობილი ყმაწვილი კაცის ცხოვრებასაც ერთობ აქტიურად ეწეოდა.

მონუმენტი – „დედა-სამშობლო გვიხმობს!” – (ეპიზოდი)

სტალინგრადის სისხლისმღვრელ ბრძოლაში გმირულად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი გრანდიოზული მემორიალური კომპლექსის – „დედა-სამშობლო გვიხმობს!” აგების პროცესი თანამედროვე ვოლგოგრადში არსებულ მამაევის ყორღანის ტერიტორიაზე,სადაც 35 000 ჯარისკაცი განისვენებს, 1957 წელს დაიწყო საბჭოთა ხელისუფლებამ.

თეთრი სპილო – „ეპიზოდი”

ბუდისტურ რელიგიაში,ხმელეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძუძუმწოვარი ცხოველი – სპილო,მტრედის მსგავსად – „მშვიდობის სიმბოლოდ” მიიჩნევა.ინდუსები თავიანთი სიბრძნის ღმერთს – განეშას სულაც სპილოს თავით გამოსახავენ.

ოსკარ კლოდ მონე – „ეპიზოდი”

ფრანგული იმპრესიონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი გენიალური ფრანგი მხატვარი - ოსკარ კლოდ მონე (1840-1926 წლები) მარტოობის მოყვარული ხელოვანი გახლდათ და ყოველთვის გაურბოდა მაღალი წრის საზოგადოებას.

უილიამ სომერსეტ მოემი – „ეპიზოდი”

დიდი ინგლისელი მწერლისა და დრამატურგის - უილიამ სომერსეტ მოემის (1874-1965 წლები) მამა,პროფესიით იურისტი – რობერტ ორმონდ მოემი (1823-1884 წლები) თავის მეუღლეზე – ედიტ მერი სნელზე (1840-1884 წლები) 17 წლით უფროსი იყო.