Category Archives: საინტერესო ფაქტები
როგორ სჯიდა სპარტული კანონმდებლობა ლაჩარ სპარტელ მებრძოლებს?
დიდი ძველ ბერძენი ისტორიკოსისა და ანტიკური პერიოდის მწერლობის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენლმა – ქსენოფონტმა (ძვ.წ.აღ-ით 427-355 წლები) არაერთი მნიშვნელოვანი ცნობები შემოგვინახა ლეგენდარული ძველ ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო – სპარტის შესახებ.
ძველ რომაული სამართალი – “ეპიზოდი”
ძველ რომში ქორწინებას არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნდა.იმ შემთხვევაში,თუკი წყვილი განქორწინებას გადაწყვეტდა,ისინი ვალდებული იყვნენ,რამდენიმე მოწმის თანდასწრების თანხლებით ეცნობებინათ თავიანთი გადაწყვეტილება საკუთარი ოჯახის წევრებისათვის.
უილიამ I დამპყრობელი – “ეპიზოდი”
მას შემდგომ,რაც ნორმანდიის ჰერცოგმა – უილიამ I დამპყრობელმა (1027-1087 წლები) ინგლისი დაიპყრო და ქვეყნის პირველი ნორმანი მეფე გახდა,წონაში იმდენად მოიმატა,რომ მისი ტარება მეფის განკარგულებაში არსებულ საუკეთესო ჯიშის ცხენებსაც კი უჭირდათ.
როგორი უსასტიკესი მეთოდებით უსწორდებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კორუფციაში შემჩნეულ პედაგოგებს?
მას შემდეგ,რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 1966 წელს მაო ძედუნის უშუალო ინიციატივით დაწყებული იქნა იდეოლოგიურ-პოლიტიკური კამპანიის სერია,სახელწოდებით – “კულტურული რევოლუცია”,ჩინელმა კომუნისტებმა მოზარდ და ახალგაზრდა თაობებს მოუწოდეს “სრულიად ამოეძირკვათ ძველი საზოგადოების ბოროტი და მავნე ჩვევები”.
რა ბედი ხვდა წილად სამშობლოს გამყიდველ ეფიალტესს?
როგორც უდიდესი ძველ ბერძენი ისტორიკოსი – ჰეროდოტე ირწმუნებოდა,თერმოპილეს ვიწრო გასასვლელში ძვ.წ.აღ-ით 480 წელს გამართულ ლეგენდარულ ბრძოლაში,სპარტელთა და მათი ბერძენ მოკავშირეთა 4 200-იანი დაჯგუფება წინ აღუდგა მინიმუმ 80 000-იან სპარსულ არმიას.
რა ამორალური განცხადება გააკეთა რობერტ მუგაბემ ზიმბაბვეს ოლიმპიური ნაკრების შესახებ?
როგორც ცნობილია,სულ ახლახანს ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში დასრულებული იქნა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები,რომელშიც აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში განთავსებული ქვეყნიდან – ზიმბაბვეს რესპუბლიკიდან წარგზავნილმა სპორტსმენებმა ვერც ერთი სინჯის ოლიმპიური მედალი ვერ აიღეს (საუკეთესო შედეგი მერვე ადგილი გახლდათ).
ცისი – “ეპიზოდი”
ჩინეთის უკანასკნელი საიმპერატორო დინასტიის ცინის წარმომადგენელი იმპერატორი ქალი – ცისი (1835-1908 წლები),სანამ ძალაუფლებას ჩაიგდებდა ხელში და ჩინეთის იმპერატორის – სიანფენის მთავარი ცოლი გახდებოდა,ეგრეთ წოდებულ “მეხუთე კლასის ხარჭას” წარმოადგენდა.
რუპერტ ჩოინერ ბრუკი – “ეპიზოდი”
რუპერტ ჩოინერ ბრუკი (1887-1915 წლები) – წარმოადგენდა იმ გამოჩენილ ინგლისელ პოეტს,რომელსაც ინგლისის ყველაზე ლამაზ და ლიტერატურის დარგში ყველაზე ნიჭიერ ადამიანად მოიხსენიებენ დღემდე.
რომელი ეროტიული ესეს ავტორია – მარკ ტვენი?
როგორც ცნობილია,საყოველთაოდ ცნობილი და სკანდალურად გახმაურებული ეროტიული სიუჟეტების შემცველი მოთხრობათა კრებულის – “დეკამერონი”-ს ავტორი რენესანსის ეპოქის გენიალური იტალიელი მწერალი და პოეტი – ჯოვანი ბოკაჩოა (1313-1375 წლები).თუმცა საინტერესოა ის გარემოება,რომ თავისი “დეკამერონი”,გაჯერებული ეროტიულივე სიუჟეტებით,სახელწოდებით – “1601 წელი: საუბრები ბუხართან”,დაწერილი იქნა ისეთი დიდი ამერიკელი მწერლის მიერ,რომლის სახელიც ასოცირდება ტომ სოიერთან და ჰეკლბერი ფინთან.
იოჰან ტეცელი – “ეპიზოდი”
ინდულგენციებით მოვაჭრე დომინიკელი ბერი - იოჰან ტეცელი (1465-1519 წლები) ღვთის მოყვარულ ადამიანებს გამუდმებით არწმუნებდა,რომ – “ინდულგენცია” ბევრად უფრო ძლიერი ძალის მქონე და მნიშვნელოვანი ქრისტიანული მოვლენა გახლდათ,ვიდრე – ნათლობა.