Category Archives: საინტერესო ფაქტები
“კოვენტ გარდენი” – (ეპიზოდი)
დიდი იტალიელი ისტორიკოსი,თეატრის თეორიტიკოსი და მკვლევარი – პიეტრო ფერინი,რომელიც თავის მხრივ იტალიის ეროვნული გმირის – ჯუზეპე გარიბალდის უახლოესი მეგობარი გახლდათ,ერთ მეტად საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ლონდონში განთავსებული სახელოვანი “სამეფო ოპერის თეატრის”,იგივე – “კოვენტ გარდენის” შესახებ.
როგორ დასაჯეს სივასის ეპისკოპოსი?!
ოსმალეთის იმპერიის მმართველთა მიერ სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ მოწყობილი ამაზრზენი სადამსჯელო ღონისძიებების მიმდინარეობის დროს (1915-1918 წლები),ოსმალო ჯარისკაცები უსასტიკესი მეთოდებით უსწორდებოდნენ არა მხოლოდ “ანტითურქულ შეთქმულებაში” ბრალდებულ პირებს,არამედ უბრალო სომეხ მოსახლეობასა და სომეხ სასულიერო პირებსაც.
ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,დიდ ფრანგ მხატვარს,გრაფიკოსსა და XIX საუკუნის ევროპული აკადემიზმის საყოველთაოდ აღიარებულ ლიდერს – ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრს (1780-1867 წლები) ერთობ სძულდა ისეთი გენიალური ფლამადელი მხატვრის ნამუშევრები,როგორიც გახლდათ - პეტერ პაულ რუბენსი.
თეოდორ რუზველტი – “ეპიზოდი”
1912 წლის 14 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მიმდინარეობის ფარგლებში ვისკონსინის შტატში განთავსებულ ქალაქ მილუოკს “პროგრესული პარტიის” ფუძემდებელი და აშშ-ის ექს-პრეზიდენტი – თეოდორ რუზველტი (1858-1919 წლები) ეწვია,
რობერტ გაბრიელ მუგაბე – “ეპიზოდი”
90 წლის ასაკში მყოფმა ზიმბაბვეს რესპუბლიკის ოდიოზური თვისებებით სახელგანთქმულმა პრეზიდენტმა და დიქტატორმა – რობერტ გაბრიელ მუგაბემ,მას შემდეგ,რაც ეთიოპიიდან სამშობლოში დაბრუნდა,ქვეყნის დედაქალაქ ჰარარეს აეროპორტიდან თანამოქალაქეებს სიტყვით მიმართა.
პრინცი ფილიპე მაუნტბატენი – “ეპიზოდები”
როგორც ცნობილია,გაერთიანებული სამეფოს პრინც-კონსორტი,ედინბურგის ჰერცოგი და ელისაბედ II-ის მეუღლე – პრინცი ფილიპე მაუნტბატენი ძალიან მხიარული ადამიანია,რის გამოც არაერთხელ ჩავარდნილა უხერხულ და სკანდალურ სიტუაციებშიც კი.
აბდურაჰმან ვაჰიდი – “ეპიზოდი”
ინდონეზიის რესპუბლიკის რიგით მეოთხე პრეზიდენტი 1999-2001 წლებში – აბდურაჰმან ვაჰიდი (1940-2009 წლები),რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ხშირად იმეორებდა,რომ,როდესაც მის მიმართ ადამიანები კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ – უმალვე ღრმა ძილი ეუფლებოდა.
პარვინ ბაბი – “ეპიზოდი”
“ბოლივუდის ბარბის” სახელით ცნობილი ულამაზესი ინდოელი მსახიობი ქალი - პარვინ ვალი მოჰამად ხან ბაბი (1949-2005 წლები),რომელსაც თავისი კარიერის განმავლობაში 60 მხატვრულ ფილმში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული,პირველი ინდოელი მსახიობი გახლდათ ისტორიაში,ვისი სურათიც პოპულარული ამერიკული ყოველკვირეული საინფორმაციო ჟურნალის – “ტაიმის” გარეკანზე იქნა გამოსახული.
თეოდორ ვაიგელი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,ევროპის კავშირის ოფიციალური ვალუტა – “ევრო”,როგორც სააღრიცხვო ვალუტა 1999 წელს იქნა დამკვიდრებული,ხოლო 2002 წელს შემოღებული იქნა მისი ფიზიკური ბანკნოტები და მონეტები. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ – “ევროს მამად” მიჩნეულია გერმანიის ექს-ფინანსთა მინისტრი (1989-1998 წლებში) და ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირის ექს-ხელმძღვანელი – თეოდორ ვაიგელი,
“სიკვდილის ანგელოზები ნაგირიოვიდან”
კაცთა მოდგმის საუბედუროდ,მხოლოდ გერმანელი ფაშისტები და წითელი ბოლშევიკები არ ყოფილან მონოპოლისტები იმ საზარელი ქმედებებისა,რასაც ადამიანთა სიცოცხლისა და ღირსების წინააღმდეგ მიმართული ბარბაროსული ქმედება ჰქვია.ის ისტორია,რომელიც უნგრეთის პატარა სოფელ ნაგირიოვიში პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ მოხდა,შესაძლოა ერთ-ერთ ყველაზე გაუგონარ დანაშაულადაც კი მივიჩნიოთ კრიმინალისტიკის ისტორიაში.