Category Archives: საინტერესო ფაქტები

იონ გნარ კრისტინსონი – “ყველაზე საუკეთესო პარტია”

2010 წელს,ისლანდიის დედაქალაქის რეიკიავისკის საკრებულოსა და მერის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო,ქვეყანაში ცნობილი კომედიური ჟანრის მსახიობის,მწერლისა და პოლიტიკოსის – იონ გნარ კრისტინსონის მიერ დაარსებულმა – “ყველაზე საუკეთესო პარტიამ”.

თავდასხმა ირანის საელჩოზე – “ეპიზოდი”

1980 წლის 30 აპრილს,დღის 11:30 წუთზე ლონდონში განთავსებულ ირანის საელჩოზე კბილებამდე შეიარაღებულმა 6-მა არაბმა ტერორისტმა თავდასხმა განახორციელა,რის შედეგადაც მძევლად იქნა აყვანილი 26 ადამიანი,მათ შორის საელჩოს თანამშრომლები და საელჩოს სტუმრები.

სასჯელი ყმებისთვის…

კაცთა მოდგმის მიერ დასჯის მეთოდების გამოყენების “მრავალფეროვნებას” რომ ზღვარი არ უდევს უცხო არავისთვისაა.ნებისმიერი ეპოქის ქვეყანაში ადამიანის მიერ ადამიანისვე დასჯის სხვადასხვა უსაშინლესი მეთოდები გამოიყენებოდა.ასევე იყო “განსაკუთრებული შოვინიზმით” ცნობილ რუსეთის იმპერიაშიც.

ნიკო ლომოური – “ეპიზოდი”

მძიმე სენისაგან შეჭირვებულ დიდ ქართველ მამულიშვილს – იაკობ გოგებაშვილს,სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე სტუმრად მისი უდიდესი თაყვანისმცემელი,მწერალი,პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე – ნიკო ლომოური ეწვია.

დავით სარაჯიშვილი – “ეპიზოდი”

მას შემდეგ,რაც 1900 წლის 24 იანვარს დიდი ქართველი მწერალი,პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე – გიორგი წერეთელი გარდაიცვალა,განსვენებულის ოჯახი იმდენად დიდ ეკონომიკურ სიდუხჭირეს განიცდიდა,რომ მისი დაკრძალვისათვის საჭირო თანხის მცირეოდენი ნაწილიც კი არ გააჩნდა.

ედიტ პიაფის შესახებ…

დიდი ფრანგი მსახიობი და მომღერალი ქალი – ედიტ ჯოვანა გასიანი (1915-1965 წლები) იგივე – ედიტ პიაფი, რომელიც მსოფლიო ესტრადის ბრწყინვალე ვარსკვლავს წარმოადგენდა,

მალის რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრები – “ეპიზოდი”

მიუხედავად იმისა,რომ აფრიკის კონტინენტის დასავლეთ ნაწილში მდებარე – მალის რესპუბლიკაში,ჯერ კიდევ 1962 წელს ჩამოყალიბდა ქვეყნის საფეხბურთო ეროვნული ფედერაცია, 2000 წლამდე (ანუ 38 წლის მანძილზე) აღნიშნული ქვეყნის ეროვნულ გუნდს მაინც არასოდეს მიუღია მონაწილეობა არა მარტო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე,არამედ მსოფლიო ჩემპიონატის არც ერთ შესარჩევ ციკლშიც კი.

პიერ ოგიუსტენ კარონ დე ბომარშეს შესახებ…

გენიალური ფრანგი დრამატურგი და პუბლიცისტი – პიერ ოგიუსტენ კარონ დე ბომარშე (1732-1799 წლები),არა მარტო ლიტერატურული საქმიანობით იყო დაკავებული,არამედ სახელმწიფო სამსახურშიც აქტიურად იყო ჩართული.კერძოდ,იგი წარმოადგენდა საფრანგეთის სამეფო კარის იმ “საიდუმლო ჯაშუშს”,რომელმაც არაერთი სერიოზული პრობლემა ააცილა,როგორც საფრანგეთის მეფეს – ლუი XV-ს,ასევე თავად საფრანგეთსაც.

რაფაელ ლეონიდას ტრუხილიო მოლინას შესახებ…

რაფაელ ლეონიდას ტრუხილიო მოლინა (1891-1961 წლები) – წარმოადგენდა “განდიდების მანიით” შეპყრობილ დომინიკის რესპუბლიკის დიქტატორს,რომელსაც ადგილობრივმა მოსახლეობამ თავისი მრავალრიცხოვანი სექსუალური კავშირებისა და ოდიოზური თვისებების გამო – “El Chivo” ანუ “თხა” უწოდა. 

ამედეო (იედიდია) კლემენტ მოდილიანი – “ეპიზოდი”

ებრაელ-სეფარდებთა წარმომავლობის მქონე გენიალური იტალიელი მხატვარი,მოქანდაკე და ექსპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი – ამედეო (იედიდია) კლემენტ მოდილიანი (1884-1920 წლები),არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა ულამაზეს ფრანგ მხატვარ ქალთან და ცნობილ მოდელთან – ჟანა ებიუტერნთან.