Category Archives: საინტერესო ფაქტები
ჩინური დრაკონი – „ეპიზოდი”
სხვადასხვა ხალხის უძველეს ლეგენდებსა და თქმულებებში, მითოლოგიური დრაკონი იმ საშინელ ცეცხლისმფრქვეველ და სისხლისმღვრელ ურჩხულად ჰყავდათ წარმოდგენილი, რომელიც გამუდმებული შიშისა და ტერორის ქვეშ ამყოფებდა ადამიანებს.
დანიის სამეფოს მონარქები – „ეპიზოდი”
1513 წლის 22 ივლისს დანიის სამეფო ტახტზე ავიდა ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი – კრისტიან II. მას შემდეგ, მთელი 459 წლის განმავლობაში, ანუ 1513-დან – 1972 წლამდე, დანიის სამეფო ტახტზე მხოლოდ და მხოლოდ ორი სახელის მქონე მონარქები ადიოდნენ – კრისტიანი და ფრედერიკი.
სან-ანდრეასის უცნაური დევიზი
კალიფორნიის შტატის შემადგენლობაში შემავალი კალავერასის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი – სან-ანდრეასი, ერთობ უჩვეულო და მრავლისმეტყველი დევიზით გამორჩეული ქალაქია.
ანტუან ლავუაზიე – „ეპიზოდი”
პარიზის ქუჩების ღამის განათებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საფრანგეთის მეფემ ლუი XVI დე ბურბონმა 1766 წელს თანამედროვე ქიმიის ფუძემდებელი სახელოვანი თანამემამულე - ანტუან ლავუაზიე (1743-1794 წლები) ოქროს მედლით დააჯილდოვა.
ჯორჯ ორუელი – „ეპიზოდი”
დიდი ინგლისელი მწერლის – ჯორჯ ორუელის (1903-1950 წლები) ანტიუტოპიურმა ლიტერატურულმა ქმნილებამ – „1984″, დღის სინათლე პირველად 1949 წელს იხილა.
ნაპოლეონ ბონაპარტი – „ეპიზოდი”
ცნობილი ფაქტია, რომ თითოეულ ადამიანს ძილის საკუთარი რეჟიმი გააჩნია. არიან ადამიანები, რომლებსაც ხანგრძლივი და ღრმა ძილი ახასიათებთ.
მიქელანჯელო ბუონაროტი – „ეპიზოდი”
„იმისათვის, რომ ნიჭმა შექმნას, უნდა შიმშილობდეს”. – ასეთ მოარულ თეზისს არად დაგიდევდნენ აღორძინების ხანის ფლორენციელი ხელოვანები. ამიტომაც იყო მათი უდიდესი უმრავლესობა – მდიდარი.
დედოფალი ვიქტორია – „ეპიზოდი”
„როდესაც გავიზრდები, ყოველდღე შევჭამ იმას, რაც მომესურვება!” – ეს გულწრფელი სიტყვები გაერთიანებული სამეფოს მომავალმა დედოფალმა – ვიქტორიამ (1819-1901 წლები) ბავშვობის ჟამს წარმოთქვა.
ჟოზეფინ ბოარნე – „ეპიზოდი”
ნაპოლეონ ბონაპარტის ექსცენტრიული და თავქარიანი მეუღლე – ჟოზეფინ ბოარნე (1763-1814 წლები), თავის დროზე, კარიბის ზღვაში განთავსებულ ულამაზეს კუნძულზე – მარტინიკაზე მოევლინა ქვეყნიერებას.
კალიგულა – „ეპიზოდი”
„ჩექმუკად” წოდებული რომის პირსისხლიანი იმპერატორი – კალიგულა (12-41 წლები), ერთ-ერთ საუკეთესო გასართობ საშუალებად – „გლადიატორთა ორთაბრძოლებს” მიიჩნევდა.