Category Archives: საინტერესო ფაქტები
ჰემნეტ შექსპირი (უილიამ შექსპირის ვაჟი)
ჰემნეტ შექსპირი – დაიბადა 1585 წლის 2 თებერვალს ინგლისურ ქალაქ სტრეტფორდ-ონ-ეივონში.იგი წარმოადგენდა გენიალური ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის – უილიამ შექსპირის ვაჟს (ჰყავდა ტყუპისცალი და – ჯუდითი).ჰამნეტის შესახებ ინფორმაციები მეტად მწირია,თუმცა ცნობილია,რომ დასთან ერთად მოინათლა დაბადების დღესვე (1585 წლის 2 თებერვალს)
სამურაი – “ეპიზოდი”
1871 წელს იაპონიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა,რომ ორგანიზება გაეწია და ქვეყნის დედაქალაქ ტოკიოში ჩამოეყალიბებინა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ორგანიზაცია – პოლიცია.ამ სამსახურში სამუშაოდ,თავდაპირველად შერჩეულ და აყვანილ იქნენ იაპონური საზოგადოებრივი ფენის ერთ-ერთი უმაღლესი კასტის წარმომადგენლები – “სამურაები”,
ევა ანა პაულა ბრაუნი – “ეპიზოდი”
მესამე რაიხის ტოტალიტარული რეჟიმის ფუძემდებლისა და დიქტატორის ადოლფ ჰიტლერის მეუღლეს – ევა ანა პაულა ბრაუნს (1912-1945 წლები),მამა – ფრიდრიხ ბრაუნი,რომელიც პროფესიით პედაგოგი იყო,ხშირად უმეორებდა,რომ ცოლად ან ბანკირს,ან კიდევ გენერალს უნდა გაჰყოლოდა.
უდეი სადამ ჰუსეინ ალ-ტიკრიტი – (სადამ ჰუსეინის ამორალური ვაჟი)
უდეი სადამ ჰუსეინ ალ-ტიკრიტი – დაიბადა 1964 წლის 18 ივნისს ერაყის ქალაქ ტიკრიტში.იგი წარმოადგენდა საყოველთაოდ ცნობილი ერაყელი დიქტატორის სადამ ჰუსეინის განსაკუთრებული სისასტიკით,სადიზმითა და ამორალური თვისებებით უხვად დაჯილდოვებულ უფროს ვაჟს.
ფრანჩესკო პეტრარკა – “ეპიზოდი”
გენიალური იტალიელი პოეტი და ჰუმანისტი – ფრანჩესკო პეტრარკა (1304-1374 წლები),რომელიც დანტე ალიგიერთან ერთად დღემდე მიჩნეულია რენესასნსის ფუძემდებლად, 40 წლის ასაკში მძიმედ დაავადდა და “ლეთარგიულ” ანუ “საღათას ძილს” მიეცა (დღემდე მეცნიერულად დაუდგენელი ავადმყოფური მდგომარეობა,რომელიც ჩამოჰგავს ძილს და რომლისთვისაც დამახასიათებელია სრული უძრაობა და უმოქმედობა).
რობერტ ბერნსი – “ეპიზოდი”
გენიალური შოტლანდიელი პოეტი,ლირიკოსი და “შოტლანდიის ეროვნულ პოეტად” აღიარებული - რობერტ ბერნსი (1759 – 1796 წლები),ერთ დღეს მდინარის პირას სეირნობდა,რა დროსაც შეესწრო თუ როგორი წვალებითა და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ამოათრია წყლიდან უბრალო გლეხმა,ადგილობრივი დიდებული,რომელიც მდინარეში იხრჩობოდა.
პავლე ინგოროყვა – “ეპიზოდი”
დიდი ქართველი მამულიშვილი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაზე – პავლე ინგოროყვა (1893-1983 წლები), საქართველოს მოსახლეობის აღწერისას (მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობდა), მთელი ძალითა და ენერგიით ცდილობდა არც ერთი ქართველი არ დაჰკარგვოდა საქართველოს.
ჟორჟ ჟაკ დანტონის შესახებ…
საფრანგეთის პირველი რესბუბლიკის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა,რევოლუციონერმა და იუსტიციის მინისტრმა რევოლუციისას – ჟორჟ ჟაკ დანტონმა (1759-1794 წლები),თანამოზრეებთან – მარატთან, შომეტომთან, დემულენთან და სხვებთან ერთად, 1790 წელს დააარსა პოლიტიკური კლუბი – “კორდელიერები”, რომელმაც შემდგომში უდიდესი წვლილი შეიტანა ქვეყანაში წამოწყებულ რევოლუციაში.
“ვიჯილანტები” – (თვითგამასამართლებლები)
“ვიჯილანტები” – წარმოადგენს ცალკე აღებულ იმ პერსონას ან პირთა ჯგუფს,რომელთა უმთავრესი მიზანი მდგომარეობს ამა თუ იმ დანაშაულში ბრალდებული და სასამართლოს მიერ სათანადადოდ არ დასჯილი პირების სათანადოდ დასჯაში,ანუ თვითგასამართლებაში,ყოველგვარი სამართლებლივი ჩარჩოების უგულებელყოფით.
“შპარგალკის” შესახებ…
“შპარგალკა” – წარმოადგენს ინფორმაციის მატარებელ სპეციალურად შედგენილ ფურცელს,რომელზეც დატანილია ის საჭირო ინფორმაცია,რომელიც ფარულად გამოიყენება (მოსწავლეების,სტუდენტებისა და ასე შემდეგ) გამოცდების,ტესტებისა და საკონტროლო წერის დროს.ცნობილი გერმანელი ენათმცოდნის,ლექსიკოგრაფისა და ბალკანისტის – მაქს იულიუს ფრიდრიხ ფასმერის (1886-1962 წლები) მიერ შედგენილი ლექსიკონის მიხედვით,