Category Archives: საინტერესო ფაქტები
იულიანე განდგომილი – “ეპიზოდი”
361 წელს რომის იმპერიის საიმპერატორო ტახტზე ავიდა – ფლავიუს კლავდიუს იულიანე განდგომილი (331-363 წლები).როგორც მრავალი ისტორიული დოკუმენტი მოწმობს,იულიანე მეტად მოკრძალებული ცხოვრების წესით გამოირჩეოდა და ერთობ სძულდა ფუფუნების მანიშნებელი ნებისმიერი ნივთი.
ალფონსო VI მამაცი – “ეპიზოდი”
ერთ დღეს,კასტილიისა და ლეონის გაერთიანებული სამეფოს მეფეს – ალფონსო VI მამაცს (1043-1109 წლები),სასახლის კარზე მომსახურე ქვეშევრდომების სრული სია მიართვეს.
ლუი VI სქელი – “ეპიზოდი”
როგორც ისტორიული დოკუმენტები მოწმობენ,საფრანგეთის მეფე კაპეტინგების დინასტიიდან – ლუი VI სქელი (1081-1137 წლები),პირადად იღებდა მონაწილეობას მრავალ სისხლიან ბრძოლებში.
კარლ V – “ეპიზოდი”
საღვთო რომის იმპერატორი ჰაბსბურგთა დინასტიიდან – კარლ V (1500-1558 წლები) შესანიშნავი პოლიგლოტი გახლდათ,რაც ერთობ უწყობდა ხელს მის იმპერიაში მაცხოვრებელ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ხალხებთან ურთიერთობაში.
ადრიანე VI – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც აღესრულა ხელოვნებისა და მეცნიერების დიდად მოყვარული რომის პაპი – ლეო X,რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდა გერმანული წარმომავლობის მქონე – ადრიანე VI (1459-1523 წლები).მას,წინამორბედისაგან განსხვავებით ერთობ სძულდა ხელოვნება,მეცნიერება და პოეზია,
დანტე ალიგიერი – “ეპიზოდი”
1302 წელს,მშობლიური ფლორენციიდან განდევნილი გენიალური იტალიელი პოეტი და მწერალი – დანტე ალიგიერი (1265-1321 წლები),იძულებული გახდა თავი ვერონისათვის შეეფარებინა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ უკვდავი პოემის “ღვთაებრივი კომედიის” ავტორს ადგილობრივი მმართველი იმაზე ბევრად ნაკლებ ყურადღებას აქცევდა,ვიდრე საკუთარ მასხარას.
ბერნაბო ვისკონტი – “ეპიზოდი”
ერთ დღეს,მილანის მმართველთან – ბერნაბო ვისკონტისთან (1323-1385 წლები) სტუმრად მისული სულიერი მოძღვარი,მისთვის უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდა.
თომა აკვინელი – “ეპიზოდი”
კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი იტალიელი თეოლოგი,ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი - თომა აკვინელი (1225-1274 წლები),გარკვეული პერიოდის მანძილზე პარიზის სიახლოვეს მდებარე დომინიკელთა მონასტერში ცხოვრობდა.ჯერ კიდევ ახალბედა აკვინელი ძირითად დროს,თავის კელიაში,ლოცვებსა და მდუმარებაში ატარებდა.
სულეიმან II – “ეპიზოდი”
ოსმალეთის იმპერიის სულთანი – სულეიმან II (1642-1691 წლები),რომელიც თავისი არმიით ბელგრადის ასაღებად მიემართებოდა (აიღო 1688 წელს),ღამის გასათევად ერთ-ერთ ოსმალურ სოფელში შეჩერდა.მეორე დილით,მოულოდნელად,სულთნის კარავთან ჩოჩქოლი შეიქნა.
სტილპო მეგარელი – “ეპიზოდი”
ერთ დღეს,მეგარული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი ძველ ბერძენი ფილოსოფოსი – სტილპო მეგარელი (ძვ.წ.აღ-ით 360-280 წლები) პოლემიკაში შევიდა პლატონის აკადემიის რიგით მეხუთე სქოლარქთან (თანამედროვე გაგებით – სკოლის დირექტორი) – კრატეს ათენელთან.