Category Archives: საინტერესო ფაქტები
საოცარი შემთხვევა ფატეჰპურის სახელმწიფო ბანკში…
ინდოეთის ჩრდილოეთში მდებარე უტარ-პრადეშის შტატის ქალაქ ფატეჰპურში განთავსებულ სახელმწიფო ბანკში,ერთი მეტად საოცარი შემთხვევა დაფიქსირდა.კერძოდ,
როგორ ებრძოდნენ ბრაჰმანები ალკოჰოლიზმს?!
ბრაჰმანები (სანსკრიტულ ენაზე აღნიშნავს – “ზრდასა და ფიქრს”) – წარმოადგენენ ინდუიზმის ყველაზე მაღალი წოდების – ვარნის (საზოგადოებრივი ფენა ანუ კასტა) წარმომადგენლებს,ქურუმებსა და ინტელექტუალებს,რომელთა უმთავრესი მოვალეობა გახლავთ ვედების (უძველესი ინდური სიბრძნის წიგნები) და ბრაჰმანის (ცენტრალური ცნება ინდუიზმის ფილოსოფიაში) შესწავლა.
ვერცხლისწყლის უნიკალური შადრევანი
“ვერცხლისწყლის შადრევანი” – წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უნიკალურ შადრევანს,რომელიც სპეციალურად იქნა დამზადებული ცნობილი ამერიკელი სკულპტორისა და მხატვრის – ალექსანდრე კალდერის მიერ ესპანეთის ხელისუფლების შეკვეთის საფუძველზე.
ტრონჰეიმის მეფედ კურთხეული ძაღლი – საური…
XII საუკუნის ნორვეგიულ ისტორიულ ქრონიკებში მოთხრობილია ერთი მეტად უცნაური ისტორიული ეპიზოდი.მიუხედავად იმისა,რომ აღნიშნული მოვლენის სხვადასხვა ვერსიებია დღემდე გავრცელებული,მათ შორის ყველაზე რეალურ და პოპულარულ ვერსიად მაინც ის ვერსია განიხილება,რომელსაც აქვე შემოგთავაზებთ:
აკჰას ხალხი – “ეპიზოდი”
ჩინეთის სამხრეთით,ლაოსის ჩრდილოეთით,ინდოეთის აღმოსავლეთით,მიანმასა და ტაილანდში ცხოვრობს ტიბეტო-ბირმული წარმომავლობის მქონე მთის სოფლის მეურნე ხალხი (სულ 500 000-მდე) – აკჰა,რომლებიც ისტორიკოსთა ვარაუდით მონღოლეთის ტერიტორიიდან არიან ემიგრირებულნი,
ემილიო მარკოს პალმა – “ეპიზოდი”
რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, 1977 წლის დასასრულს მეშვიდე თვის ფეხმძიმობაში მყოფი არგენტინელი ქალბატონი – მარია სილვია ემილიო,სპეციალურად იქნა გადაგზავნილი ანტარქტიდის ყინულოვან კონტინენტზე განთავსებულ ესპერანსას სადგურზე,რათა სწორედ იქ გაეჩინა ბავშვი.
ისააკ დოიჩერის წიგნიდან – “სტალინი”
1. სტალინის ადრეული ბავშვობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი.ექვსი თუ შვიდი წლის ასაკში ყვავილი შეეყარა,რაც სამუდამოდ აღებეჭდა სახეზე.ბავშვი მეორედ გახდა ავად,როდესაც მარცხენა ხელი გაიჭრა და ჭრილობიდან სისხლში ინფექცია შეეჭრა.მოგვიანებით ის იხსენებდა,რომ მაშინ ძლივს გადაურჩა სიკვდილს.გამოჯანმრთელებული ბიჭი თავისუფლად ვეღარ ხრიდა ხელს იდაყვში.ამ უმნიშვნელო ნაკლის გამო მომავალი გენერალისიმუსი 1916 წელს სამხედრო სამსახურიდან გაანთავისუფლეს.
ნოგი მარასუკე – “ეპიზოდი”
ნოგი მარასუკე (1849-1912 წლები) – წარმოადგენდა იაპონის იმპერიის არმიის იმ გენერალსა და ტაივანის რიგით მესამე გენერალ-გუბერნატორს,რომელიც სათავეში უდგა პორტ-არტურის მოალყე იაპონურ მესამე არმიას.
ჰარი ტრუმენი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 33-ე პრეზიდენტმა და იაპონური ქალაქების ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური იარაღით დაბომბვის ინიციატორმა - ჰარი ტრუმენმა (1884-1972 წლები),პრეზიდენტობის კანდიდატად თავისი პერსონის მესამედ წარდგენაზე უარი განაცხადა (თუმცა ამას აშშ-ის კონსტიტუცია არ უკრძალავდა).
პეტრონიუს არბიტერი – “ეპიზოდი”
პეტრონიუს არბიტერი (დაახლოებით 14-66 წლები) – წარმოადგენდა ძველ რომაელ მწერალსა და სენატორს,რომლის სახელთანაც ასოცირდება იმ პერიოდისავის ერთობ პოპულარული ნაწარმოების – “სატირიკონი”-ს დაწერა (აღნიშნულმა ავანტიურულ-სატირული სიუჟეტის შემცველმა რომანმა დღევანდელ დღემდე ფრაგმენტების სახით მოაღწია).