Category Archives: საინტერესო ფაქტები
ფრიდრიხ II დიდი – “ეპიზოდი”
“ბებერ ფრიცად” წოდებული პრუსიის მეფე ჰოენცოლერნების დინასტიიდან და დიდი მხედართმთავარი - ფრიდრიხ II დიდი (1712-1786 წლები),რომელიც ბრძოლისას თავად მიუძოდა შეტევაში პრუსიელ ჯარისკაცებს და გასაოცარი სიმამაცის მაგალითს უჩვენებდა მათ,სიბერეში ერთობ მელანქოლიური გახდა,რადგან მისი უახლოესი მეგობრებისა და თანამებრძოლების უმეტესობა ცოცხლები უკვე აღარ იყვნენ.
რა მიზნით დაიწერა რომანი – “ქლიავის ყვავილები ოქროს ვაზაში”?
1617 წელს მინის დინასტიის ეპოქის ჩინეთში დაიწერა რომანი,სახელწოდებით - “ქლიავის ყვავილები ოქროს ვაზაში”,რომელიც გაჯერებული გახლდათ ეროტიკული სიუჟეტებით.ამაში ალბათ გასაოცარი და საყურადღებო არაფერი იქნებოდა,რომ არა აღნიშნული ნაწარმოების შექმნის უმთავრესი მიზანი და მოტივი.
ფრანსუა-დომინიკ ტუსენ ლ’უვერტიური – “ეპიზოდი”
დასავლეთ ნახევარსფეროში აფრიკელ მონათა აჯანყებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აჯანყების,რომელსაც ისტორიკოსები – “ჰაიტის რევოლუციის” სახელით მოიხსენიებენ და რომელმაც განაპირობა კიდეც ჰაიტის,როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ჩამოყალიბება,
მესტრიუს პლუტარქე – “ეპიზოდი”
სპარტელები რომ საბრძოლო ხელოვნების ბრწყინვალე ნიჭით იყვნენ დაჯილდოებული და სამაგალითო სიმამაცითაც გამოირჩეოდნენ,საყოველთაოდ არის ცნობილი.მიუხედავად ამისა,იშვიათად,თუმცა,მათ შორისაც მოიძებნებოდნენ ისეთი ადამიანები,რომლებიც ასეთი საქციელებით დიდად ვერ დაიკვეხნიდნენ.
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – “ეპიზოდი”
1791 წლის 6 დეკემბერის შუა დღის 3 საათზე ავსტრიის დედაქალაქ ვენაში განთავსებულ “წმინდა სტეფანეს კათოლიკურ ეკლესიაში” გადასვენებული იქნა გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორისა და ვირტუოზი მუსიკალური-შემსრულებლის - ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ცხედარი.
“ტაუროკატაფსია”
ძვ.წ.აღ-ით III-II ათასწლეულში (ბრინჯაოს ხანა) ხმელთაშუა ზღვაში არსებულ კუნძულ – კრეტაზე არსებობდა მინოსის ერთობ მაღალგანვითარებული ცივილიზაცია,რომელსაც ისტორიკოსები ეგეოსის კულტურის ერთ-ერთ ვარიანტად მიიჩნევენ.
“ნიდერლანდული ენის ძეგლი”
საინტერესოა ის გარემოება,რომ დიდი ქართველი მოქანდაკის – ელგუჯა ამაშუკელის მიერ შექმნილი უკვდავი ქმნილება “დედა-ენის ძეგლი”,რომელიც თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განთავსებულ “დედა-ენის ბაღშია” აღმართული,არ გახლავთ პირველი და ერთადერთი ქანდაკება,რომელიც მიძღვნილი იქნა ამა თუ იმ ენისადმი.
ვანოცა დეი კატანეი – “ეპიზოდი”
ვანოცა დეი კატანეი (1442-1518 წლები) – წარმოადგენდა იმ იშვიათ გამონაკლის კურტიზან ქალს ისტორიაში,რომელმაც სასიყვარულო რომანები გააბა სხვადასხვა პერიოდების ორ რომის პაპთან და ოთხჯერ იქორწინა ოფიციალურად არისტოკრატული წარმომავლობის მქონე გავლენიან პირებზე.
ჯენ ჩენგუნი – “ეპიზოდი”
რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,ტაივანის (თანამედროვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შემავალი რეგიონი) სახელმწიფოს პირველი ფუძემდებელი და დამაარსებელი - ჯენ ჩენგუნი (1625-1662 წლები),ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მეკობრე გახლდათ.
პლისტარქოსი – “ეპიზოდი”
თერმოპილეს ლეგენდარულ ბრძოლაში გასაოცარი გმირობით აღსრულებული სპარტის მეფის ლეონიდას I-ის ვაჟს - პლისტარქოსს (ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეები),რომელიც აგიადების მოდგმის წარმომადგენელი იყო სპარტის სამეფო ტახტზე,