Category Archives: საინტერესო ფაქტები

ვენედიქტ ეროფეევი – “ეპიზოდი”

ცნობილმა რუსმა მწერლმა და პოეტმა – ვენედიქტ ეროფეევმა (1938-1990 წლები),კომუნიზმის ზეობის ეპოქაში დაწერა ფსევდო-ავტობიოგრაფიული პოსტმოდერნისტული პოემა – “მოსკოვი – მამლები”.ცნობილია,რომ ეროფეევის მიერ ერთი წლის (1968-170 წლები) მანძილზე დაწერილი პოემა,საბჭოთა კავშირში ცენზურის მიერ დაბლოკილი იქნა,რადგან მასში აღწერილი იყო საბჭოთა ინტელექტუალი ალკოჰოლიკის – ვენია ეროფეევის ისტორია.

იაპონური კორპორაციის საოცრად ეფექტური ნაბიჯი…

მსოფლიოში ცნობილმა და წამყვანმა საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ელექტროტექნიკის მწარმოებელმა იაპონურმა კორპორაციამ “მაცუშიტა დენკი”-მ,ერთ-ერთი თავისი თანამშრომელი (მუშა) სამსახურიდან დაკისრებული მოვალეობის არასათანადო შესრულებისათვის გაათავისუფლა.

ევგენი ლეონოვი – “ეპიზოდი”

საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი და ლეგენდარული რუსი მსახიობი – ევგენი ლეონოვი (1926-1994 წლები),პირველი საბჭოთა მსახიობი გახლდათ ისტორიაში,რომელიც საბჭოთა კინოფილმში შიშველი სხეულით იქნა გადაღებული (როგორც ცნობილია,საბჭოთა კინემატოგრაფიაში უმკაცრესად იკრძალებოდა ადამიანის შიშველი სახით წარმოდგენა).აღნიშნული ფილმის სახელწოდება კი გახლავთ,ალბათ ყველასათვის ცნობილი და საყვარელი კომედიური ჟანრის მხატვრული ფილმი “ზოლიანი რეისი”.

პიტ პრეს მარავიჩი – “ეპიზოდი”

ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა – პიტ პრეს მარავიჩმა,რომელიც გამოდიოდა ისეთ უდიდეს ამერიკულ საკალათბურთო კლუბებში,როგორებიც გახლავთ – “ატლანტა ჰოუკსი”,”ნიუ-ორლეანი”,”იუტა ჯაზი” და “ბოსტონ სელტიკს”, NBA-ში 4 წლიანი გამოსვლის შემდეგ, 1974 წელს მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტს განუცხადა: 

საინტერესო ეროვნული “დევიზები”

1. “ღმერთი და ტონგა ჩემი მემკვიდრეობაა”. – ტონგის სამეფო

პოლ პოტის “უსასტიკესი რეჟიმის” შესახებ…

“წითელი ქმერების” ლიდერი და კამბოჯის პირსისხლიანი დიქტატორი პრემიერ-მინისტრი – პოლ პოტი (1928-2989 წლები),რომლის ნამდვილი სახელი და გვარი გახლდათ – სალოტ სარი,ერთ-ერთი უსასტიკესი რეჟიმის დამყარების შემოქმედადაა აღიარებული მსოფლიო იტორიაში.უტოპიური კომუნიზმის იდეებით შეპყრობილი დიქტატორის სახელთან ასოცირდება კამბოჯის მილიონობით მშვიდობიანი მოსახლის რეპრესიები და წამება-განადგურება.

“შემზარავი სინოდი” – (მკვდარი სინოდი)

“შემზარავი სინოდი” – IX-X საუკუნებში რომის კათოლიკური ეკლესია საშინელი პოლიტიკური და მორალური (ზნეობრივი) კრიზისის წინაშე იდგა.რომის პაპებს,იმისათვის,რომ ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური საყრდენი ჰქონოდათ,ისინი სხვადასხვა გავლენიანი იტალიელი თუ ევროპელი მმართველების გავლენის ქვეშ ხვდებოდნენ და შესაბამისად,მათ მარიონეტებსაც წარმოადგენდნენ.

ალექსანდრე მაკედონელი – “ეპიზოდი”

მას შემდეგ,რაც მსოფლიოს ელვის უსწრაფესად მოედო კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავრის - ალექსანდრე მაკედონელის მოულოდნელი გარდაცვალების ამბავი,ათენში,სადაც მაკედონელს და ზოგადად მაკედონიას უამრავი ძველი მტრები ჰყავდა,აღნიშნულმა ინფორმაციამ დიდი აღფრთოვანება და სიხარული გამოიწვია.

“ქალების დუელის” ისტორიიდან…

“ქალების დუელის” მეტად უცნაური ტრადიცია,შესაძლოა უძველესი პერიოდებიდან იღებდეს სათავეს.ისტორისკოსთა მონაცემებით ეს ის პერიოდია,როდესაც მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ქალთა უფლებები ბევრად აღემატებოდა მამაკაცთა უფლებებს და შესაბამისად,”მატრიარქატი” იყო გაბატონებული.თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები აღმოჩენილი დღემდე არ არის და მხოლოდ ვარაუდად რჩება.მაგრამ დადასტურებულია “ქალთა დუელების” ანტიკურ პერიოდში არსებობა.

ალექსანდრე ბლოკის “პლატონური სიყვარული”

რუსული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი – ალექსანდრე ბლოკი (1880-1921 წლები),ოფიციალურ ქორწინებაში ერთხელ იმყოფებოდა.საინტერესოა,რომ მისი რჩეული ქალბატონი,მსოფლიო მნიშვნელობის ქიმიკოსისა და პერიოდული სისტემის პირველი ავტორის – ალექსანდრე მენდელეევის ქალიშვილი – ლიუბოვ მენდელეევა გახლდათ.