Category Archives: საინტერესო ფაქტები
კონდრატი რილეევი – “ეპიზოდი”
როგორც ერთ-ერთი გადმოცემა გვაუწყებს,რუსეთის იმპერიაში 1825 წელს განხორციელებული დეკაბრისტთა აჯანყების ერთ-ერთი ლიდერისა და გამოჩენილი რუსი პოეტის - კონდრატი რილეევის (1795-1826 წლები) დედას – ანასტასია ესენს ჯერ კიდევ თავისი ვაჟის პატარაობაში ჰქონია ხილვა იმის შესახებ,რომ მის სათაყვანებელ შვილს ჩამოხრჩობის შედეგად ელოდა აღსასრული.
მაქს პლანკი – “ეპიზოდი”
შუბერტის,შუმანისა და ბრამსის შემოქმედების თაყვანისმცემელი გენიალური გერმანელი ფიზიკოსი და კვანტური ფიზიკის ფუძემდებელი - მაქს პლანკი (1858-1947 წლები),გერმანიაში გამეფებული ნაცისტური რეჟიმის ზეობის პერიოდში ებრაელების მიმართ ლოიალობასა და სოლიდარობას გამოხატავდა,რის გამოც მესამე რაიხის მაღლჩინოსნების დიდ გაღიზიანებას იწვევდა.
ვინ მოუწამლა სიცოცხლე ჟორჟ ბიზეს?
რომანტიზმის მუსიკალური პერიოდის ერთ-ერთმა უდიდესმა ფრანგმა კომპოზიტორმა - ჟორჟ ბიზემ (1838-1875 წლები) ებრაული წარმომავლობის მქონე აწგარდაცვლილი თავისი მასწავლებლის – ჟაკ ფრომანტალ გალევის უმცროს ქალიშვილზე – ჟენევიევ გალევიზე 1869 წლის 3 ივნისს იქორწინა.
ანტონ ჩეხოვი – “ეპიზოდი”
1901 წლის 25 მაისს გენიალურმა რუსმა დრამატურგმა და მწერალმა – ანტონ ჩეხოვმა (1860-1904 წლები) რუს მსახიობ ქალზე – ოლგა კნიპერზე იქორწინა (ეს გახლდათ მისი ერთადერთი ქორწინება ცხოვრებაში).
ენრიკო კარუზო – „ეპიზოდი”
ერთ დღეს კარიერის ზენიტში მყოფი გენიალური იტალიელი საოპერო მომღერალი – ენრიკე კარუზო (1873-1921 წლები) ბანკში მივიდა, რათა მის სახელზე გამოწერილი ჩეკი გაენაღდებინა.
მიშელ მორგანი – “ეპიზოდი”
ფრანგული კინემატოგრაფიის ლეგენდად ქცეულმა ქალმა – მიშელ მორგანმა (1920-2016 წლები) თავისი რიგით მესამე მეუღლე,ცნობილი ფრანგი რეჟისორი მამაკაცი – ჟერარ ური (1919-2006 წლები),რომელთანაც მისი ცხოვრების უკანასკნელი 45 წელიწადი იდილიურ გარემოში თანაიცხოვრა, 1958 წელს გაიცნო.
ჰიპერინფლაცია – “ეპიზოდი”
1923 წელს გერმანია საშინელმა ჰიპერინფლაციამ მოიცვა,რის გამოც სახელმწიფო იძულებული გახდა მიმოქცევაში ეგრეთ წოდებული – ინფლაციური გერმანული ნოტგელდები ჩაეშვა.
ჯაკომო პუჩინი – “ეპიზოდი”
გენიალური იტალიელი კომპოზიტორი - ჯაკომო პუჩინი (1858-1924 წლები) ხუთი წლის ასაკში სასწავლებლად საკუთარ ბიძას,ცნობილ იტალიელ კომპოზიტორს – ფორტუნატო მაჯის მიაბარეს სასწავლებლად.
ჰენრი VII – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,პირველი ტიუდორი მეფე ინგლისის სამეფო ტახტზე და ირლანდიის ლორდი – ჰენრი VII (1457-1509 წლები),თავისი ქვეშევრდომების მიმართ ძალიან მკაცრი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.
ზოია ჩაუშესკუს შესახებ…
რუმინეთის სოციალისტური რესპუბლიკის დიქტატორის – ნიკოლაე ჩაუშესკუსა და მისი მეუღლის ელენას ქალიშვილი – ზოია ჩაუშესკუ (1949-2006 წლები) პროფესიით მათემატიკოსი გახლდათ (სპეციალობა – ფუნქციონალური ანალიზის დარგი).