Category Archives: საინტერესო ფაქტები
პლოტინუსი – „ეპიზოდი”
ძველ ეგვიპტურ ქალაქ ასიუტში (ადრეული ლიკოპოლისი) ქვეყნიერებას მოვლენილი ანტიკური ხანის გენიალური რომაელი ფილოსოფოს-იდეალისტი და ნეოპლატონიზმის ფუძემდებელი – პლოტინუსი (205-270 წლები),რატომღაც არასოდეს მოუთხრობდა ვინმეს თავისი წარმომავლობის,მშობლების,ოჯახისა და სამშობლოს შესახებ.
ვოლტერის საშინელი აღსასრული
რამდენიმე წყარო ირწმუნება,რომ ჭკუაზე შეშლილმა და თვალში სინათლედაშრეტილმა ღვთისმგმობმა გერმანელმა ფილოსოფოსმა – ფრიდრიხ ნიცშემ,თავისი ცხოვრების უკანასკნელი ეტაპი რკინის გალიაში გამომწყვდეულმა გაატარა და ძაღლივით იყეფებოდაო.
ძველბერძნული საქორწინო ტრადიცია
როგორც ცნობილია,ანტიკური ხანის საბერძნეთში მამაკაცები საშუალოდ 30-35 წლის ასაკში ქორწინდებოდნენ,ხოლო მანდილოსნები კი – 15 წლის ასაკში.საინტერესოა ის გარემოება,რომ გოგონების მამები თავად არჩევდნენ სასიძოებს თავიანთი ქალიშვილებისთვის და მათი მარადიული ერთგულების ნიშნად გარკვეულ თანხასა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებსაც გადასცემდნენ მათ.
ვოლტერი – „ეპიზოდი”
XVIII საუკუნის 60-იან წლებში საფრანგეთის ერთ-ერთ საფოსტო განყოფილებაში მიტანილი იქნა წერილი,რომელსაც ფოსტის მსახურთა გასაკვირად ადრესატის სახელი,გვარი და მისამართი არ ეწერა.
შარლ ლუი დე მონტესკიეს პირადი ცხოვრების შესახებ…
1713 წელს გენიალურ ფრანგ ფილოსოფოსს,მწერალსა და მთრაგმნელს – შარლ ლუი დე მონტესკიეს (1689-1755 წლები) მამა გარდაეცვალა,რის შემდგომაც ახალგაზრდა ძმისშვილის მზრუნველობა საკუთარ თავზე მისმა უშვილძირო ბიძამ – ბარონმა დე მონტესკიემ აიღო,რომელმაც უცილობლად უნდა შევნიშნოთ,რომ უდიდესი გავლენა იქონია შარლის შემდგომ ბედსა და ზოგადად რომ ვთვათ,ცხოვრებაზეც.
გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი – „ეპიზოდი”
საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ მთელი ერთი თვის განმავლობაში ეკლესიის სარდაფში იყო დასვენებული გენიალური გერმანელი მათემატიკოსის,ფილოსოფოსისა და პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის ფუძემდებლის – გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცის (1646-1716 წლები) უზიარებელი ცხედარი.
ბარუხ (ბენედიქტ) დე სპინოზა – „ეპიზოდი”
1652 წლის ერთ დილას,ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალურმა ნიდერლანდელმა ფილოსოფოს-რაციონალისტმა და ნატურალისტმა – ბარუხ (ბენედიქტ) დე სპინოზამ (1632-1677 წლები) „ეც-ჰაიმის” რელიგიური სკოლის მოსწავლეებთან პირველად გამოხატა საჯაროდ თავისი კრიტიკული დამოკიდებულება ბიბლიისა და თალმუდის ღვთაებრივი წარმომავლობის შესახებ.
ჰერაკლიტე ეფესელის ფილოსოფიური წყევლა
მშობლიური ძველბერძნული პოლისიდან – ეფესოდან თანამოქალაქეების მიერ გაძევებული იქნა რომაული საკანონმდებლო კოლეგიის – „დეცემვირის” ერუდირებული ძველბერძენი კონსულტანტი და ფილოსოფოსი – ჰერმოდორე,რომელსაც თავის მხრივ,გენიალური ბერძენი ფილოსოფოს-მატერიალისტი – ჰერაკლიტე ეფესელი (ძვ.წ.აღ-ით 520-460 წლები) საუკეთესო თანამოქალაქედ აღიარებდა.
რისთვის იყენებდნენ ბოშები ლემას?
როგორც ცნობილია,ძაღლყურძენასებრთა ოჯახის ბალახოვანი მცენარე – ლემა,რომელიც ბუნებაში შასაძლოა ხეებისა და ბუჩქების სახითაც ვიხილოთ,დიდი რაოდენობით პიოსციმინის შემცველები,ანუ ერთობ შხამიანები არიან.
რატომ დასაჯეს სიკვდილით გამომგონებელი?
„მეცნიერებიდან უღმერთობამდე – ერთი ნაბიჯია!” – საუკუნეების განმავლობაში ასეთი შეხედულება გააჩნდათ კათოლიკური ეკლესიის მამებს და ამიტომაც იყო რიგ ევროპულ ქვეყნებში ათწლეულების მანძილზე ინკვიზიციის კოცონები აგიზგებული.