Category Archives: საინტერესო ფაქტები
რა დატვირთვას ატარებს კენიელთათვის “უჰურუს ბაღები”?
აფრიკის კონტინენტზე განთავსებული სახელმწიფოს – კენიის რესპუბლიკის დედაქალაქ ნაირობიში არსებული “უჰურუს ბაღები” აღნიშნული ქვეყნის მოსახლეობისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი მემორიალური პარკია.
დარიჩინის შესახებ…
განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით სახელგანთქმული სანელებლის - დარიჩინის შესახებ ინფორმაცია ადამიანებისათვის უძველესი ეპოქებიდან არის ცნობილი.
ბრიუს ლი – “ეპიზოდი”
ტვინის შეშუპების შედეგად სულ რაღაც 33 წლის ასაკში გარდაცვლილი კუნგ ფუს გენიალური ჩინელი ოსტატი,მსახიობი და ფილოსოფოსი – ბრიუს ლი (1940-1973 წლები),ჩინური კალენდრის მიხედვით დრაკონის წლიწადში,დრაკონის დღესა და დრაკონის საათში დაიბადა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ მშობლები მას ბავშვობაში – “ლი სიაოლუნი”-ს,ანუ “პატარა დრაკონი”-ს მეტსახელით მოიხსენებდნენ.
დედა ტერეზა – “ეპიზოდი”
თანამედროვე მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 1910 წლის 26 აგვისტოს დაბადებული სახელოვანი ალბანელი კათოლიკე მონაზონი - აგნეს გონჯე ბოიაჯუ (1910-1997 წლები),იგივე – დედა ტერეზა,თავის დაბადების დღის “ნამდვილ” თარიღად არა 26 აგვისტოს,არამედ 27 აგვისტოს მიიჩნევდა.
ფიდელ კასტრო – “ეპიზოდი”
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,კუბის რევოლუციის ლიდერი და მთავრობის მეთაური 1956-2006 წლებში – ფიდელ ალეხანდრო კასტრო რუსი (1926-2016 წლები) მუდმივად ატარებდა ხშირ წვერს.
რა ამაზრზენ ქმედებაში სდებდნენ ბრალს მოლიერს?
1662 წლის 23 იანვარს პარიზში განთავსებულ სენ-ჟერმენ-ლ’ოქსერუას გოტიკურ ტაძარში, 40 წლის ასაკში მყოფმა გენიალურმა ფრანგმა დრამატურგმა – ჟან-ბატისტ პოლკენმა (1622-1673 წლები),იგივე – მოლიერმა,მასზე 20 წლით უმცროს მსახიობ ქალზე – არმანდა ბეჟარზე დაიწერა ჯვარი.
რეი დაგლას ბრედბერი – “ეპიზოდი”
უნიკალური მეხსიერების მქონე დიდი ამერიკელი მწერალი – რეი დაგლას ბრედბერი (1920-2012 წლები),თავისი ცხოვრების განმავლობაში არასოდეს მჯდარა ავტომობილის საჭესთან.ამის უმთავრესი მიზეზი გახლდათ ის ორი საშინელი ავარია,რომლის თვითმხილველიც იგი ბავშვობაში გახდა.
რა უპასუხა საფრანგეთის ყველაზე ცნობილმა ჯალათმა ნაპოლეონ ბონაპარტს?
სანსონების გვარის დინასტიამ საფრანგეთში იმით “გაითქვა” სახელი,რომ აღნიშნული გვარის წარმომადგენლების უმრავლესობა პროფესიით – ჯალათები იყვნენ.მათ შორის ყველაზე ცნობილ ჯალათს – შარლ ანრი სანსონი (1739-1806 წლები) წარმოადგენდა.
ტუკანოს ინდიელთა ტომის ხალხი – “ეპიზოდი”
ლინგვისტების მტკიცებით,ბრაზილიის ჩრდილო-დასავლეთსა და კოლუმბიის მომიჯნავე ულამაზესი ბუნებრივი ლანდშაფტის მქონე რაიონებში მაცხოვრებელ – ტუკანოს ინდილ ტომთა ჯგუფის ხალხი ოც სხვადასხვა ენაზე მეტყველებს.
ჯორჯ ორუელი – “ეპიზოდი”
ინდოეთის ქალაქ მოტიჰარში დაბადებული გენიალური ინგლისელი მწერალი,პუბლიცისტი და ბრწყინვალე ანტიუტოპიური რომანის – “1984″-ს ავტორი - ერიკ ართურ ბლერი (1903-1950 წლები),ფსევდონიმით – ჯორჯ ორუელი,რამდენიმე ხნის განმავლობაში (1922-1927 წლებში) ინდოეთის სამეფო პოლიციაში მუშაობდა.