Category Archives: საინტერესო ფაქტები
ბოროროს ინდიელი ხალხი – “ეპიზოდი”
ბრაზილიის შტატ მატუ-გროსუსა და ბოლივიაში მაცხოვრებელი – ბოროროს ინდიელი ხალხი,რომლებიც საკუთარ თავს “ორარიმუგუდოგე”-ს უწოდებენ,ევროპელებთან კონტაქტში პირველად XVIII საუკუნეში შევიდნენ.მიუხედავად იმისა,რომ მას შემდეგ ისინი ქრისტიანებად მოექცნენ,თავიანთი ძველი ტრადიციული რწმენისათვის მაინც არ უღალატიათ.
ქროუს ინდიელი ხალხი – “ეპიზოდი”
მდინარე იელოუსტოუნის ხეობაში (აშშ) მაცხოვრებელ – ქროუს ინდიელ ხალხში,რომლებიც თავიანთ თავს – “აბსაროკათი” მოიხსენიებენ,ადრეულ ეტაპებზე ერთი მეტად საინტერესო ტრადიცია იყო დამკვიდრებული.
ფერენც (ფრანც) ლისტი – “ეპიზოდი”
XIX საუკუნის გენიალური უნგრელი კომპოზიტორი,დირიჟორი და პიანისტი – ფერენც (ფრანც) ლისტი (1811-1886 წლები),რუსეთის იმპერიის დედაქალაქ სანკტ-პეტერბურგს ეწვია.მის ერთ-ერთ კონცერტს რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I რომანოვიც დაესწრო.
ჰენრი VII – “ეპიზოდი”
პირველმა ტიუდორმა მეფემ ინგლისის სამეფოს ტახტზე ჰენრი VII-მ (1457-1509 წლები),ხანდაზმულ ასაკში გადაწყვიტა დაქორწინებულიყო ნეაპოლის ახალგაზრდა და ულამაზეს დედოფალზე.იმისათვის,რომ სადედოფლოს გასაოცარი სილამაზის შესახებ არსებული ხმები დადასტურებულიყო,მან ინგლისიდან ნეაპოლში სპეციალური ელჩებიც კი მიავლინა.
ეკატერინე II – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც რუსეთის იმპერატორს ეკატერინე II დიდს (1729-1796 წლები) თავისი უსაყვარლესი ძაღლი,სახელად – “ტომპსონი” მოუკვდა,გადაწყვიტა,რომ მისთვის ტყავი გაეძროთ და საყვარელი ცხოველის ტყავისაგან ფიტული დაემზადებინათ.
ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი – “ეპიზოდი”
ვიქტორიანული ერისა და ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგლისელი მწერალი - ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი (1812-1870 წლები),თევზაობის დიდი მოყვარული ლიტერატორი გახლდათ და ხშირადაც დადიოდა სათევზაოდ.ერთ დღეს,მდინარე ტემზის სანაპიროსთან მოთევზავე დიკენსთან ახალგაზრდა უცნობი მამაკაცი მივიდა და ტრადიციული შეკითხვა დაუსვა:
სოფი ლორენი – “ეპიზოდი”
სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული,თეატრისა და კინოს იტალიელი ვარსკვლავი მსახიობი ქალი – სოფი ლორენი (ნამდვილი სახელი და გვარი – სოფია ვილანი შიკოლონე), 2000 წელს მეგობარ ქალთან ერთად ნიუ-იორკში ჩაფრინდა.როგორც ცნობილია,ლორენს გულის დაავადება აწუხებდა,რის გამოც მას გზაში ურთულესი არითმიული შეტევა განუვითარდა და კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში აღმოჩნდა.
საშინელი აღნაგობა სიყვარულსა და ნიჭს დაბრკოლებას არ უქმნის…
როგორც ამბობენ,გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსები – პლატონი და სოკრატე დიდი სილამაზით არ გამოირჩეოდნენ,ისევე,როგორც მიქელანჯელო ბუონაროტი და იმანუელ კანტი,ვოლტერი და ნიკოლო პაგანინი.ერთ-ერთ უდიდეს ძველბერძენ მეიგავეს – ეზოპეს კი,საერთოდ – ფენომენალური სიმახინჯით გამორჩეულადაც მოიხსენიებენ.
ცნობილი მევალეები…
სამწუხაროდ,ვალი – არა მარტო რიგითი ადამიანების პრობლემა,არამედ მრავალი ისეთი სახელოვანი ადამიანის პრობლემაც ყოფილა,რომელთა შემოქმედებამ და მოღვაწეობამაც კაცობრიობას უდიდესი სამსახური გაუწია.მაგალითად,გენიალურმა ესპანელმა მწერალმა – მიგელ დე სერვანტეს საავედრამ,
ემილ ფრანსუა ზოლა – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც გენიალური ფრანგი მწერლის,პუბლიცისტისა და ნატურალიზმის ლიტერატურული მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენლის - ემილ ფრანსუა ზოლას (1840-1902 წლები) მიერ დაწერილმა ერთ-ერთმა პიესამ მკითხველის მოწონება ვერ დაიმსახურა და სრული კრახი განიცადა,განაწყენებულმა ფრანგმა ლიტერატორმა მიიღო გადაწყვიტილება,