Category Archives: საინტერესო ფაქტები

“დაფნის გვირგვინი”

“დაფნის გვირგვინი” – ანტიკური ხანიდან ცნობილია,როგორც გამარჯვების,დიდების,ძლევამოსილებისა და მშვიდობის სიმბოლო.ძველბერძნული მითოლოგიის თანახმად,თავად მცენარე დაფნა,სინათლის,მეცნიერების,მკურნალობისა და ხელოვნების ღმერთის – აპოლონის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო გახლდათ.სწორედ ამიტომ იყო დაფარული დაფნის მცენარეებით,აპოლონის სამყოფელი “პარნასის მთის” ზემო კალთა (ცნობისათვის,დაფნის სამშობლოდ მიჩნეულია ხმელთაშუაზღვისპირეთი).

ფრანც იოზეფ ჰაიდნის – “ორიგინალური პროტესტი”

ფრანც იოზეფ ჰაიდნი (1732-1809 წლები) – წარმოადგენდა გენიალურ ავსტრიელ კომპოზიტორსა და ვენის კლასიკური სკოლის პირველ წარმომადგენელს.გარდა ამისა,მის სახელთან ასოცირდება ისეთი მუსიკალური ჟანრების შექმნა,როგორებიცაა – სიმფონია და სიმებიანი კვარტეტი.ცნობილია ისიც,რომ ფრანც იოზეფი ავტორია გერმანიისა და ყოფილი ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ჰიმნებისა.ოცდაათი წლის განმავლობაში იგი ავსტრო-უნგრეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი საგვარეულოს წარმოამდგენელთან – პავლე ანტონ ესტერჰაზთან მსახურობდა.

იგნატიუს ლოიოლა – “ეპიზოდი”

ბასკური წარმომავლობის მქონე იეზუიტთა კათოლიკური ორდენის ფუძემდებელი,მისი პირველი მამამთავარი და კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული – იგნატიუს ლოიოლა (ნამდვილი სახელი – ინიაგო ლოპეს დე ლოიოლა – 1491-1556 წლები),თავდაპირველად პაჟად მსახურობდა.შემდგომ სამხედრო სამსახურში ჩადგა.აღნიშნულ პერიოდში,გონსალეს დე კამარასთან საუბრისას,მომავალი კათოლიკე წმინდანი საკუთარ თავს ასე ახასიათებდა:

ჯორჯ ბერნარდ შოუს “ორიგინალური პასუხი”

დიდი ირლანდიელი ნობელიანტი დრამატურგი,მწერალი და რომანისტი – ჯორჯ ბერნარდ შოუ (1856-1950 წლები),რომელიც გამოირჩეოდა თავისი გონებამახვილი გამონათქვამებით,ერთ დღეს ლონდონის ცნობილ რესტორანში სადილობდა.აღნიშნულ დაწესებულებაში კლასიკურ მელოდიას ცოცხლად ასრულებდა ერთ-ერთი მუსიკალური ორკესტრი.მას შემდეგ,რაც ორკესტრის წევრებმა იცვნეს განმარტოებით მაგიდასთან მოსაუზმე დიდი მწერალი,

ფარუკ I – “ეპიზოდი”

ეგვიპტისა და სუდანის ბოლოს წინა მეფე – ფარუკ I (1920-1965 წლები),როგორც მისი თანამედროვეები გადმოგვცემენ,ფსიქიკური დარღვევების სიმპტომების მატარებელი მონარქი იყო.გარდა ამისა,იგი დაავადებული გახლდათ ისეთი დაავადებითაც,როგორიც არის – “კლეპტომანია”

მეჰმედ-ფაშა სოკოლუსა და სელიმ II-ეს დიალოგიდან…

ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწეს,თავისი სიმამაცითა და გონიერებით განთქმულ რიგით 39-ე დიდ ვეზირს – მეჰმედ-ფაშა სოკოლუს (1505-1579 წლები),რომლის ნამდვილი სახელი გახლდათ – ბაიო სოკოლოვიჩი,სულეიმან I-ისა და ჰიურემის ვაჟმა,ოსმალეთის იმპერიის სულთანმა – სელიმ II-ემ ერთ-ერთი აუდიენციისას ერთგვარი ირონიით უთხრა:

იოჰან სებასტიან ბახი & გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი

გენიალური გერმანელი კომპოზიტორის - იოჰან სებასტიან ბახის (1685-1750 წლები) შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ,საყოველთაოდ ცნობილი გერმანული წარმომავლობის მქონე ინგლისელი კომპოზიტორი – გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი (1685-1759 წლები).მიუხედავად იმისა,რომ ბახის თანატოლი კომპოზიტორი რამდენჯერმე შეეცადა მასთან შეხვედრას (1719 და 1729 წლებში) და გაცნობას,მისდა სამწუხაროდ ეს ვერც ერთხელ ვერ მოახერხა.

“შოტლანდიელი ქალწული” – (“გილიოტინის” წინამორბედი)

“შოტლანდიელი ქალწული” – წარმოადგენდა საყოველთაოდ ცნობილი სიკვდილით დასჯის იარაღის – “გილიოტინის” ნაირსახეობას და თამამად შეიძლება ითქვას,მის წინამორბედსაც კი.აღნიშნულ მოწყობილობას სიკვდილით დასჯისათვის,სტანდარტულად ჯერ კიდევ XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან გამოიყენებდნენ შოტლანდიასა და ირლანდიაში.

“Lamborghini”-ის ტრადიციული ემბლემის შესახებ…

 ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სპორტული ავტომობილების მწარმოებელი იტალიური ფირმის – Lamborghini-ის ტრადიციული ემბლემის უმთავრეს ნაწილს,მასზე გამოსახული ხარი წარმოადგენს.დღესდღეობით ზუსტად არ არის დადგენილი,

ლაო ძისა და კონფუცის დიალოგიდან…

ერთ დღეს,გენიალურმა ჩინელმა ფილოსოფოსმა და სწავლულმა – კონფუციმ გადაწყვიტა სტუმრად მისულიყო ისეთ უდიდეს ჩინელ ფილოსოფოსთან,როგორიც გახლდათ – ლაო ძი (ცნობილია რომ,ისინი ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ).ოთახში შესვლის შემდგომ,იმის მოლოდინით,რომ მასპინძელი საყოველთაოდ ცნობილ სტუმარს ყურადღებას მიაქცევდა და დაჯდომას შესთავაზებდა,