Category Archives: საინტერესო ფაქტები
ჟორჟ ბიზე – “ეპიზოდი”
“მუსიკაშიც ისევეა,როგორც ცხოვრებაში.კარგ მუსიკოსებს ბოროტება არ ახსოვთ,ხოლო ცუდ მუსიკოსებს – სიკეთე!” – ხშირად იმეორებდა თავისი მოკრძალებული ხასიათით ცნობილი დიდი ფრანგი კომპოზიტორი და პიანისტი – ალექსანდრე ცეზარ ლეოპოლდ ბიზე (1838-1875 წლები),იგივე – ჟორჟ ბიზე.
იოჰან სებასტიან ბახი – “ეპიზოდი”
“თითოეული ჩემი მუსიკალური კომპოზიცია ეკუთვნის – ღმერთს, და ყოველი ჩემი შესაძლებლობებიც მისი კუთვნილებაა!” – წერდა გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე,თავისი უბრალოებითა და იოუმორით გამორჩეული გენიალური გერმანელი კომპოზიტორი და მუსიკოსი – იოჰან სებასტიან ბახი (1685-1750 წლები).
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – “ეპიზოდები”
გენიალური გერმანელი მწერალი და მოაზროვნე – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე,ასევე გენიალური გერმანელი კომპოზიტორისა და მუსიკოსის – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის (1770-1827 წლები) შემოქმედების დიდი მოტრფიალე გახლდათ.
პავლე I – “ეპიზოდი”
ერთ დღეს,სანკტ-პეტერბურგში განთავსებული “ზამთრის სასახლის” ფანჯრასთან მდგომმა რუსეთის იმპერატორმა – პავლე I-მა (1754-1801 წლები),სასახლის სიახლოვეს მიმავალი მამაკაცი დაინახა,რა დროსაც ხუმრობით ჩაილაპარაკა: “აი,იმ მამაკაცმა ისე ჩაუარა საიმპერატორო სასახლეს,რომ იმპერატორისადმი მოწიწების ნიშნად ქუდიც კი არ მოიხადაო”.
ჰელიოგაბალუსი – “ეპიზოდი”
რომის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური და გარყვნილი თვისებებით გამორჩეული იმპერატორი სევერუსების დინასტიიდან – ჰელიოგაბალუსი (204-222 წლები),რომელიც ერთობ ამაყობდა იმით,რომ არც ერთ რომაელ ქალს არ გააჩნდა იმდენი საყვარელი მამაკაცი,რამდენიც მას,”ყვავილების მეფის” – ვარდების მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იჩენდა.
ემილ ჯოზეფ კაპაუნის შესახებ…
დიდი ამერიკელი მუსიკოსი,კომპოზიტორი და მომღერალი – ჯერედ ჯოზეფ ლეტო წერდა: “ნამდვილი გმირი ის არის,ვინც მაშინ დგება ფეხზე,როდესაც ამის შესაძლებლობა არა აქვსო”.
როგორ იძიეს შური რობერტ ედუარდ ლიზე?!
ამერიკის კონტინენტალური არმიის ხელმძღვანელი (გენერალი) და კვარტირმეისტერი – მონტგომერ მეიგსი (1816-1892 წლები),ყველა იმ ოფიცერს,რომლებმაც აშშ-ის სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას აშშ-ის ჩრდილოეთის არმიაში სამსახურზე უარი განაცხადეს და კონფედერატების არმიაში ჩაირიცხნენ – მოღალატეებად და პირად მტრებად აღიქვამდა.მისი სიძულვილი ასეთი ადამიანების მიმართ იმდენად დიდი იყო,რომ იგი საშუალებას არ უშვებდა ხელიდან მათზე როგორმე შური ეძია.
სოლომონ მეფის ბეჭედი
გაერთიანებული ისრაელის სამეფოს ლეგენდად ქცეული მეფის – სოლომონის (ძვ.წ.აღ-ით 1011-9 28 წლები) განუმეორებელი სიბრძნის მიუხედავად,მისი ცხოვრება მშვიდ გარემოში მაინც არ წარმართულა.
“საავტორო უფლების” შემოღების ისტორიიდან…
“საავტორო უფლება” – წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის ცნებას,რომელიც ასახავს და არეგულირებს იმ უფლებათა ერთობლიობას,რომლებიც ეკუთვნის მეცნიერების,ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოების შემქმნელს (ავტორს) ან მის მემკვიდრეს.ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში,ლიტერატურული პლაგიატის წინააღმდეგ ბრძოლამ სათავე დაუდო “საავტორო უფლების” დაცვას.
ფაშისტურ რეჟიმთან მოთანამშრომლე ცნობილი კომპანიები…
გერმანელი ფაშისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ,ამ დანაშაულებრივ რეჟიმთან თანამშრომლობა დაიწყო არა მარტო ისეთმა სახელგანთქმულმა გერმანულმა კომპანიებმა,როგორებიც არიან – Allianz (გერმანული სადაზღვევო კომპანია), Hugo Boss (ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია,რომლის მიერ დამზადებული ტანისამოსითაც იყო შემოსილი გერმანული არმია) და BMW (გერმანული საავტომობილო კომპანია,რომელმაც აღაიარა,რომ თავის ქარხნებში მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს იძულებით ამუშავებდა 30 000-ს კონცლაგერიდან გადმოყვანილ სამხედრო ტყვეს),