Category Archives: საინტერესო ფაქტები

კაპუტი – “ეპიზოდი”

პირველი ფულის გამოჩენამდე,უძველესი ადამიანები ერთმანეთთან ვაჭრობას ბარტერული მეთოდებით აწარმოებდნენ.მსოფლიო საკაცობრიო ისტორიის რიგ ეტაპებზე,დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მაცხოვრებელი ხალხი ფულად ერთეულად გამოიყენებდა – საპონს,სპილოს კუდის თმებს,კაკაოს,დათვის კბილებს,მარილს,ცხოველების ტყავს,თამბაქოს,მარცვლეულს,ჩაის,უზარმაზარი მოცულობის მქონე ქვის მონეტებს (ზოგიერთი მონეტის წონა 4 ტონასაც კი აღემატებოდა) და სხვა ამა თუ იმ საგანსა და პროდუქტს.

“ცრემლების კედელი”

სამხრეთ ამერიკის კონტინენტის დასავლეთით,წყნარ ოკეანეში მდებარე არქიპელაგს – გალაპაგოსის კუნძულებს,სახელი განსაკუთრებით გაუთქვა დიდმა ინგლისელმა ბუნებისმეტყველმა – ჩარლზ რობერტ დარვინმა,რამეთუ სწორედ აღნიშნულ არქიპელაგზე ჩატარებული კვლევების შედეგად შექმნა მან თავისი ცნობილი “დარვინის ევოლუციის თეორია” (სახეობათა წარმოშობა).

თედორე დოსტოევსკი – “ეპიზოდი”

როგორც მრავალი მკვლევარი ირწმუნება,გენიალური რუსი მწერალი და ესეისტი – თედორე დოსტოევსკი (1821-1881 წლები),თუკი უილიამ შექსპირს დავესესხებით,განსაკუთრებულად იყო შეპყრობილი “მწვანეთვალება ურჩხულით” ანუ ეჭვიანობით.

ლეონარდო და ვინჩი – “ეპიზოდი”

აღორძინების ხანის გენიალური იტალიელი არქიტექტორი,მხატვარი,გამომგონებელი და სწავლული - ლეონარდო და ვინჩი (1452-1519 წლები),თავის ერთ-ერთ ჩანაწერში ყურადღებას ამახვილებდა კაჭკაჭის მადლიერების გრძნობის მიმართ: როდესაც კაჭკაჭი ხედავს,რომ მშობლები დაბერდნენ და დაუძლურდნენ,რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს,იწყებს მათ მოვლას – უშენებს ბუდეს,ათბობს და აჭმევს,ნისკარტით აცლის დაზიანებულ და ჭუჭყიან ბუმბულს.

მეტად საინტერესო და ნიშანდობლივი ექსპერიმენტი…

აშშ-ის ტეხასის შტატის წარმომადგენლობითი პალატის ერთ-ერთი დეპუტატი – ტომი მური,ძალიან უკმაყოფილო გახლდათ თავისი კოლეგების ქმედებებით,რადგან ისინი ისე იღებდნენ სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან კანონპროექტებს,რომ მათ ერთხელაც კი არ გადაავლებდნენ თვალს.

ჯიმი ჯონსი – “ეპიზოდი”

ჯეიმზ უორენ “ჯინი” ჯონსი (1931-1978 წლები) – წარმოადგენდა აშშ-ი ჩამოყალიბებული საყოველთაოდ ცნობილი რელიგიური სექტის – “ხალხის ტაძრის” იმ ფუძემდებელსა და ქადაგების ამერიკელ მეტყველს,რომელიც საკუთარ თავს იესო ქრისტეს,ბუდასასა და ვლადიმერ ლენინის რეინკარნაციად ასაღებდა.

ფილოქსენოს კითერელი – “ეპიზოდი”

გამოჩენილი ძველბერძენი პოეტი და ახალი დითირამბის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი – ფილოქსენოს კითერელი (დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 435-379 წლები),რომელმაც თავისი ცხოვრების გარკვეული ნაწილი სირაკუზელი ტირანის – დიონისე უფროსის სამეფო კარზე გაატარა,დიდი გურმანი და თამამად შეიძლება ითქვას,საკმაოდ ხარბი კვებით გამორჩეული პიროვნება იყო.

სერგეი პროკოფიევი – “ეპიზოდი”

უკრაინაში დაბადებული XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს რუს კომპოზიტორად აღიარებული – სერგეი პროკოფიევი (1891-1953 წლები),არა მარტო მუსიკალური გენიით იყო დაჯილდოებული,არამედ შესანიშნავად ფლობდა ჭადრაკის ინტელექტუალური თამაშის ხელოვნებასაც.

ევჰემერუს მესენიელი – “ეპიზოდი”

ევჰემერუს მესენიელი (დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 340-260 წლები) – წარმოადგენდა იმ დიდ ძველბერძენ ფილოსოფოსსა და კირენაიკის სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელს,რომელიც კატეგორიულად ირწმუნებოდა,რომ პროსტიტუციის გამომგონებელი და დამმკვიდრებელი გახლდათ ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი – აფროდიტე.

ქსერქსე I – “ეპიზოდი”

ლაშქრობის სამზადისში მყოფმა სპასეთის მეფემ ქსერქსე I-მა (მმართველობის პერიოდი ძვ.წ.აღ-ით 486-465 წლები),ვიდრე არმიას სრულყოფილად მოუყრიდა თავს,სპარსეთის იმპერიაში მეფის შემდეგ ყველაზე მდიდარ ადამიანს,სახელად პითიოსს ეწვია ლიდიაში.