Category Archives: საინტერესო ფაქტები
“ჩვენი მაწანწალა მეგობრები”
აღნიშნული პოსტი მინდა მივუძღვნა იმ მეტად მნიშვნელოვან და მტკივნეულ თემას,რომელიც საზოგადოებისათვის ძირითადად დაფარულია და შესაბამისად – “ტაბუ” ადევს.
იოჰან სებასტიან ბახი – “ეპიზოდი”
გენიალური გერმანელი კომპოზიტორი - იოჰან სებასტიან ბახი (1685-1750 წლები),რომელიც ავტორია 1000-ზე მეტი ბრწყინვალე მუსიკალური ნაწარმოებისა,თამამად შეიძლება მივიჩნიოთ ყველაზე მრავალშვილიან კომპოზიტორად კაცობრიობის ისტორიაში.
ჰენრი მორგანის “სადაზღვევო სისტემა”
საყოველთაოდ ცნობილ ინგლისელ მეზღვაურსა და მეკობრეს - ჰენრი მორგანს (1635-1688 წლები),რომელსაც ზედსახელად “დაუნდობელს” უწოდებდნენ,იმ პერიოდისათვის მართლაც გასაოცარი - ”სადაზღვევო სისტემა” ჰქონდა შემუშავებული,თავისი გემის ეკიპაჟის (მეკობრეების) წევრებისათვის.
მეჰრან კარიმი ნასერი – (საოცარი თავგადასავალი)
მეჰრან კარიმი ნასერი – რომელიც ასევე ცნობილია,როგორც – სერ ალფრედ მეჰრანი,დაიბადა 1942 წელს ირანის ქალაქ მესეჯე-სოლეიმანში.იგი წარმოადგენს იმ საოცარი ისტორიის უმთავრეს გმირს,რომელსაც მისი ცხოვრების 18 წელიწადის გატარება,საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის შარ დე გოლის აეროპორტის ტერიმანლში მოუწია.
“უნიკალური მოვლენა”
XV საუკუნეში,ინგლისის მეფის,იორკთა დინასტიიდან – რიჩარდ III-ის (1453-1485 წლები) წინააღმდეგ ბრძოლაში,მომავალ პირველ ინგლისის მეფეს ტიუდორთა დინასტიიდან – ჰენრი VII ტიუდორს (1457-1509 წლები) მხარი აუბა – ჰენრი უაიტმა.
კლაივ სტეიპლზ ლუისი – “ეპიზოდი”
დიდი ჩრდილოეთ ირლანდიელი მწერლის, ღვთისმეტყველისა და სწავლულის - კლაივ სტეიპლზ ლუისის (1898-1963 წლები) ნაწარმოებებსა და პუბლიკაციებს არც ერთი ბრიტანული გამოცემა არ იღებდა და, შესაბამისად არც ბეჭდავდა.
“Teddy bear”-ის ისტორიიდან…
1902 წელს,ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი - თეოდორ რუზველტი (1858-1919 წლები) თანმხლებ პირებთან ერთად სანადიროდ გაემგზავრა.ნადირობის ბოლო ეტაპზე,მას შესთავაზეს დაჭრილი შავი ამერიკული დათვისათვის,რომელიც ტირიფის ხეზე ჰყავდათ მიბმული,ესროლა და მოეკლა იგი.
„კორუფციის” ისტორიიდან…
„კორუფცია” – ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვაა და აღნიშნავს – „ვაფუჭებ”. სიტყვასიტყვით კი იგი აღნიშნავს სახელმწიფო ძალაუფლების არადანიშნულებისამებრ და არალეგიტიმურ გამოყენებას, როგორც წესი საიდუმლო, პირადი კეთილდღეობის მიზნით.
“რუბიკის კუბის” ისტორიიდან…
“რუბიკის კუბი” – რომელსაც თავდაპირველად მოიხსენიებდნენ,როგორც – “მაგიური კუბი”,წარმოადგენს მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილ თავსატეხს.იგი 1974 წელს გამოიგონა უნგრელმა სკულპტორმა და არქიტექტურის პედაგოგმა - ერნე რუბიკმა.
ფოტოგრაფიის ისტორიიდან…
1. დღემდე შემორჩენილ პირველ (ზემოთ გამოსახული) ფოტოს,რომელიც გადაღებულ იქნა 1826 წელს დიდი ფრანგი გამომგონებლისა და “ფოტოგრაფიის” ფუძემდებლის – ჟოზეფ ნისეფორ ნიეფსის მიერ (1765-1833 წლები),სახელად ეწოდა – “ხედი ფანჯრიდან”.