Category Archives: საინტერესო ფაქტები

„ანგკორ-ვატი” – (ეპიზოდი)

ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო და ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად,კამბოჯაში არსებული მსოფლიოს უდიდესი საკულტო ნაგებობის – „ანგკორ-ვატის ხუროთმოძღვრული კომპლექსის” არსებობის შესახებ ინფორმაცია ევროპელებს პირველად სახელოვანმა ფრანგმა ბუნებისმეტყველმა და მოგზაურმა - ანრი მუიომ (1826-1861 წლები) ამცნო.

რამ გააკვირვა ეკატერინე მედიჩის მოძღვარი?

მას შემდეგ,რაც 1533 წელს, 14 ასაკში მყოფი ეკატერინე მედიჩი საფრანგეთის პრინცზე – ანრი II დე ვალუაზე დაქორწინდა,სამეფო სასახლეში საცხოვრებლად გადასულმა საფრანგეთის მომავალმა დესპოტმა დედოფალმა შესანიშნავ ბიბლიოთეკასა და სხვა უამრავ ძვირფას ნივთთან ერთად შხამების დიდი კოლექციაც თან იახლა.

ზიგმუნდ ფროიდის შესახებ…

დიახ, დიახ, სრული თორმეტი წლის განმავლობაში იყო დამოკიდებული კოკაინზე ფსიქოანალიზის გენიალური ავსტრიელი ფუძემდებელი – ზიგმუნდ ფროიდი (1856-1939 წლები).ის ფროიდი,რომელიც პირველ მოაზროვნედ იქცა ისტორიაში,ვინაც საკუთარი გამოცდილების ხარჯზე დაიწყო შესწავლა,რა ზეგავლენის მოხდენა შეეძლო ნარკოტიკს ადამიანის ფსიქიკაზე.

ადელაინ ვირჯინია ვულფის შესახებ…

დიდი ინგლისელი მწერალი ქალის – ადელაინ ვირჯინია ვულფის (1882-1941 წლები) მამა – სერ ლესლი სტივენი (1832-1904 წლები) არა მხოლოდ თავდაჯერებულობით გამორჩეული კაცი იყო,არამედ ერთობ პრინციპული და ჭეშმარიტი ვიქტორიანელიც გახლდათ.

კონდრატე თათარაშვილი – „ეპიზოდი”

უცხოეთში ხანგრძლივი იძულებითი ყოფნის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ „უიარაღოდ” წოდებულ „მამლუქის” ავტორს - კონდრატე თათარაშვილს (1872-1929 წლები) „ლაღიძის წყლებთან” დიდი ხნის უნახავი მეგობარი,სახელოვანი ქართველი მწერალი – დავით კასრაძე შემოხვდა.მონატრებული ძმები ერთმანეთს ჩაეხვივნენ.გამვლელები ჩერდებოდნენ ქუჩაში.

უცნობი ფაქტები რობერტ ლუის სტივენსონის ბავშვობიდან…

შუქურების მშენებელი მდიდარი ინჟინრის – ტომაზ სტივენსონის ერთადერთი ვაჟი – რობერტ ლუის სტივენსონი (1850-1894 წლები),რომელიც მოგვიანებით ინგლისური ნეორომანტიზმის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენელ მწერლად ჩამოყალიბდა,პატარაობიდანვე სუსტი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა.

თომას ჰობსის შესახებ…

გენიალური ინგლისელი ფილოსოფოსი – თომას ჰობსი (1588-1679 წლები),რომელიც ქვეყნიერებას დედის ნაადრევი მშობიარობის შედეგადაც მოევლინა (ქალს მშობიარობა დაუჩქარა შიშმა,რომელიც გამოიწვია ინფორმაციამ ინგლისის სანაპიროებთან ესპანური არმადის გამოჩენის შესახებ),მოგვიანებით აღნიშნული მოვლენის შესახებ ერთობ მრავლისმეტყველად წერდა – „ჩემმა დედამ ტყუპები გვშობა: მე და შიშიო”.

რა პირობებში აღიზარდა რობერტ ბერნსი?

შოტლანდიის ეროვნულ პოეტად აღიარებული - რობერტ ბერნსი (1759-1796 წლები) უკიდურეს სიღარიბეში აღიზარდა.

სტენდალი – „ეპიზოდი”

ილუზიებისა და წარმოსახვების ტყვეობაში მყოფი გენიალური ფრანგი მწერალი – ანრი მარი ბეილი (1783-1842 წლები),იგივე – სტენდალი,ხუთი წლის განმავლობაში უნუგეშოდ იყო შეყვარებული ქალზე,ვინმე – ვიქტორია მუნიეზე.

მონიალო – (ჩუქჩების ეროვნული კერძი)

ჩუკოტკის ნახევარკუნძულის მკვიდრი მოსახლეობა – ჩუქჩები,რომელთა მითოლოგიის მიხედვითაც,ისინი რჩეული ხალხია,ხოლო სხვა ჩრდილოელი ხალხები (ევენკები,კორიაკები და ასე შემდეგ) კი მათი მსახურნი,თავიანთ ეროვნულ კერძს - „მონიალო”-ს სახელწოდებით მოიხსენიებენ.