Category Archives: საინტერესო ფაქტები

მიშელ ნეი – “ეპიზოდი”

XIX საუკუნეში პარიზში განთავსებულ ობსერვატორიის მოედანზე აღიმართა დიდი ფრანგი სკულპტორის – ფრანსუა რიუდის მიერ ბრინჯაოსაგან დამზადებული ნაპოლეონ ბონაპარტის არმიის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მარშლის - მიშელ ნეის (1769-1815 წლები) ქანდაკება.ქანდაკება,რომელსაც მოგვიანებით გენიალურმა ფრანგმა მოქანდაკემ – ოგიუსტ როდენმა – “პარიზის ყველაზე ლამაზი ქანდაკება უწოდა”.

ევგენი პეტროვი – “ეპიზოდი”

გამოჩენილ საბჭოთა მწერალს,სცენარისტსა და ეგზომ პოპულარული რომანის – “თორმეტი სკამის” თანაავტორს – ევგენი პეტროვს (1902-1942 წლები) ერთი ფრიად უცნაური და იშვიათი ჰობი გააჩნდა: იგი თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში საკუთარი წერილების კონვერტების კოლექციის შეგროვებით იყო დაკავებული.

რიჩარდ ნიქსონი – “ეპიზოდი”

ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 37-ე პრეზიდენტი – რიჩარდ მილჰაუს ნიქსონი (1913-1994 წლები) წარმოადგენს იმ პირველ და (ჯერჯერობით) ერთადერთ პრეზიდენტს აშშ-ის ისტორიაში,რომელმაც საკუთარი ნებით (იძულებული გახდა) დროზე ადრე შეიწყვიტა სახელმწიფოს მეთაურის ესოდენ საპასუხისმგებლო და საპატიო უფლებამოსილება და გადადგა.

ბენჯამინ დიზრაელი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პრემიერ-მინისტრს – ბენჯამინ დიზრაელს (1804-1881 წლები) ძალიან უყვარდა ფურისულასებრთა ოჯახის ულამაზესი ყვავილი – ფურისულა.

ჟან-ბატისტ რასინი – “ეპიზოდი”

XVII საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა ფრანგმა დრამატურგმა და საყოველთაოდ გახმაურებული ხუთ აქტიანი ტრაგედიის – “ანდრომაქეს” ავტორმა – ჟან-ბატისტ რასინიმ (1639-1699 წლები) საფრანგეთის მეფის – ლუი XIV-ეს მხრიდან მფარველობა და თავისი ლიტერატურული მოღვაწეობის სათანადო დაფასება მონარქის ფავორიტი ქალბატონის – მადამ დე მონტესპანის უშუალო ძალისხმევით მოიპოვა.

კარლ რაუხფუსი – “ეპიზოდი”

მას შემდგომ,რაც ერთ-ერთ პირველ რუს პედიატრსა და მედიცინის დოქტორს – კარლ რაუხფუსს (1835-1915 წლები) მომაკვდავი ბავშვის მშობლებმა ოპერაციის ჩატარების უფლება არ მისცეს,ამ მეტად მამაცმა ქირურგმა პატარას სიცოცხლის შესანარჩუნებლად მართლაც რომ მედიკოსთათვის გაუგონარი ქმედება ჩაიდინა:

მაო ძედუნი – “ეპიზოდი”

ხანდაზმულ ასაკში შესული ჩინური კომუნიზმის ფუძემდებელი,მაოიზმის მთავარი თეორიტიკოსი და ქვეყნის ხელმძღვანელი – მაო ძედუნი (1893-1976 წლები) განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა იმ მეცნიერთა და მედიკოსთა მიმართ,რომლებიც იმედოვნებდნენ (ან პირდებოდნენ),რომ შესაძლებელი იყო სიცოცხლისა და ახალგაზრდობის გახანგრძლივებისათვის საჭირო საშუალების აღმოჩენა.

ლუი პასტერი – “ეპიზოდი”

გენიალური ფრანგი მიკრობიოლოგი და ქიმიკოსი – ლუი პასტერი (1822-1895 წლები) არამარტო დიდი მეცნიერული აზროვნებით,არამედ შესანიშნავი ხატვის ნიჭითაც იყო დაჯილდოვებული.

ნენსი ფრიმან-მითფორდი – “ეპიზოდი”

ინგლისელმა მწერალმა ქალმა – ნენსი ფრიმან-მითფორდმა (1904-1973 წლები) სხვადასხვა ცნობილი პერსონების ბიოგრაფიების კვლევებითა და შემდგომ მათ შესახებ გამოქვეყნებული ბიოგრაფიული ლიტერატურული ქმნილებების დაწერით გაითქვა სახელი.

ჯოზეფ რადიარდ კიპლინგი – “ეპიზოდი”

ლონდონში ცხოვრების პერიოდში,იმ სახლის ღობეს,სადაც დიდი ინგლისელი მწერალი,პოეტი და ნოველისტი – ჯოზეფ რადიარდ კიპლინგი (1865-1936 წლები) ცხოვრობდა,ავტომობილი დაეჯახა.საბედნიეროდ,შეჯახებას მსხვერპლი არ მოჰყოლია,თუმცა-კი ავტომობილის მსგავსად დაზინებული იქნა კიპლინგის ღობეც.