Category Archives: საინტერესო ფაქტები
ტიხო ბრაგეს შესახებ…
გენიალური დანიელი ასტრონომი,ასტროლოგი და აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ალქიმიკოსი – ტიხო ბრაგე (1546-1601 წლები),რომელმაც პირველმა ჩაატარა ევროპაში სისტემური და მაღალი სიზუსტის მქონე ასტრონომიული დაკვირვებები,რაც საფუძვლად დაედო – “კეპლერის კანონებს” (პლანეტების მოძრაობა მზის ირგვლივ),ატარებდა ხელოვნურ ცხვირს,რომელიც დამზადებული გახლდათ ოქროსა და ვერცხლისაგან.
ტომას ალვა ედისონი – “ეპიზოდი”
დიდი ამერიკელი გამომგონებელი და მეწარმე – ტომას ალვა ედისონი (1847-1931 წლები),თორმეტი წლის ასაკიდან ნაწილობრივ დაყრუვდა.
ჯოვანი ბატისტა ბუგატი – (მართლმსაჯულების აღმსრულებელი)
ჯოვანი ბატისტა ბუგატი (1780-1869 წლები) – წარმოადგენდა პაპის ოლქის (რომის პაპების გამგებლობაში მყოფი თეოკრატიული სახელმწიფო იტალიაში 756-1870 წლებში) ეროვნებით იტალიელ,ოფიციალურ ჯალათს 1796 წლიდან 1865 წლამდე.მას იტალიურად მოიხსენიებდნენ,როგორც – Mastro Titta,რაც – “მართლმსაჯულების აღმსრულებელს” აღნიშნავდა.
იუტაკა ტანიამა – “ეპიზოდი”
იუტაკა ტანიამა (1927-1958 წლები) – წარმოადგენდა იმ ერთ-ერთ უდიდეს იაპონელ მათემატიკოსს,რომელმაც აღიარება მოიპოვა,როგორც საყოველთაოდ ცნობილი – “მოდულარული თეორემის”,იგივე – ”ტანიამა-შიმურას” ჰიპოთეზის ავტორმა.მიუხედავად უდიდესი მეცნიერული წარმატებებისა,იუტაკა ტანიამამ 1958 წლის 17 ნოემბერს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.სუიციდის წინ კი დაწერა წერილი,რომელშიც ეწერა:
ერნესტ მილერ ჰემინგუეი – მის შესახებ გამოქვეყნებული “ნეკროლოგის” შესახებ წერდა…
დიდი ამერიკელი მწერალი,რომანისტი და ჟურნალისტი – ერნესტ მილერ ჰემინგუეი (1899-1961 წლები),ბევრჯერ შეხვედრია სიკვდილს პირისპირ,სხვადასხვა გარემოებებსა და სხვადასხვა პირობებში,ხან ბრძოლებში,ხან ნადირობის დროს.ერთხელ გამოიტირეს კიდეც აფრიკაში თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ,როცა ყველას მკვდარი ეგონა და გაზეთებში სამგლოვიარო განნცხადებებიც კი დაბეჭდეს.
“ტარპეის კლდე”
“ტარპეის კლდე” – წარმოადგენდა,კაპიტოლიუმის ბორცვის (რომის შვიდი ბორცვიდან ერთ-ერთი) მარჯვენა მხარეს მდებარე კლდეს,საიდანაც ძველ რომში სიკვდილმისჯილ ადამიანებს ყრიდნენ და შესაბამისად კლავდნენ.განსაკუთრთებით კი,აღნიშნული კლდიდან ყრიდნენ ისეთ მსჯავრდებულებს,რომლებიც დადანაშაულებულ იყვნენ – სახელმწიფო ღალატში,ინცესტში და გაქცევაში (მონების გაქცევა მებატონეებისგან).
კვინტუს ფაბიუს მაქსიმუს ვეროკოსუსი – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც ერთ-ერთ უდიდეს რომაელ მხედართმთავარს და კონსულს - კვინტუს ფაბიუს მაქსიმუს ვეროკოსუსს (ძვ.წ.აღ-ით 280-203 წლები),მეგობრებმა მოახსენეს,რომ მის ღირსებას,გამოჩენილი სიფრთხილის გამო დასცინოდნენ,განაცხადა:
ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ…
ამერიკიდან ფილადელფიის საერთაშორისო გამოფენამ თხოვნით მიმართა საფრანგეთში ემიგრირებულ საქართველოს მთავრობას,რომ ნება დაერთოთ ექვსი თვით გამოეფინათ ამერიკაში ქართული სიძველეები.ალბათ ამერიკელებისთვის მოულოდნელი იყო ქართველების უარი ასეთ თითქოსდა სახარბიელო წინადადებაზე.
“ლუდის წყალდიდობა ლონდონში”
ლონდონი დაარსების დღიდან არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა ფართომაშტაბიანი სტიქიების მსხვერპლი,თუმცა რაც 1814 წელს ქალაქში მოხდა,ანალოგი არ გააჩნია.ლონდონში არსებული St.Giles-ის ქუჩა,რომელიც დღესდღეობით საკმაოდ პრესტიჟული რაიონის ნაწილს წარმოადგენს,დაახლოებით 200 წლის წინ,საყოველთაოდ ცნობილი გახლდათ,როგორც ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე უღარიბესი და მივარდნილი უბანი.
რატომ დაასრულა სიცოცხლე სუიციდით – “როდოსის კოლოსის” ავტორმა?
ქარეს ლინდოსელი – დაიბადა ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში საბერძნეთის შემადგენლობაში შემავალ კუნძულ როდოსის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე უძველეს ქალაქ ლინდოსში.იგი წარმოადგენდა იმ ერთ-ერთ უდიდეს ძველბერძენ მოქანდაკესა და არქიტექტორს,რომელმაც სამარადჟამოდ დაიმკვიდრა ისტორიაში ადგილი,როგორც “მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან” ერთ-ერთის – “როდოსის კოლოსის” ავტორმა და ამგებმა.