Category Archives: საინტერესო ფაქტები

ელიოტ რუზველტი – “თეირანის კონფერენციის დღიურიდან”

ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდარული პრეზიდენტის – ფრანკლინ დელანო რუზველტის,ვაჟი - ელიოტ რუზველტი (1910-1990 წლები),მამას ყოველთვის დაჰყვებოდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში “კონფერენციებზე” სხვადასხვა ქვეყნებში და მას გვერდიდან არ სცილდებოდა.

ერთი პატარა ისტორია “მაროკო”-ს შესახებ…

შესაძლოა,მკითხველმა პოსტში მოყვანილი ისტორია,იფიქროს,რომ ერთ-ერთ ლეგენდას და გამოგონილ ამბავს წარმოადგენს.თუმცა ვერსად გავექცევით იმ ფაქტს,რომ მთავარი მოქმედი გმირი,ქვემოთ მოყვანილი ისტორიისა,საკუთარ გენიალურ კომედიაში – “ამაო გარჯა სიყვარულისა”,უკვდავყო (“მოცეკვავე ცხენის” სახელით),თავად “უკვდავმა” ინგლისელმა დრამატურგმა – უილიამ შექსპირმა (1564-1616 წლები).

“კლაფამის სადგური” – (ფორნების ნაკვალევი)

“კლაფამის სადგური” – ასევე მოიხსენიებენ,როგორც - “ფორნების ნაკვალევი”,წარმოადგენს პრეისტორიულ უბანს,ევროპის სამხრეთში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფოს – მალტის დასავლეთ ნაწილის სანაპიროზე,დინგლის ფრიალო კლდეებთან ახლოს.

მარკუს ტულიუს ტირონი – “ციცერონის ინტელექტუალი მონა”

მარკუს ტულიუს ტირონი (ძვ.წ.აღ-ით 103-4 წლები) – წარმოადგენდა საყოველთაოდ ცნობილი რომაელი პოლიტიკოსის,ადვოკატის,მოაზროვნის და მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ორატორის – მარკუს ტულიუს ციცერონის ძალიან განათლებულ და ერუდირებულ მონას.

ალკიბიადე – “ეპიზოდი”

დიდი ძველბერძენი სახელმწიფო მოღვაწე,მხედართმთავარი,ორატორი და პელოპონესის ომის გმირი - ალკიბიადე (ძვ.წ.აღ-ით 450-404 წლები),გენიალური სოკრატეს მოსწავლე და დიდებული ათენელი პოლიტიკური მოღვაწის – პერიკლეს აღზრდილი გახლდათ.

ვოლტერი – ისააკ ნიუტონის შესახებ…

გენიალური ფრანგი მწერალი,დრამატურგი და ფილოსოფოსი - ფრანსუა მარი არუე (ვოლტერი),თავის წიგნში “ინგლისური წერილები”,წერდა საკმაოდ საინტერესო შემთხვევას,სადაც აღწერილია ის მონაკვეთი მისი ცხოვრებისა,როდესაც 1726 წელს იმყოფებოდა ინგლისში.

ფრენსის ბეკონი – “ეპიზოდი”

გამოჩენილი ინგლისელი ფილოსოფოსი,ისტორიკოსი,პოლიტიკური მოღვაწე და “ემპირიზმის” ფუძემდებელი - ფრენსის ბეკონი (1561-1626 წლები),რომელიც ჯერ კიდევ 23 წლის ასაკში იქნა არჩეული პარლამენტში,ჯერ კიდევ 1620 წელს აღიარებდა იმ უნიკალურ გავლენას,რაც ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა,მოუტანეს კაცობრიობას და რომლებზეც აიგო თანამედროვე სამყარო.

იულია ავგუსტა აგრიპინა – “ეპიზოდი”

იულია ავგუსტა აგრიპინა - იგივე აგრიპინა “უმცროსი” (6-59 წლები),გახლდათ გერმანიკუსისა და აგრიპინა უფროსის ქალიშვილი,რომის დიქტატორი იმპერატორის კალიგულას – და.იგი უკანასკნელი ცოლი იყო რომის იმპერატორის ტიბერიუს კლაუდიუს ავგუსტუს გერმანიკუსისა (ძვ.წ.აღ-ით 10 – ახ.წ.აღ-ით 54 წლები) და დედა ისეთი ოდიოზური რომის იმპერატორისა,როგორიც გახლდათ – ტიბერიუს კლაუდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისარი (37-68 წლები).

ალბერტ აინშტაინის პასუხი “მაქს პლანკის ინსტიტუტს”

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 1949 წელს,გენიალურ ფიზიკოსს ალბერტ აინშტაინს თხოვეს კვლავ აღედგინა ოფიციალური კავშირი კაიზერ ვილჰელმის ინსტიტუტთან (გერმანია),რომელსაც იმ პერიოდში უკვე მოიხსენიებდნენ,როგორც “მაქს პლანკის” ინსტიტუტს.

გელონი სირაკუზელი – “ეპიზოდი”

გელონი სირაკუზელი (ძვ.წ.აღ-ით 540-478 წლები) – წარმოადგენდა იმ ცნობილ სირაკუზისა და ჯელას ტირანს,რომელმაც ძვ.წ.არ-ით 480 წელს დაამარცხა კართაგენელები.