Category Archives: საინტერესო ფაქტები
რა ტყუილი არ აპატიეს შარლ პეროს?
კლასიციზმის ეპოქის დიდი ფრანგი მეზღაპრე,პოეტი,მოაზროვნე და კრიტიკოსი - შარლ პერო (1628-1703 წლები) გახლდათ ავტორი სპეციალურად ბავშვებისათვის განკუთვნილი და სპეციალურად მათთვის დაწერილი პირველი წიგნისა მსოფლიოში – “დედაჩემი ბატის ზღაპრები ანუ გარდასულ დროთა დამრიგებლური ამბები და ზღაპრები”.
სტეპან ბანდერა – “ეპიზოდი”
უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი – სტეპან ბანდერა (1909-1959 წლები) ერთობ სუსტი ჯანმრთელობით გამოირჩეული ბავშვი ყოფილა.სწორედ მისი სუსტი ჯანმრთელობა გახლდათ ის უმთავრესი მიზეზი,რის გამოც ბანდერას ორჯერ ერთქვა უარი “პლასტში” გაწევრიანებაზე (უკრაინის ნაციონალური სკაუტური მოძრაობა).
მიგელ დე სერვანტეს საავედრა – “ეპიზოდი”
სმენადაქვეითებული ესპანელი იდალგოს – როდრიგო დე სერვანტესის ვაჟის – მიგელ დე სერვანტეს საავედრას (1547-1616 წლები) შესახებ გავრცელებული ერთ-ერთი ადრეული ვერსია ირწმუნებოდა,რომ ოჯახში შექმნილი გაუსაძლისი ეკონომიკური სიდუხჭირის გამო უკვდავი ლიტერატურული ქმნილების “დონ კიხოტის” ავტორი ახალგაზრდულ ასაკში იძულებული იყო სხვადასხვა სახის დანაშაულებები ჩაედინაო.
იოანე III დუკა ვატაცე – “ეპიზოდი”
ისტორიკოსთა ცნობების თანახმად,მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 1204-1261 წლებში არსებული ნიკეის იმპერიის იმპერატორი – იოანე III დუკა ვატაცე (1192-1254 წლები) გარდა შესანიშნავი სახელმწიფოებრივი აზროვნებისა,ერთობ თავმდაბალი,კეთილი და რბილი ბუნებითაც ყოფილა გამორჩეული.
მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯოს შესახებ…
XVII საუკუნის ევროპული სახვითი ხელოვნების რეფორმატორად წოდებულ გენიალურ იტალიელ მხატვარს – მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯოს (1573-1610 წლები) რიგი ბიოგრაფებისა მეტად რთული და სასტიკი ბუნების მქონე პიროვნებად ახასიათებდნენ,რასაც მის მიერ განვლილი ცხოვრების პერიპეტიებიც მოწმობენ.
ნიკოლა ტესლას რამდენიმე უცნაური თვისება
სერბული წარმომავლობის მქონე გენიალურ ამერიკელ ფიზიკოსს,ინჟინერსა და გამომგონებელს – ნიკოლა ტესლას (1856-1943 წლები),ისევე როგორც სხვა მრავალ გენიოსს,ერთობ უცნაური თვისებები ახასიათებდა.
შანდორ ზიოლდი – “ეპიზოდი”
შანდორ ზიოლდი (1913-1951 წლები) – წარმოადგენდა ექიმის სპეციალობის მქონე იმ უნგრელ პოლიტიკოსს,რომელსაც 1950-1951 წლებში უნგრეთის სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა.
ბენიტო მუსოლინი – “ეპიზოდი”
ფაშიზმის ფუძემდებელმა იტალიის დიქტატორმა მმართველმა - ბენიტო ამილკარე ანდრეა მუსოლინიმ (1883-1945 წლები), თავისი პირველი მეუღლის – იდა დალზერის მშობლებს სამჯერ სთხოვა თავიანთი ქალიშვილის ხელი, თუმცა ალკოჰოლური სასმელებისა და დებოშების მოყვარულმა სასიძომ სამივეჯერ უარი მიიღო.
ფრიდრიხ შილერი – “ეპიზოდი”
ერთი პერიოდის განმავლობაში გენიალური გერმანელი პოეტი,დრამატურგი და ფილოსოფოსი – იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ ფონ შილერი (1759-1805 წლები) იმდენად ჩაეფლო ვალებში,რომ იძულებული გახდა გაძლიერებულ შემოქმედებით წვაზე გადასულიყო.
რა არასასიამოვნო მეთოდით მზადდება “ტუნძიდანი”?
არავისთვის არ იქნება უცხო,თუ ავღნიშნავთ,რომ ძველი ჩინური ტრადიციული მედიცინა იმთავითვე უდიდესი პროგრესით ვითარდებოდა.