Category Archives: საინტერესო ფაქტები

ფრანც იოზეფ ჰაიდნი – “ეპიზოდი”

ერთ-ერთ მოხუც ავსტრიელ კაპელმეისტერთან,მოკრძალებულად ჩაცმული ახლგაზრდა ყმაწვილი გამოცხადდა.მას შემდეგ,რაც იგი მუსიკოსს წარუდგა,გაუწოდა კონვერტი,რომელშიც განთავსებული სარეკომენდაციო წერილი,იმ მუსიკის მასწავლებლის მიერ იყო დაწერილი და გაგზავნილი,რომელიც აღნიშნულ ახალგაზრდას რამდენიმე წლის მანძილზე ამეცადინებდა.

პიერ აბელარი და ელიოზა ფულბერი – “სიყვარულის საოცარი ისტორია”

პიერ აბელარი (1079-1142 წლები) – წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ფრანგ ფილოსოფოსს (სქოლასტიკს),პოეტსა და თეოლოგს,რომელიც თავისი რელიგიური ხედვების გამო,არა ერთხელ იქნა დადანაშაულებული კათოლიკური ეკლესიის მიერ ერეტიკოსობასა და ღვთის გმობაში.აღნიშნულ პოსტში,მინდა შევეხო იმ საოცარი სიყვარულის ისტორიას,რომელმაც იმ პერიოდის სენტიმენტალური ევროპა მოიცვა და დღემდე უდიდეს ინტერესს იწვევს უამრავ ადამიანში.

კარლ IV-ეს პასუხი – ფრანსისკო გოიას…

გენიალური ესპანელი ფერმწერი,გრაფიკოსი და გრავიორი – ფრანსისკო ხოსე დე გოია ი ლუსიენტესი (1746-1828 წლები),ესპანეთის მეფის – კარლ IV-ის ფავორიტი და პირადი მხატვარი გახლდათ.როგორც მხატვრის ბიოგრაფიიდან არის ცნობილი,გოია ერთობ სკანდალური რეპუტაციით სარგებლობდა და თავისი ფიცხი ბუნების გამო,არავის პატიობდა ელემენტარულ უპატივცემულობასაც კი.

პრაქსიტელე – “ეპიზოდი”

გენიალური ძველბერძენი მოქანდაკე – პრაქსიტელე (ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნე),გახლდათ ისტორიაში ის პირველი მოქანდაკე,რომელმაც მაქსიმალური რეალობით გამოსახა შიშველი ქალის – “აფროდიტა კნიდსელის” სხეული,სადაც შიშველ ღვთაებას ხელით უჭირავს სხეულზე ჩამოცურებული ტანსაცმელი.

კარლ ჰაინრიხ მარქსი – “ეპიზოდი”

საყოველთაოდ ცნობილ გერმანელ ფილოსოფოსსა და თანამედროვე კომუნიზმის იდეების ერთ-ერთ ფუძემდებელს – კარლ ჰაინრიხ მარქსს (1818-1883 წლები),გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე,თავისმა მოსამსახურემ ჰკითხა,რომ ხომ არ ისურვებდა უკანასკნელად რაიმე ბრძნული რჩევა დაეტოვებინა მომავალი თაობებისათვის.

მობუტუ სესე სეკო – (აფრიკელი დიქტატორის ბიოგრაფიიდან)

მობუტუ სესე სეკო კუკუ ნგბენდუ ვა ზა ბანგა (1930-1997 წლები) – წარმოადგენდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს 1965-1997 წლებში და მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ოდიოზური თვისებებით გამორჩეულ დიქტატორს.იგი ხელისუფლების სათავეში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოვიდა და აფრიკულ ქვეყანას 32 წლის განმავლობაში სასტიკი მეთოდებით მართავდა

“ფსიქიატრიული საავადმყოფოების” ისტორიიდან…

“ფსიქიატრიული საავადმყოფო” – წარმოადგენს სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებას,სადაც რეაბილიტაციისათვის განთავსებული არიან ფსიქოლოგიური გადახრების მქონე გაუბედურებული ადამიანები.ერთი ვერსიის მიხედვით,პირველი ფსიქიატრიული საავადმყოფო გახსნილ იქნა 1326 წელს,.პოლონეთის ქალაქ ელბონგში.

სუელო – (ფულისაგან თავისუფალი ადამიანი)

სუელო – რომლის ნამდვილი სახელი და გვარი გახლავთ – დენიელ ჯეიმს შელაბარგერი,დაიბადა 1961 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ არვადაში (კოლორადოს შტატი).იგი წარმოადგენს “მარტივი ცხოვრების” იდეოლოგიის მიმდევარს (ადამიანის არჩევანი,რომლის მიხედვითაც იგი უარს აცხადებს ისარგებლოს იმ კეთილდღეობითა და სარგებლით,რაც დაკავშირებულია ცივილიზაციასთან.

“ჯუნგლების კანონი”

“ჯუნგლების კანონი” – წარმოადგენს ტერმინს,რომელიც თავისთავში გულისხმობს განსაკუთრებულად დაუნდობელ ბრძოლას არსებობისათვის,ყოველგვარი პრინციპების დაცვის გარეშე.გარდა ამისა,იგი შესაძლებელია გამოიხატებოდეს,როგორც – “ყველა თავისთვის”,”მოკალი – ან მოგკლავენ” და “ყველაზე ძლიერის გადარჩენა”.

თედორე შალიაპინი – “ეპიზოდი”

XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რუსი საოპერო მომღერალი – თედორე შალიაპინი (1873-1938 წლები),რომელიც გარდა ძლიერი და მოქნილი ბასისა,საოცარი სასცენო თამაშითაც გამოირჩეოდა,საკმაოდ ბევრ ქვეყანაში მართავდა კონცერტებს.ბერლინში ერთ-ერთი გასტროლებისას,ქუჩაში  ცნობილი დირიჟორი – ალექსანდრე ჰესინი შეხვდა,რომელსაც პეტერბურგიდან იცნობდა.მოკითხვის შემდეგ,შალიაპინმა ჰესინს,იქვე ახლოს მდებარე მაღაზიაში წაყოლა შესთავაზა,