Category Archives: საინტერესო ფაქტები
“Playtex” – კონკურსის უცნაური გამარჯვებული…
1957-1975 წლებში,როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის მეტად დაძაბული “კოსკოსური რბოლა” იყო გაჩაღებული.სწორედ აღნიშნულ პერიოდში განხორციელდა ადამიანის კოსმოსში პირველი გაფრენა,მთვარეზე ადამიანის პირველი ფეხის დადგმა,ხელოვნური თანამგზავრების გაშვება და სხვა რიგი კოსმოსური ღონისძიებები.
სუკი-ს გამაოგნებელი ქმედება…
1985 წლის 30 სექტემბერს დასავლეთ აზიაში,ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქვეყანაში – ლიბანში,სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა პალესტინელ დევნილთა ბანაკის დამცველებსა და სირიის არმიას შორის,ლიბანელ შიიტთა “ჰეზბოლა”-ს დაჯგუფების წევრებმა მძევლად აიყვანეს ოთხი საბჭოთა კავშირის მოქალაქე (ეროვნებით რუსები).
მიხეილ გორბაჩოვი – “ეპიზოდი”
საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნზე 1985-1991 წლებში – მიხეილ გორბაჩოვზე,რომ უდიდესი გავლენა ჰქონდა მის მეუღლეს – რაისა ტიტარენკო-გორბაჩოვას,არავისთვის საიდუმლო არ არის.თუმცა,იმ პერიოდში ამის შესახებ საბჭოთა იმპერიაში ხმამაღლა ვერავინ ბედავდა საუბარს.
ფრანკლინ დელანო რუზველტის შესახებ…
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 32-ე პრეზიდენტი – ფრანკლინ დელანო რუზველტი (1882-1945 წლები),ჰარვარდში სწავლის პერიოდში ჟურნალისტად და ხშირად კორესპონდენტადაც მუშაობდა.მოგვიანებით კი მთავარი რედაქტორი გახდა – “Harvard Crimson”-ის სტუდენტური გაზეთისა.
ჟაკლინ ბუვიე – “ეპიზოდი”
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პირველი ლედი - ჟაკლინ ბუვიე (1929-1994 წლები),თავდაპირველად 1953 წლის 12 სექტემბერს დაქორწინდა ქვეყნის მომავალ პრეზიდენტზე – ჯონ ფიცჯერალდ კენედიზე და მის გვარზეც გადავიდა.
“ყველაზე დიდი გამოსასყიდები ისტორიაში”
1. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მდიდარი არგენტინელი ბიზნესმენები – ჟუან და ხუან ბორნები,რომლებიც აკონტროლებდნენ ხორბლის ბაზარს ქვეყანაში,1974 წელს გატაცებული იქნენ მემარცხენე-რადიკალური ტერორისტული ორგანიზაციის – “Montoneros”-ის მიერ.
ალბერტ აინშტაინი – “ეპიზოდი”
XX საუკუნის გენიალური ფიზიკოს-თეორიტიკოსი და “ფარდობითობის თეორიის” ავტორი – ალბერტ აინშტაინი,ისევე როგორც სხვა უამრავი გენიოსი,უგულისყურობითა და დაბნეულობით გამოირჩეოდა.როგორც ერთ-ერთი წყაროსაგან ვგებულობთ,გერმანიაში ყოფნის პერიოდში,ალებრტი ბერლინის ტრამვაიში ასულა და როგორც მას ჩვეოდა,ღრმად ჩაფიქრებულა.
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის შესახებ…
კასპარ კარლ ანტონ ვან ბეთჰოვენი (1774-1815 წლები) წარმოადგენდა გენიალური გერმანელი კომპოზიტორის – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ძმას.მისი მეუღლე – იოჰანა მდიდარი ვენელი მეშპალერე რაისის ქალიშვილი გახლდათ.მიუხედავად იმისა,რომ ცოლ-ქმარი ერთად თანაცხოვრებდნენ და ვაჟიშვილი – კარლიც ჰყავდათ,მათი ცხოვრება სავსე იყო წინააღმდეგობებითა და უსიამოვნებებით.
იროდიონ ევდოშვილის “მოსწრებული ხუმრობა”
გამოჩენილ ქართველ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს – იროდიონ ევდოშვილს (1873-1916 წლები),მთელი ცხოვრების გატარება გაჭირვებასა და გადასახლებაში მოუწია.მიუხედავად ამისა,მისი ბუნება ისეთი იყო,რომ მოწყალებისათვის და დახმარებისათვის იშვიათად აწუხებდა მეგობრებს.
“პატრიოტული იდეა”
ომს რომ ძალიან დიდი “კუჭი” აქვს უცხო არავისთვისაა.ამიტომაცაა,რომ მეომარი ქვეყნები ყოველთვის ცდილობენ ამა თუ იმ ფორმით გაუღვიძონ ხალხს პატრიოტიზმის გრძნობა და მათ,თავიანთი სამშობლოსათვის გააღებინონ არა მარტო სიცოცხლე,არამედ ფინანსური რესურსებიც.