Category Archives: საინტერესო ფაქტები
ვან ჰუ – “პირველი ადამიანი,რომელმაც მთვარეზე გაფრენა სცადა”
ჩინური ლეგენდის თანახმად,პირველი ადამიანი,რომელმაც მთვარეზე გაფრენა სცადა ერთგვარი “რაკეტის” საშუალებით,გახლდათ ერთ-ერთი ჩინელი სახელმწიფო მოხელე - ვან ჰუ,რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე 2000-იან წლებში მოღვაწეობდა.
ანტონიო ლუჩიო ვივალდი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი კომპოზიტორი და მევიოლინე - ანტონიო ლუჩიო ვივალდი (1678-1741 წლები),რომლის ოთხი სავიოლინო კონცერტი – “წელიწადის დრონი” ბაროკოს ეპოქის საუკეთესო და პოპულარულ მუსიკალურ ნაწარმოებს წარმოადგენდა,15 წლის ასაკში სასულიერო სასწავლებელში ჩაირიცხა და მიზნად მღვდლად გახდომა დაისახა.
ლევ ტოლსტოის ბიოგრაფიიდან…
ლევ ტოლსტოი (1828-1910 წლები) – წარმოადგენდა იმ დიდ რუს მწერალს,რომელმაც პირველმა განაცხადა უარი საკუთარ საავტორო უფლებებზე,გამოდიოდა სახელმწიფოს სისტემის წინააღმდეგ,რელიგიური ავტორიტეტების უარყოფისათვის განკვეთილ იქნა ეკლესიისაგან,კატეგორიული უარი განაცხადა “ნობელის პრემიის” აღებაზე,(სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) სძულდა ფული,აქტიურად იბრძოდა გლეხების უფლებების დასაცავად და ფართოდ იყო დაინტერესებული ოკულტიზმით.
ლეგენდა “ლედი გოდივას” შესახებ…
ლედი გოდივა (980-1067 წლები) – წარმოადგენდა ლეგენდად ქცეულ ანგლო-საქს ქალს,რომელიც იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული მაგნატის და მერსიას ერლის (ბრიტანული არისტოკრატული ტიტული,რომელიც გრაფის ტიტულს შეესაბამება) – ლეოფრიკის ულამაზესი მეუღლე იყო.
“ცნობილ ადამიანთა უკანასკნელი სიტყვები”
1. “მე არ მითქვია იმის ნახევარიც კი,რაც საკუთარი თვალით ვიხილე”. – მარკო პოლო (გამოჩენილი ვენეციელი ვაჭარი და მოგზაური)
“La Bougie du Sapeur” – (საოცარი პერიოდულობით გამომავალი გაზეთი)
1980 წელს,საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დაარსებულ იქნა გაზეთი სახელწოდებით – “La Bougie du Sapeur”.ალბათ ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა,რომ არა ერთი გარემოება: აღნიშნული გაზეთი რეგულარულად გამოდის მხოლოდ და მხოლოდ 29 თებერვალს.როგორც წესი,აღნიშნულ თარიღს “ნაკიან წლად” მოიხსენიებენ.
იოუნ სოურ “იოუნსი” ბირგისონი – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც ცნობილი ისლანდიური როკ-ჯგუფის – “Sigur Ros”-ის სოლისტს – იოუნ სოურ “იოუნსი” ბირგისონს,საფრანგეთში გამართულ ერთ-ერთი კონცერტისას ისლანდიური სიმღერის ტექსტი გადაავიწყდა,მიმართა მეტად ორიგინალურ და სიმპროვიზირებულ მეთოდს.კერძოდ, იმ სიტყვების ნაცვლად,რომელიც სიმღერის ტექსტით იყო განსაზრვრული,შემდეგი სიტყვები გამოიყენა:
რომას კალანტა – “ლიტვის თავისუფლებისათვის თვითშეწირვა”…
რომას კალანტა (1953-1972 წლები) – წარმოადგენდა ლიტველ დისიდენტსა და მამულიშვილს,რომლის სახელიც მას შემდეგ იქცა საყოველთაოდ ცნობილი,რაც 1972 წლის 14 მაისს,საბჭოთა ოკუპაციისა და ქვეყნის რუსიფიკაციის პროტესტის ნიშნად,ლიტვის ქალაქ კაუნასში მდებარე მუსიკალური თეატრის სიახლოვეს (იქ სადაც ყველაზე მეტი ლიტველი ახალგაზრდა იყრიდა თავს) სიცოცხლე სუიციდით დასრულა (თავი დაიწვა).
პერიკლეს შესახებ…
ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი პოლიტიკური მოღვაწე,მხედართმთავრი და ორატორი – პერიკლე (ძვ.წ.აღ-ით 494-429 წლები),რომლის მმართველობის ხანაშიც ათენმა მიაღწია ეკონომიკური და კულტურული განვითარების პიკს (პერიკლეს ხანა),ათლეტური აღნაგობით გამოირჩეოდა.
“კიმ ირ სენისათვის მირთმეული საოცარი საჩუქარი”
1992 წელს,ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური სახელმწიფოს ფუძემდებლისა და მისი პირველი ოდიოზური ლიდერის – კიმ ირ სენის (1912-1994 წლები) დაბადებიდან 80 წლის იუბილის აღსანიშნავად,მისმა ვაჟმა – კიმ ჩენ ირმა,მამისათვის გადასაცემად,მართლაც საოცარი საჩუქრის შერჩევა გადაწყვიტა.