Category Archives: საინტერესო ფაქტები

რაში იყენებდნენ ძველ ეგვიპტურ მუმიებს?

ევროპელები და აღმოსავლეთში მცხოვრები ხალხები საუკუნეების განმავლობაში ძარცვავდნენ ძველ ეგვიპტურ საფლავებს,საიდანაც ძვირფასეულობასთან ერთად მუმიებსაც იპარავდნენ.ერთი პერიოდის განმავლობაში იმდენად დიდი რაოდენობით იქნა ძველ ეგვიპტური მუმიები მოპარული,რომ მათი ფასი ბაზარზე ძალიან დაეცა.

რამ იმსხვერპლა ზევქსისი?

ზევქსისი (მოღვაწეობდა ძვ.წ.აღ-ით 420-380 წლებში) – წარმოადგენდა დიდ ძველბერძენ მხატვარს,რომელმაც თავისი საუკეთესო წლები მცირე აზიის დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ ძველბერძნულ პოლისში – ეფესოში გაატარა.

“Parker”-ის ისტორიული საწერ-კალმის შესახებ…

მსოფლიოში,არც ერთი საწერი-კალმის მწარმოებელ კომპანიას არ უმაგრებს ზურგს ისეთი ბრწყინვალე ისტორია,როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ქალაქ ჯეინსვილში (ვინსკონსინის შტატი) 1888 წელს ამერიკელი გამომგონებლისა და მეწარმის – ჯორჯ სეფორდ პარკერის (1863-1937 წლები) მიერ დაარსებულ – “Parker”-ის საწერი-კალმების მწარმოებელ კომპანიას.

რუმინეთის სამეფო გვირგვინის შესახებ…

როგორც წესი,მსოფლიოში არსებული სამეფოებისა თუ იმპერიების მმართველთა ძალაუფლების აღმნიშვნელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი – გვირგვინი,სხვადასხვა სახის უძვირფასესი ქვებითა და ოქროთი გახლდათ და გახლავთ შემკული.

ქანაან სოდინდო ბანანა – “ეპიზოდი”

როდეზიის განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი,თეოლოგიის პროფესორი და პასტორი - ქანაან სოდინდო ბანანა (1936-2010 წლები), რომელიც ავტორია „მამაო ჩვენოს” აფრიკული ვერსიისა, 1980 წელს არჩეული იქნა დამოუკიდებელი ზიმბაბვეს პირველ პრეზიდენტად.

ნაპოლეონ ბონაპარტი – “ეპიზოდი”

მას შემდეგ,რაც საფრანგეთის ლეგენდარული მხედართმთავარი – ნაპოლეონ ბონაპარტი იტალიის შემადგენლობაში მყოფ კუნძულ ელბადან 1815 წლის 26 თებერვალს გაიქცა,ტრიუმფალური სვლით შევიდა საფრანგეთში.

თედორე დოსტოევსკი – “ეპიზოდი”

1872 წელს გამოიცა გენიალური რუსი მწერლისა და ესეისტის – თედორე დოსტოევსკის ბრწყინვალე რომანი – “ეშმაკნი”.აღნიშნულ რომანში ფართოდ და ღიად არის წარმოჩინებული XIX საუკუნის რუსეთის იმპერიის ცხოვრება.

სერიული მკვლელების მიერ დაწერილი წიგნები…

 კარლ პანცრამი (1891-1930 წლები) – წარმოადგენდა თავისი კაცთმოძულეობითა და ნიჰილისტური შეხედულებებით ცნობილ გერმანული წარმომავლობის მქონე ამერიკელ სერიულ მკვლელს.

ბიერტანის მონასტრის უცნაური ტრადიცია…

რუმინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში,კერძოდ,ტრანსილვანიაში მდებარე სოფელი – ბიერტანი საქსონების მიერ XVI საუკუნეში იქნა დაარსებული.

ტიოაცეტონი – “ეპიზოდი”

ტიოაცეტონი (ქიმიური ფორმულა გახლავთ – CH3-CS-CH3) – წარმოადგენს თხევადი სახის იმ ქიმიურ ნივთიერებას,რომელიც “გინესის რეკორდების წიგნში” იქნა შეტანილი,როგორც ყველაზე საშინელი და მყრალი სუნის მქონე ქიმიური ნივთიერება დედამიწაზე,რომელიც ოდესმე შეუქმნია ადამიანს.