Category Archives: საინტერესო ფაქტები

ჰიპოკრატე – „ეპიზოდი”

„მედიცინის მამად” წოდებული ანტიკური ხანის მედიცინის რეფორმატორი,ექიმი და ფილოსოფოსი - ჰიპოკრატე (ძვ.წ.აღ-ით 460-370 წლები) თესალიის ხეობაში არსებულ ძველბერძნულ ქალაქ ლარისაში აღესრულა ხანდაზმულ ასაკში.

ლუკინო ვიკონტი დი მოდრონე – „ეპიზოდი”

1976 წლის 17 მარტს,იტალიის დედქალაქ რომში გარდაიცვალა საწოლს მიჯაჭვული კინოსა და თეატრის გამოჩენილი იტალიელი რეჟისორი – ლუკინო ვიკონტი დი მოდრონე.

ჰარი ჰუდინის ოჯახური იდილიის საიდუმლო

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაბადებულმა ებრაული წარმომავლობის მქონე ერთ-ერთმა უდიდესმა ამერიკელმა ილუზიონისტმა,ტრიუკების ოსტატმა და ფილანთროპმა – ჰარი ჰუდინმა (1874-1926 წლები) ასპარეზზე გამოსვლა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო,როდესაც ილუზიონისტებს – მაგებად მოიხსენიებდნენ.

სტეფანე რუდანსკის სულმაღალი თვისება

გამოჩენილი უკრაინელი პოეტი და მთარგმნელი – სტეფანე რუდანსკი (1833-1873 წლები),რომელიც პროფესიით ექიმი გახლდათ და ამ სპეციალობით იალტის ერთ-ერთ საავადმყოფოშიც მუშაობდა,ძალიან სულმაღალ და კაცთმოყვარე პიროვნებას წარმოადგენდა.

რატომ დაენგრა ოჯახი კონფუცის?!

„ბედნიერი ოჯახი – დაფუძნებულია ბედნიერ სახელმწიფოზეო”, – აცხადებდა ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსი და მოაზროვნე,კონფუციანელობის ეთიკურ-ფილოსოფიური სისტემის ფუძემდებელი – კუნგ ფუძი (ძვ.წ.აღ-ით 551-479 წლები),იგივე – კონფუცი.

სირაკუზელების მახვილგონიერი ხერხი

ანტიკური ხანის სირაკუზას გონიერმა მაცხოვრებლებმა,რომლებიც თავის მხრივ,კუნძულ სიცილიაზე ერთ-ერთი პირველი ბერძნული კოლონიის მოქალაქეებს წარმოადგენდნენ,იმისათვის,რომ იონელები სპარსეთის მეფის წინააღმდეგ აეჯანყებინათ,მათთან მაცნე აფრინეს.

პიერ ოგიუსტ რენუარის შესახებ…

იმპრესიონიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი ფრანგი მხატვრის – პიერ ოგიუსტ რენუარის (1841-1919 წლები) ბიოგრაფები ირწმუნებიან,რომ ხელოვანი ქალთა წრის დიდი მოყვარული იყო და უმეტეს შემთხვევებში თავადაც საპასუხო სიყვარულს იღებდა მათგანო.

პლატონი – „ეპიზოდი”

ძვ.წ.აღ-ით 347 წლის (შესაძლოა 348 წლის) 21 მაისს,ატიკური წელიწადის მეთერთმეტე თვეში – თარგელიონში,თავის დაბადების დღეზე ხანდაზმულ ასაკში ბუნებრივი სიკვდილით აღესრულა გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსი,სოკრატეს მოწაფე და არისტოტელეს მასწავლებელი – პლატონი.

დიოგენე სინოპელის ექსტრავაგანტული შურისძიება

როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,გენიალურმა ძველბერძენმა ფილოსოფოსმა და კინიკური სკოლის ფუძემდებელმა – დიოგენე სინოპელმა (ძვ.წ.აღ-ით 412-323 წლები),საკუთარ თავი ალექსანდრე მაკედონელთან გამართული დიალოგისას „ძაღლად” მოიხსენია.

ბლეზ პასკალი – „ეპიზოდი”

როგორც გენიალური ფრანგი მათემატიკოსის,ფილოსოფოსისა და მოაზროვნის – ბლეზ პასკალის (1623-1662 წლები) ბიოგრაფები გვამცნობენ, „ალბათობის თეორიის” ავტორი იმთავითვე ერთობ სუსტი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა.