Daily Archives: აგვისტო 23, 2013

სარა ჩილდერს პოლკი

სარა ჩილდერს პოლკი - დაიბადა 1803 წლის 4 სექტემბერს ტენესის შტატის ქალაქ მურფრისბოროში (ამერიკის შეერთებული შტატები).იგი წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-11 პრეზიდენტის და ამ დიადი ქვეყნის საუკეთესო პრეზიდენტების “საუკეთესო ათეულში” მოხსენიებული – ჯეიმზ ნოქს პოლკის (1795-1849 წლები) მეუღლესა და ამავე ქვეყნის “პირველ ლედის” 1845 წლის 4 მარტიდან – 1849 წლის 3 მარტის ჩათვლით პერიოდებში.

კარლ გუსტავ ვერნერ ფონ ჰეიდენსტამი

კარლ გუსტავ ვერნერ ფონ ჰეიდენსტამი - დაიბადა 1859 წლის 6 ივლისს,ერებრუს ოლქის სოფელ ოლშამარში (შვედეთი),სამხედრო ოფიცრის ოჯახში.იგი წარმოადგენდა დიდ შვედ მწერალს,პოეტსა და ნოველისტს,რომელსაც,როგორც “მსოფლიო ლიტერატურაში ახალი ეპოქის თვალსაჩინო წარმომადგენელს”,1916 წელს მიენიჭა “ნობელის პრემია”.

“მშვიდობის საერთაშორისო ბიურო”

“მშვიდობის საერთაშორისო ბიურო” - ინგლისურ ენაზე“International Peace Bureau”,წარმოადგენს ინტერნაციონალურ მოძრაობას მშვიდობისათვის.აღნიშნული ორგანიზაცია დაარსებულ იქნა მსოფლიოს საერთაშორისო კონგრესის შედეგად,რომელიც 1891 წელს გაიმართა იტალიის დედაქალაქ რომში.

„ფრაზეოლოგია კინოფილმებიდან”

1. „ხშირ შემთხვევაში თვალდახუჭული ერთგულება შეურაცხყობს ყოველგვარ ადამიანურ ღირსებას”.

“ჯოდჰა და აკბარი”

ნანა ცინცაძე – “უამრავ კითხვათაგან მაწამებს ერთი”

უამრავ კითხვათაგან მაწამებს ერთი:

როდესაც კაცს ქმნიდა – ტიროდა ღმერთი?

კონსტანტინე გამსახურდიას მონოლოგი ლადო ასათიანთან…

“ჩემო მეგობარო, – მეგობრობით შეგნებულად გოგმართავ,რადგან ჩემი სიტყვის მეგობარს ჩემად ვთვლი.უკანასკნელ ხანს ისე კარჩაკეტილია ჩემი ცხოვრება,რომ გარესამყაროდან კანტიკუნტად თუ შემოაღწევს ისეთი ტბილი სიტყვა,როგორიც თქვენგან მესმის.

ლადო ასათიანის ნააზრევი…

“ჭიანჭველამ თუ იცის ჩვენი არსებობა? საერთოდ,ცხოველებმა თუ იციან,რას ვხლაფორთობთ ჩვენ.საინტერესოა,რას ფიქრობენ,როცა უყურებენ ჩვენს ნაცოდვილარსა და ნახელავს? ალბათ,ჩვენც იმ ჭიანჭველასავით ვერ ვხედავთ და არ ვიცით ბევრი რამ.იქნებ არის ვინმე ჩვენზე დიდი და ახლა ის დაგვყურებს,როგორც ჭიანჭველებს.ჩვენ კი ამას ვერ ვგრძნობთ”. (ავტორი გენია.ჯი)

ჟან ლერონ დ’ალამბერი – “ეპიზოდი”

გენიალური ფრანგი მათემატიკოსი,ფილოსოფოსი და ენციკლოპედისტი  - ჟან ლერონ დ’ალამბერი (1717-1783 წლები), რომელიც 1751-1757 წლებში დიდ ფრანგ მწერალთან და განმანათლებელთან – დენი დიდროსთან ერთად მუშაობდა “მეცნიერებათა, ხელოვნებათა და ხელოვანთა ენციკლოპედიის” შექმნაზე, განსაკუთრებით უსვამდა ხაზს და არ სცნობდა განსხვავებას სხვადასხვა სოციალური მდგომარეობის, წოდებისა თუ თანამდებობის მქონე ადამიანებს შორის, რასაც სასოწარკვეთილებამდე მიჰყავდა მისი პირადი საქმეთა მმართველი ქალი.

სალი მარგარეტ ფილდი – “ეპიზოდი”

დიდი ამერიკელი მსახიობი ქალი,მომღერალი რეჟისორი და პროდიუსერი - სალი მარგარეტ ფილდი,რომელმაც 1980-1985 წლებში ორჯერ მოიპოვა ამერიკის კინოაკადემიის უდიდესი პრემია “ოსკარი”,ასევე ორგზის მფლობელია “ოქროს გლობუსის” და სამგზის “ემი”-ს პრემიების.

პიტერ კორნელისონ ჰოფტი

პიტერ კორნელისონ ჰოფტი - დაიბადა 1581 წლის 16 მარტს,ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში,ვაჭრის ოჯახში.იგი წარმოადგენდა გამოჩენილ ნიდერლანდელ პოეტს,დრამატურგსა და ერთ-ერთ ტიპიურ წარმოამდგენელს ლიტერატურული რენესანსისა (ოქროს საუკუნე).